კაცს, რომელმაც შვილი თვითმკვლელობამდე მიიყვანა, 4-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

პროკურატურის განცხადებით, ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ ოჯახის წევრის თვითმკვლელობამდე მიყვანის და არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის წევრის სისტემატურ შეურაცხყოფაში ბრალდებული ფ.ა. დამნაშავედ ცნო და 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ფ.ა. არასრულწლოვან შვილს ა.ა-ს არაადამიანურად ეპყრობოდა, სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას, ამცირებდა, ემუქრებოდა და ნათესავებთან ყოფნას უკრძალავდა. აღნიშნულით გამოწვეული ძლიერი ფსიქიკური ტკივილის და მორალური ტანჯვის გამო, ა.ა-მ, 2020 წლის 23 აგვისტოს, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა”,– აცხადებს უწყება.

ფ.ა. 2020 წლის 24 აგვიტოს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11′,1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით (პირის არაადამიანურ მდგომარეობაში ჩაყენება, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ), 11′,115-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ თვითმკვლელობამდე მიყვანა) და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ ოჯახის წევრის თვითმკვლელობამდე მიყვანის და არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის წევრის სისტემატურ შეურაცხყოფაში ბრალდებული ფ.ა. დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში გაამართლა, რაც ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო წესით გასაჩივრდება.

8 წლის ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებული მამა-შვილის სახლი დაწვეს

სამეგრელოში, მარტვილში დაწვეს 8 წლის ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებული 60 წლის კაცის და მისი შვილის...

სამეგრელოში დააკავეს 2 კაცი, რომლებმაც 8 წლის ბავშვი გააუპატიურეს

სექსუალური ძალადობა 8 წლის ბავშვზე - სამეგრელოში ორი კაცი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, არასრულოვანი ჯერ...

დადასტურდა COVID-19-ის 699 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 9 ადამიანი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 699 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 614 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 9...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, თბილისის დროით 09:20 საათზე საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ დმანისიდან...

უპრინციპო, გაზულუქებული, რა უნდა პარლამენტში? – ვაშაძე ოქრიაშვილს პასუხობს

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე პასუხობს ენმ-ძალა ერთობაშიას დეპუტატის, კახა ოქრიაშვილის კრიტიკას. ოქრიაშვილმა თქვა,...

გახარია ცალსახად მესამე ძალაა, მის გარეშე ვერც ოცნება და ვერც ენმ ვერ გაიმარჯვებს –...

"გახარია ნამდვილად არის სერიოზული პოლიტიკური მოთამაშე და თავის ტკივილი ქართული ოცნებისთვის. ის არის ცალსახად,...

ჩემი რეიტინგი არსად გამქრალა, მეგობრებო, უბრალოდ არ გამზომეს – ბაქრაძე

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, დავით ბაქრაძე ეხმიანება Edison Research-ის პოლიტიკოსების რეიტინგების კვლევას და განმარტავს, რომ...

მისი სიტყვა ალმასივით მჭრელია და გულიდან ამომავალი – ილია II ამაშუკელზე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ რეზო ამაშუკელს დაბადების დღე მიულოცა. პატრიარქის წერილს პოეტი ავრცელებს. "ბატონ რევაზ...

“ივანიშვილს დაემსგავსნენ მატყუარა ზებრა-მინისტრებიც და ეს უბადრუკი, ლაყედ მატყუარა დეპუტატებიც“–ლაშა ბუღაძე

მწერალი ლაშა ბუღაძე თვლის, რომ “ასეთი ცრუ-ქვეყანა საქართველო არასდროს ყოფილა“, როგორც ივანიშვილის მმართველობის პერიოდშია. ლაშა ბუღაძე ფეისბუქ სტატუსს წერს, რომელშიც ამბობს რომ ივანიშვილმა ერთ...

ამერიკა კოვიდ-19-ის სამკურნალო პრეპარატებში მილიარდობით დოლარს დებს

შეერთებული შტატების ინვესტიცია კოვიდ-19-ის ანტივირუსული პრეპარატების შექმნის საქმეში და ასევე, პოტენციურად სხვა სახიფათო ვირუსულ პანდემიებთან ბრძოლაში, 3.2 მილიარდ დოლარს შეადგენს. თეთრი სახლის მთავარმა მრჩეველმა...

“ტრავმირებული ვარ, უბედური ვარ, ძილი არ შემიძლია“–ბრიტნი სპირსმა სასამართლოს მისი მეურვეობის საქმეზე ჩვენება მისცა

39 წლის პოპ ვარსკვლავმა, ბრიტნი სპირსმა პირველად მოითხოვა სასამართლოსგან პირადად, მოუხსნან მისი მამის მეურვეობა, რომელიც 2008 წლიდან მის საკონცერტო მოღვაწეობას და ფინანსებს აკონტროლებს. მან...