მას უნდა დაერეკა, ეკითხა ჩვენთვის – ზალკალიანი დანიაში საქართველოს ელჩის განცხადებაზე

საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი დანიაში საქართველოს ელჩის გიგი გიგიაძის განცხადებას ეხმიანება და ამბობს, “ელჩს უნდა დაერეკა და ეკითხა ამაზე”.

გუშინ დანიაში საქართველოს ელჩმა, გიგი გიგიაძემ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს ყოფილ უფროსს, ივერი მელაშვილს სოლიდარობა გამოუცხადა. ელჩმა მისთვის წარდგენილ ბრალს აბსურდული უწოდა.

“მეც გამიკვირდა, რადგანაც იცით თქვენ, რომ ჩვეულებრივი კოლეგიალურობიდან გამომდინარე, ელჩის პოზიციიდან გამომდინარე, როცა ის აკეთებს რაიმე განცხადებას, მითუმეტეს ასეთ უაღრესად მგრძნობიარე თემაზე, მას უნდა დაერეკა, ეკითხა ჩვენთვის რა მდგომარეობაა, რასთან გვაქვს საქმე?! ჩემთვისაც სიურპრიზი იყო ეს განცხადება. ასეთი ზარი არ შემოსულა. თუ არ ვცდები „ფეისბუქ“ პოსტის სახით გამოაქვეყნა ეს და მისი ერთგვარი ემოციური დამოკიდებულება იყო კოლეგის მიმართ. არ მქონია მასთან კომუნიკაცია სამწუხაროდ, მაგრამ გვექნება და მიეწოდება ყველა ინფორმაცია, რაც გამოძიების პროცესში საზოგადოებისთვის ცნობილია. ვინ თუ არა პირველ რიგში მე ვწუხვარ ამ ფაქტზე. ვფიქრობ, გამოძიება ყველა კითხვას გასცემს შესაბამის პასუხს“, – განაცხადა ზალკალიანმა.

ელჩა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ივერი მელაშვილის 1997 წლიდან პირადად იცნობს და მიაჩNია, რომ ის საკუთარი ქვეყნის გამორჩეული პატრიოტია.

“ჩვენი სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის პროფესიონალი და შეუცვლელი ექსპერტი. წარდგენილი ბრალდება იმდენად აბსურდული და საღ აზრს მოკლებულია, რომ ამაზე კომენტარის გაკეთებაც მიჭირს. იმედს ვიტოვებ, რომ ეს დაწყებული გამოძიება ყველა არსებულ კითხვას ამომწურავ პასუხს გასცემს და სრულიად უდანაშაულო, თავის ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანი მალევე გათავისუფლდება”, – წერს გიგიაძე ფეისბუქ გვერდზე.

“ხელისუფლება COVID 19-ის გაზრდილი რიცხვებით თამაშობს, მიზანი ხალხის დაშინებაა”- ჯაფარიძე

"ხელისუფლება COVID 19-ის გაზრდილი რიცხვებით თამაშობს, მიზანი ხალხის დაშინებაა"- ამის შესახებ,გირჩის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ...

დახმარება რუკების მოძიებაში ივანიშვილმა მთხოვა – დავით ხიდაშელი

"თავდაპირველად დახმარება რუკების მოძიებაში ბიძინა ივანიშვილმა მთხოვა''- ბიზნესმენი დავით ხიდაშელის ახალ ჩვენებაში აცხადებს რომ...

დე­და­მი­სი ივა­ნიშ­ვილ­თა­ნაც მი­ვი­და – რას ყვება თოფაძე შვილიშვილის დაჭრის საქმეზე

ბიზ­ნეს­მენ გოგი თო­ფა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლი ლე­ვან თო­ფა­ძე 2 აგ­ვის­ტოს სა­კუ­თარ სახ­ლში დაჭ­რეს, რაშიც ბრალ­დე­ბუ­ლია ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას შვი­ლი ბუსა...

ლარი კვლავ გაუფასურდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2222 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი...

დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობაში ბრალდებულს 20 წელი მიუსაჯეს

დოდო გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და მისი შვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს, ნაფიცი მსაჯულების მიერ...

თიბისი მომხმარებელს დისტანციური სერვისების გამოყენებას ურჩევს

თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ფილიალებში მისვლის ნაცვლად,  სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად, დისტანციურად  შეასრულონ საბანკო ოპერაციები. თიბისის...

პრემია „საბას“ ჟიურიმ ნომინაცია „საუკეთესო ქართული თარგმანის“ 2020 წლის ფინალისტები დაასახელა

ლიტერატურული კონკურსი "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 91 საკონკურსო წიგნიდან 12 ფინალისტი გამოვლინდა. ყოველწლიური...

ჩვენ გავამხნევეთ პრემიერი, მან თქვა, საკმაოდ მხნედ ვარო – სოსო ფხაკაძე

დღეს პრემიერი გიორგი გახარია ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. "ვისოლ ჯგუფისა" და საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტის...

სხვა სიახლეები

“ნაციონალური მოძრაობის აკრძალვის ყველანაირი საფუძველი არსებობს“–ირაკლი კობახიძე

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით სამართლებრივად ნაციონალური მოძრაობის აკრძალვის "ყველანაირი საფუძველი" არსებობს. კობახიძემ ტელეიმედის ეთერში განაცხადა, რომ 2012 წლის მოწვევის პარლამენტმა ტომი შეკრა, რომელშიც...

ჯანმრთელობა

“არ მინდა იმის წარმოდგენა, რასაც ველი მომავალ კვირებში“– გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი

გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნინო ნაცვალაძე, რომელიც შტუტგარტის კლინიკაში მუშაობს კორონავირუსთან ბრძოლაში პირველივე  დღიდან იყო ჩართული, ქართველ მკითხველს და მაყურებელს წარსულში ხშირად უზიარებდა საკუთარ...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო