მასობრივი ანტისეხლისუფლო პროტესტი და დაკავებები მინსკში: ნახეთ რა ხდება ბელორუსში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ

ევროკავშირი ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნებს აკრიტიკებს და ლუკაშენკოს ხმების ხელახლა გადათვლისკენ მოუწოდებს

მინსკში პოლიციასა და პროტესტანტებს შორის მომხდარი შეტაკებების შემდეგ პოლონეთი ევროკავშირის საგანგებო სამიტის მოწვევის ინიციატივით გამოდის. ევროკავშირის რამდენიმე ლიდერმა კი განაცხადა, რომ მათ ეჭვი აქვთ არჩევნებზე მაშტაბური დარღვევების შესახებ,ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება სიტუაციას ქვეყანაში და მისი რეაქცია დამოკიდებული იქნება ბელორუსის ხელისუფლების ქმედებებზე. არ არის გამორიცხული ბელორუსის და მისი პოლიტიკოსების წინაამდეგ ახალი სანქციები დაწესდეს. თავის მხრივ ლუკაშენკომ ქუჩაში გამოსულ ოპოზიციონერებს ცხვრები უწოდა და განაცხადა, რომ მათ ქვეყნის დანგრევის უფლება არ მისცა.

ბოლო ინფორმაციით მინსკსა და ბელორუსის სხვა ქალაქებში სამიათასამდე ადამიანია დაკავებული საპროტესტო აქციების დროს, რომლის მონაწილეები საპრეზიდენტო არჩევნებში ლუკაშენკოს გამარჯვებას აპროტესტებდნენ, რომელმაც წინასწარი მონაცემებით ხმათა 80% მოიპოვა. ლუკაშენკოს მთავარმა კონკურენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ კი 9.9%. ტიხანოვსკაიას შტაბი ამ შედეგებს არ აღიარებს.

ლუკაშენკო თვლის, რომ ბელორუსში დაწყებული პროტესტ დასავლეთიდან იმართება.

კვირას, 9 აგვისტოს ბელორუსში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რომელსაც თან ახლდა იმ ადამიანების მასობრივი პროტესტი, რომლებიც მოქმედი პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს პოლიტიკას არ  ეთანხმებიან. ლუკაშენკო ქვეყანას უკვე 26 წელია მართავს.

მისი მთავარი კონკურენტი არჩევნებზე სვეტლანა ტიხანოვსკაია იყო – დაპატიმრებული ბლოგერის, სერგეი ტიხანოვსკის მეუღლე, რომელიც დაპატიმრებამდე პრეზიდენტად კენჭისყრას აპირებდა. სვეტლანა ტიხანოვსკაია პირობას დებდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში ხელახალ არჩევნებს დანიშნავდა, რომელშიც დღეს დაპატიმრებულ პოლიტიკოსებსაც შეეძლებოდათ მონაწილეობა.

ოფიციალური ეგზიტპოლების მონაცემებით არჩევნებზე ლუკაშენკომ გაიმარჯვა – 79.7%–ით, ტიხანოვსკაიამ კი 6.8% მიიღო. არჩევნებზე ამომრჩევლის აქტივობამ 84.05% შეადგინა.

ოპოზიციამ ხმების ალტერნატიული დათვლის ორგანიზება შეძლო ინტერენეტ პლატფორმაზე, რომელმაც სრულიად საპირისპირო შედეგი აჩვენა– ამ შედეგებით ტიხანოვსკაიას ხმა მისცა 80%–მა.

ბელორუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, რომელმაც მანამდე ოპოზიციონერები ალტერნატიული ხმის დათვლის უკანონობაზე გააფრთხილა, პირობა დადო, რომ პირველ ოფიციალურ შედეგებს კვირას ღამით გამოაქვეყნებდა, თუმცა შემდეგ ვადა ორშაბათისთვის გადაწია.

     

ხმის მიცემის დასრულებისთანავე მინსკის და ქვეყნის სხვა ქალაქების ქუჩებში ხელისუფლების მოწინააღმდეგეების აქციები დაიწყო. დედაქალაქში აქციები შეტაკებეში გადაიზარდა, რასაც მასობრივი დაპატიმრებები მოჰყვა.

არჩევნების დღე

საარჩევნო უბნები ბელორუსის მთელ ტერიტორიაზე და მის საზღვრებს გარეთ დილის 8 საათიდან გაიხსნა. ბევრ უბანთან გრძელი რიგი დადგა, მაგალითად ლონდონში და მოსკოვში ბელორუსის საელჩოსთან, ასევე ქვეყნის შიგნით.

ბევრმა უბნების დახურვამდე, ანუ საღამოს 8 საათამდე ხმის მიცემა ვერ მოასწრო და ითხოვდნენ მათთვის ხმის მიცემის შესაძლებლობა მიეცათ.

ბელორუსის ცესკომ გრძელ რიგებს საპროტესტო ელექტორატის “პროვოკაციის შედეგი“ უწოდა და განაცხადა, რომ ისინი უბნების დახურვის ვადას არ გადაწევდნენ. ამის მიუხედავად, ზოგიერმა უბანმა მუშაობა 8 საათის შემდეგაც განაგრძო.

უბნების დახურვისთანავე მინსკის ცენტრში სამხედროები და სპეცტექნიკა გამოჩნდა. ქალაქი კი პრაქტიკულად ბლოკირებული აღმოჩნდა – იქ შესვლას სამხედროები მკაცრად აკონტროლებდნენ.

ვრცელდებოდა ცნობები, რომ გართულდა ინტერნეტში შეღწევა, რაც ხელისუფლებამ უცხოური ტრაფიკის ზრდით და “უპრეცედენტო DdoS–შეტევებით“ ახსნა.

ჯერ კიდევ ხმის მიცემის დასრულებამდე დააპატიმრეს ათობით ადამიანი, ძირითადად დამკვირვებლები და ჟურნალისტები. მინსკში სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა უცნობებმა უხეშად დააკავეს ტელეარხ “დოჟდის“ ჟურნალისტი, რომელიც არჩევნებს აშუქებდა.

პროტესტი და შეტაკებები

საარჩევნო უბნების დახურვისთანავე მინსკის და სხვა ქალაქების ქუჩებში ხალხმა დაიწყო შეკრება, რომლებიც არჩევნების პირველ შედეგებს აპროტესტებდნენ. ლუკაშენკო ჯერ კიდევ დილით ყველას აფრთხილებდა, რომ მკაცრად აღკვეთდა უკანონო აქციებს.

ასეც მოხდა: მალევე მას შემდეგ, რაც მინსკის ცენტრის სხვადასხვა რაიონებში ხალხმა დაიწყო შეკრება, მილიციამ მათ წინააღმდეგ სპეცსაშუალებების მთელი არსენალის გამოყენება დაიწყო. გამოიყენეს: წყლის ჭავლი, ზებგერითი ყუმბარები, რეზინის ტყვიები და სხვა საშუალებები.

აქციის ზოგიერთმა მონაწილემ სერიოზული ტრავმები მიიღო. სერიოზული შეტაკებები მოხდა მაშეროვის პროსპექტისა და მინისკის “გმირი ქალაქის“ სტელასთან, ასევე ძველ ქალაში და დამოუკიდებლობის პროსპექტის რაიონში.

მილიციამ მოგვიანებით აღიარა, რომ “იძულებული გახდა სპეცსაშუალებები გამოეყენებინა წესრიგის დასამყარებლად“.

დაშავებულების შესახებ ოფიციალური მონაცემები არ არსებობს. ბელორუსის ჯანდაცვის სამინისტრო პირობას დებს, რომ მათ დღეს გამოაქვეყნებს, თუმცა მაშტაბებზე შეიძლება სასწრაფო დახმარების ათეულობით მანქანით ვიმსჯელოთ, რომლებიც შეტაკებების დაწყების შემდეგ მინსკის ცენტრში გამოჩნდნენ.

პარალელურად მინსკის ცენტრში პრაქტიკულად მთლიანად გაითიშა მობილური ინტერნეტი, ქვეყნის უმსხვილესი მედიასაშუალებების ვებგვერდები კი ხელმიუწვდომელი იყო. შეფერხებებით მუშაობდა სოციალური ქსელები და მესენჯერები.

მას შემდეგ, რაც “ომონის“ და შინაგანი ჯარების წარმომადგენლებმა ცენტრიდან პროტესტანტების ძირითად მასის განდევნა შეძლეს, დაიწყო წერტილოვანი დაპატიმრებები. გავრცელებული ინფორმაციით ეზოებშიც კი აკავებდნენ ისეთ ადამიანებს, ვისაც აქციებთან კავშირი არ ქონია.

შეტაკებები დაახლოებით ღამის 2 საათისთვის დასრულდა, რის შემდეგაც მინსკის ცენტრი დაცარიელდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სიტუაციაზე კონტროლი დაამყარა, სოციალურ ქსელებში კი გამოჩნდა კადრები, როგორ ტოვებდა სპეცტექნიკის ნაწილი ქალაქს.

ალექსანდრ ლუკაშენკო კვირას საარჩევნო უბანზე მისვლის შემდეგ საჯაროდ აღარ გამოჩენილა. ორშაბათს კი განაცხადა: “პოლონეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ჩეხეთიდან იყო ზარები, ჩვენს ცხვრებს მართავდნენ, მე მაპატიეთ. მათ არ ესმით რას აკეთებენ და მათ უკვე სხვები მართავენ“.

სვეტლანა ტიხანოვსკაიამ კი გვიან ღამით იტერნეტით მიმართა პროტესტის მონაწილეებს და ძალოვნებს:

“მინდა მივმართო მილიციას და სამხედროებს, ახსოვდეთ, რომ ისინი ხალხის ნაწილი არიან. მინდა ვთხოვო ჩემს ამომრჩევლებს – აღკვეთეთ პროვოკაციები, არ მისცეთ საბაბი ჩვენს მიმართ ძალა გამოიყენონ. ვიცი, რომ ხვალ ბელორუსები ახალ ქვეყანაში გაიღვიძებენ და იმედი მაქვს, რომ ხვალ მხოლოდ კარგი ამბები გვექნება. გთხოვთ, შეაჩერეთ ძალადობა. პირველ რიგში ოფიცრებო, ვიცი, რომ თქვენ შეგიძლიათ ამის გაკეთება.“

182 შემთხვევიდან 129 აჭარას უკავშირდება, 34 თბილისს – ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ახალი 182 შემთხვევიდან, 129 შემთხვევა აჭარას უკავშირდება,...

საქართველოში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 13 ადამიანი. ინფორმაცია StopCov.ge- ზე განახლდა. 18 სექტემბრის...

სამგორში ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბი დაარბიეს

ნაციონალური მოძრაობის სამგორის  მაჟორიტარობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, გვიან ღამით პარტიის სამგორის საარჩევნო შტაბის...

ვარკეთილში ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანი ემსხვერპლა

ვარკეთილში ავტოსაგზაო შემთხვევს 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. გაჩერებულ სატვირთოს მსუბუქი...

2:1 – თბილისის “ლოკომოტივმა” მოსკოვის “დინამო” დაამარცხა

თბილისის "ლოკომოტივმა" მოსკოვის "დინამო" 2:1 დაამარცხა. ამით გუნდი ევროპის ლიგის მესამე ეტაპზე გავიდა. მიხეილ...

ამოიღო იარაღი და მესროლა 2-ჯერ – დაჭრილი მორაგბე შემთხვევის დეტალებს იხსენებს

რაგბის კავშირში დაჭრილი მორაგბე რამაზ ხარაზაშვილი დაპირისპირების დეტალებს იხსენებს. მისი თქმით, რაგბის კავშირში სამუშაო შეხვედრაზე...

საქართველოს ევროპული გზა მყარი და უალტერნატივოა – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს ევროპული გზა მყარი და უალტერნატივოა, რისი დასტურიც გუშინ,...

მე ჩემს თავს ვერ ვხედავ იმ გუნდში, სადაც იქნება ვანო მერაბიშვილი – ნიკა მელია

ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი და გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი, ნიკა მელია ამბობს, რომ ყოფილი შს...

სხვა სიახლეები

“ბავშვები ტირიან,ცოლი ტრანსშია“–მესიმ  ბარსადან წასვლა ოჯახის  და მოსალოდნელი სასამართლოს გამო  გადაიფიქრა

მსოფლიო ფეხბურთის მთავარმა ვარსკვლავმა, ლეო მესიმ შეწყვიტა ახლახანს დაწყებული ბრძოლა მშობლიურ კლუბთან და განაცხადა, რომ ბარსელონაში რჩება. “ბავშვები ტირიან, ცოლი ტრანსშია,“– თქვა მან, თუმცა...

ჯანმრთელობა

Covid19-ის რუსული ვაქცინით პუტინის შვილი აიცრა. შეიძლება თუ არა უკვე ამ ვაქცინის გამოყენება

რუსმა მეცნიერებმა ავტორიტეტულ სამეცნიერო ჟურნალ Lancet-ში კორონავირუსის რუსული ვაქცინის კვლევის შედეგების შესახებ სტატია გამოაქვეყნეს. პუბლიკაციაში ისინი ამტკიცებენ, რომ რუსულ პრეპარატს შეუძლია ადამიანის ორგანიზმში Covid19-ის...

შოუ ბიზნესი

ჯონი დეპის ახალი რომანი ცოლთან ხმაურიანი დაშორების შემდეგ

57 წლის ჰოლივუდელი მსახიობის, ჯონი დეპის საქმეები თანდათანობით ლაგდება მას შემდეგ, რაც პირადი პრობლემები და სასამართლო გარჩევები ქონდა ყოფილ ცოლთან, რამაც მის კარიერასაც მიაყენა...

ვიდეო