მაღაროელებს ხელფასს გაუზრდიან, თუმცა სოციალურ პროექტები შეუჩერდებათ -“ჯორჯიან მანგანეზი“ განცხადებას ავრცელებს

ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვას, შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ ეხმაურება და ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.  როგორც განცხადებაშია აღნიშნული კომპანიის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე მიმდინარე პროცესში მონაწილე თითოეულ პირს მოუწოდებს, რომ იმოქმედონ კანონისა და საქმიანობის სპეციფიკით განსაზღვრულ ჩარჩოებში.

„შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ ეხმიანება ჭიათურაში შექმნილ მოვლენებს და უპირველეს ყოვლისა სურს აღნიშნოს, რომ უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში კომპანიამ გაატარა არაერთი ღონისძიება და გასწია მნიშვნელოვანი დანახარჯები, რომლებიც მიზნად ისახავდა, როგორც სახელმწიფოს მიერ დადგენილ რეგულაციებთან შესაბამისობას, ასევე დასაქმებულებისა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებას.

მიუხედავად ამისა, მიმდინარე გლობალური და ლოკალური გამოწვევები მაინც განსაკუთრებული სიმწვავით აისახება შრომის ბაზარზე. კერძოდ, თითქმის ყველა მიმართულებით შეინიშნება სამუშაო ძალის მასობრივი შემცირების ტენდენცია, დასაქმების ადგილების კლებისა და არსებული ადგილების შენახვის ხარჯების ზრდის გათვალისწინებით.

გაცნობებთ, რომ კომპანიის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია ზრუნვა მისი საოპერაციო მიმართულებების შეუფერხებელ ფუნქციონირებაზე, მათ შორის დასაქმებულებთან არსებული შრომითი და მისი თანმდევი ურთიერთობების სწორი დაგეგმვა და მართვა. ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე კომპანიის მიერ მუშაობა ანაზღაურების შესაძლო მატებაზე ჯერ კიდევ ახალი წლიდან მიმდინარეობს. ამას მოწმობს, ე.წ. ვახტურ რეჟიმზე მომუშავე ხელმძღვანელობით პირებთან გამართული არაერთი შეხვედრა და განხილვა. უფრო მეტიც, პროფკავშირებისგან 2021 წლის 01 აპრილის წერილის საპასუხოდ კომპანიას უკვე შემუშავებული ჰქონდა რამდენიმე შესაძლო გადაწყვეტა. აღნიშნულის განხილვა სწორედ შეთანხმების პროცედურების ფარგლებში მოხდა. მიუხედავად ამისა, მეორე მხარის განწყობის გათვალისწინებით მოლაპარაკებები ფაქტიურად ჩიხში მოქცევის პირასაა.

ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ კომპანია ორიენტირებულია დავის მოლაპარაკების რეჟიმში დასრულებასა და კონსესუსის მიღწევაზე, კომპანია ნომერ პირველ პრიორიტეტად განსაზღრავს რა მის დასაქმებულებს, პროფკავშირებთან წარმოებული არაერთი შეხვედრის და ინტენსიური მოლაპარაკების საფუძველზე, მზად ვართ მივიღოთ უპრეცედენტო გადაწყვეტილება.

კერძოდ, პროფკავშირებთან მოლაპარაკების შედეგად, შევთანხმდით, თითოეული მაღაროელის და მუშა-მოსამსახურის ანაზღაურების 250 ლარით მატებაზე. ამის ხარჯზე კომპანიის და მასთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციების მიერ ჩერდება ყველა ის არაპროფილური აქტივობა თუ სოციალური პროექტი, რომელიც ხორციელდებოდა სხვადასხვა ბენეფიციარის სასარგებლოდ.

ხაზგასასმელია, რომ აღნიშნულ შეთავაზებას კომპანია აფასებს, როგორც ანაზღაურების ერთიანად მატების უპრეცედენტო შემთხვევას, რომელზეც კომპანია პროფკავშირების აქტიური ჩართულობითა და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით მიდის.

