ლილოს ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

ლილოს ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ხანძარი რამდენიმე მაღაზიაზე იყო გავრცელებული და ამ დროისთვის უკვე მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე შეინიშნებოდა დაკვამლიანება და ღია ცეცხლი. ბაზრობის მიმართულებით გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. პირველი მორეაგირე ჯგუფების გადმოცემით, ხანძარი გავრცელებული იყო რამდენიმე მაღაზიაზე. სიტუაციის შეფასების შემდეგ, ბაზრობის მიმართულებით კიდევ რამდენიმე ჯგუფი გაემგზავრა, პარალელურად დაიწყო ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები. არსებობდა ცეცხლის სხვა მაღაზიებზე გავრცელების საშიშროება, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს ხანძრის ლოკალიზება და სიტუაციის გაკონტროლება. ამ დროისთვის უკვე მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 11 ჯგუფი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით წლის ბოლომდე 3.5 მლნ დოზა ვაქცინა შემოვა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მარტში ვაქცინის პირველი დოზების მიღების შემდეგ, დანარჩენი ვაქცინის მიღება...

ბუწაშვილი ვაქცინის მომწოდელებთან დადებული ხელშეკრულების გასაჯაროვებას ითხოვს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი,ვაქცინის მომწოდელებთან დადებული ხელშეკრულების გასაჯაროვებას ითხოვს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. “1....

უგანდამ ასტრაზენეკას ვაქცინის 864 000 დოზა მიიღო

უგანდამ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის Covax პლატფორმის მეშვეობით ვაქცინის პირველი დოზები მიიღო. პირველ ეტაპზე, უგანდის დედაქალაქ...

როდის შემოვა საქართველოში ვაქცინა – თამარ გაბუნია თარიღს ასახელებს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, ფაიზერის ვაქცინას საქართველო 22 მარტის კვირაში...

ვაქცინაციისთვის საშიში ისინი არიან, ვინც თავის თავს ექსპერტს უწოდებენ – იმნაძე

დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ ვაქცინაცინაციისთვის ანტივაქსერებზე მეტად საშიში...

მესმის, რომ დასაჭერია, გეთანხმებით – გომელაური ბადრი ესებუაზე

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ბადრი ესებუაზე დასმულ კითხვას კიდევ ერთხელ პასუხობს და ამბობს,...

ამ ეტაპზე ფრენების განახლების კონკრეტულ თარიღზე საუბარი ნაადრევია – Wizz Air თურნავას განცხადებაზე

"ფრენების განახლების კონკრეტულ თარიღზე საუბარი ნაადრევია"-  უნგრული ავიაკომპანია, Wizz Air საქართველოდან ფრენების განახლებასთან დაკავშირებით...

შეიძლება ხელშეკრულების კორექტირება მოხდეს – თურნავა ნამახვანჰესზე

"შეიძლება ხელშეკრულების კორექტირება მოხდეს "- ამის შესახებ, ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. ცოტახნისწინ, ცაგერის...

სხვა სიახლეები

“მერკი” კონკურენტ კომპანიას, Johnson & Johnson-ს ვაქცინის დამზადებაში დაეხმარება

ამერიკული ფარმაკო-გიგანტი "მერკი"  კონკურენტ კომპანიას "ჯონსონ და ჯონსონს" კორონავირუსის ვაქცინის წარმოებაში დაეხამრება რათა ვაქცინის წარმოება დაჩქარდეს. ეს შეთანხმება უზრუნველყოფს, რომ უახლოეს თვეებში, აშშ-ს ჯანდაცვას მილონობით...

ჯანმრთელობა

“მერკი” კონკურენტ კომპანიას, Johnson & Johnson-ს ვაქცინის დამზადებაში დაეხმარება

ამერიკული ფარმაკო-გიგანტი "მერკი"  კონკურენტ კომპანიას "ჯონსონ და ჯონსონს" კორონავირუსის ვაქცინის წარმოებაში დაეხამრება რათა ვაქცინის წარმოება დაჩქარდეს. ეს შეთანხმება უზრუნველყოფს, რომ უახლოეს თვეებში, აშშ-ს ჯანდაცვას მილონობით...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო