“მათი პოლიტიკური ფსიქოლოგიიდან გამომდინარე ბოლოს შეიძლება „ლეგიტიმური მკვლელობები“ განიხილონ მოცემულობად“–მდინარაძე ოპოზიციაზე

მათი პოლიტიკური ფსიქოლოგიიდან გამომდინარე, ბოლოს შეიძლება “ლეგიტიმური მკვლელობები” განიხილონ,- ასე ეხმიანება ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებთან ოპოზიციაში გაკეთებულ განცხადებებს.

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ოპოზიციას პასუხობს და ამბობს, რომ ოპოზიცია საკუთარი “უგუნური” გადაწყვეტილებების გამო ჩიხშია შესული.

“ბოლო დღეების განმავლობაში ოპოზიციური პარტიების ლიდერების, განსაკუთრებით ევროპული საქართველოს ოდიოზური ლიდერის ლექსიკაში გაჩნდა ფრაზები – ძალადობა და დაემატა ძალადობას – ლეგიტიმური, მათი პოლიტიკური ფსიქოლოგიიდან გამომდინარე ბოლოს შეიძლება „ლეგიტიმური მკვლელობები“ განიხილონ მოცემულობად. რეალურად გაიხსნა ყველა კარტი, როგორც იტყვიან, მათი საუბრის მთავარი საყრდენი იყო “გაყალბებული არჩევნები” და აღმოჩნდა,რომ არჩევნები კი არა, თურმე, პარალელური დათვლის მონაცემები ყოფილა გაყალბებული, რასაც ისინი ეყრდნობოდნენ და ალბათ წლები გავა და ამას გავიხსენებთ როგორც სკანდალურ და ძალიან ცუდ მოვლენას.

გვახსოვს, ისინი საუბრობდნენ მშვიდობიან ფორმებზე, მოლაპარაკებებზე და როცა ჩიხში შევიდნენ, თავიანთი პოლიტიკურად უგუნური გადაწყვეტილებების გამო, ახლა დაიწყეს ლეგიტიმურ ძალადობაზე თუ რევოლუციაზე საუბარი და “მსხვერპლზე”- ასეთი ტერმინიც ახსენა ბოკერიამ, ამის “გაპრავებით” არიან ახლა დაკავებულები”- განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების მეხუთე რაუნდის გამართვა უკვე ორი კვირაა იგეგმება, თუმცა ამ დრომდე უცნობია, შედგება თუ არა საერთოდ ეს რაუნდი. მოლაპარაკებები ამ დროისთვის ჩიხშია შესული.

“ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ერთადერთი სწორი გზა ვადამდელი, არჩევნებია. “ვისაც ძალაუფლება აქვს ხალხს ეუბნება, რომ არჩევნებს ვაუქმებ, რჩება 2 სცენარი, ან დიქტატურისკენ სვლის შეგუება ან ლეგიტიმური რევოლუცია, პირველი კატასტროფაა და არც მეორე გვსურს, გვსურს ვადამდელი არჩევნები,”- აცხადებს ბოკერია.

ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ნიკა მელია კი ამბობს, რომ  “როცა ყველა ინსტიტუტს აუქმებ, ერთი კაცის პარლამენტი გაქვს, სასამართლო აღარ არსებობს, საზოგადოების პროტესტი გადაიზრდება უკმაყოფილებაში და ტრანსფორმირდება მათ შორის, მშვიდობიან რევოლუციაში”.

გადადგეს მოღალატური განცხადებების გამკეთებელი ე.წ. პრეზიდენტი! – ბარამიძე

ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი ბარამიძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადადგომას ითხოვს. "გადადგეს მოღალატური განცხადებების გამკეთებელი...

ისტორიული გამარჯვების დღეა, კიდევ ერთხელ დამტკიცდა რუსეთის აგრესიული სახე – ღარიბაშვილი

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება და ამბობს, რომ რუსეთის აგრესიული სახე...

გილოცავთ, მთავარია, რუსეთს თუ აიძულებენ გადაწყვეტილების შესრულებას – კუბილიუსი

ევროპარლამენტარი ანდიუს კუბილიუსი საქართველოს სტრასბურგის სასამართლოში 2008 წლის ომის საქმეზე გამარჯვებას ულოცავს. ფორმულასთან ინტერვიუში ის...

ეს საქმე არის ავანტიურისტული და პოლიტიკური – ბადრი ბიწაძე კარტოგრაფების საქმეზე

სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსი ბადრი ბიწაძე პროკურატურაში გამოკითხვის შემდეგ აცხადებს, რომ კარტოგრაფების საქმე ავანტიურისტული და...

სოფელ ნატანებში კაცი მოკლეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 60 წლამდე მამაკაცი საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს....

2 კაცის კი არა, გაცილებით მეტის გასაკეთებელს გავაკეთებთ პარლამენტში – ელისაშვილი

პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ პარლამენტში ის და ლევან იოსელიანი თავს არ...

ივანიშვილმა სახლი იყიდა სენ-ტროპეში, გაემგზავრება – ჯანდაბას იქით გზა ჰქონია – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა საფრანგეთში სახლი იყიდა და გამგზავრებას...

მზად ვართ, ვესაუბროთ, მისი პოზიცია სახელმწიფოებრივია – ვოლსკი ელისაშვილზე

ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი მოქალაქეების ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებას ეხმიანება და მას სახელმწიფოებრივს უწოდებს. ელისაშვილმა...

სხვა სიახლეები

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, თუმცა ივანიშვილმა აშკარად აჩვენა, ვის ხელშია რეალური...

ჯანმრთელობა

კოვიდგადატანილთა მესამედი კვლავ საავადმყოფოებში ხვდება– ახალი კვლევა

პანდემიის პირველი ტალღისას კორონავირუსით დაინფიცირებულ  და გამოჯანმრთელებულ ბრიტანელ პაციენტთა  30% შემდგომი 5 თვის განმავლობაში კვლავ საავადმყოფოში მოხვდა. ამის შესახებ ლესტერის უნივერსიტეტის და სტატისტიკის ეროვნული...

შოუ ბიზნესი

“რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ“–ნინი ქარსელაძის დედა აღიარებს, რომ მისი შვილი გათხოვდა

ნინი ქარსელაძის დედა, ხათუნა ჟორდანია ფეისბუქზე წერს, რომ მისი შვილი გათხოვდა: “რადგან ბევრმა სააგენტომ გაავრცელა, დავწერ მეც!!!! ჩემი შვილი გათხოვდა უკვე დიდი ხანია რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ. ახლა...

ვიდეო