აქვე, კომპანიის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე მიმდინარე პროცესში მონაწილე თითოეულ პირს მოვუწოდებთ, რომ იმოქმედონ კანონისა და საქმიანობის სპეციფიკით განსაზღვრულ ჩარჩოებში“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ჭიათურაში 13-ვე მაღაროს 3 700 თანამშრომელია გაფიცული. ისინი ხელფასისი 50%-ით გაზრდას ითხოვენ

ღარიბაშვილმა ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით მრჩეველი წარადგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით სპეციალურ მრჩეველი წარადგინა. პოსტს სლოვაკეთის ყოფილი...

7 მაისი: დადასტურდა COVID-19-ის 1547 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 18 პაციენტი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 547 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 131 ადამიანი გამოჯანმრთელდა,...

შეგვიძლია ვთქვათ, რომ პიკში ვართ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველო ეპიდსიტუაციის პიკშია. ამირან გამყრელიძის თქმით, ჯანდაცვის სექტორი ინფიცირებულთა...

ჭიჭინაძე ხელმომწერებს: გემი ჩაძირეთ, გადახტით და ახლა ბრინჯაოს მედლისთვის იბრძვით?!

"არჩევნებზე მედლებს არ არიგებენ! ამიტომ, მათ მინდა ვუთხრა, მესამე ძალის შექმნა ვინც გამოგვიცხადა და...

თბილისში 5 აფთიაქის ხელმძღვანელი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისში 5 აფთიაქის ხელმძღანელი დააკავა. უწყების ცნობით, ისინი უნებართვოდ და...

“მიმდინარეობს პატრიოტთა ალიანსის ჩანაცვლების პროცესი“–ზურაბიშვილი ლევან ვასაძის პოლიტიკაში მოსვლაზე

ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი თვლის, რომ ლევან ვასაძის პოლიტიკაში მოსვლა შესაძლოა ბიძინა ივანიშვილის პროექტი იყოს,...

პირველი არხის წამყვანი: ბოდიში ჩემს მაყურებელს და ბატონ ივერის

პირველი არხის ტელეწამყვანი, ირაკლი აბსანძე დავით-გარეჯის თემაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გასული ფილმის გამო ივერი...

ვასაძე: რუსეთს უწევს ყოველ წელს $1.5 მილიარდამდე აჩუქოს ცხინვალსა და აფხაზეთს, მძევალია

"რუსეთი რეალურად ისეთივე მძევალია შექმნილი ვითარებისა , როგორც ჩვენ. მას უწევს ყოველ წელს მილიარდ-ნახევარ...

იშვიათი მოვლენა: ქალმა 9 ბავშვი გააჩინა, რომელთაგან ყველა გადარჩა

მალიში მცხოვრებმა 25 წლის ქალმა 9 ბავშვი გააჩინა. არადა ფეხმძიმობისას ექოსკოპიაზე ექიმებმა მხოლოდ 7 ბავშვი შეამჩნიეს. ჰალიმა სისეს მშობიარობა მაროკოში, სპეციალურ კლინიკაში შედგა, სადაც ის...

აშშ–ში მენთოლიანი და არომატიზირებული სიგარეტის აკრძალვას გეგმავენ

აშშ–ს კვების პროდუქტებისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში მენთოლიანი და არომატიზირებული სიგარეტების წარმოებას და გაყიდვას მთლიანად აკრძალავს. ამ პროდუქციის ძირითადი მომხმარებლები...

გოგო ალბინიზმით ჩინური თავშესაფრიდან Vogue-ს მოდელი გახდა. ნახეთ მისი ისტორია

სიუელი ბავშვობისას მშობლებმა ბავშვთა სახლის კართან დატოვეს. ჩინეთში ზოგიერთი ალბინიზმს წყევლად თვლის. ამ იშვიათ  გენეტიკურ მოვლენას იმ პიგმენტის სრული ან ნაწილობრივი არქონა ახასიათებს, რომელიც კანს...