მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყერსაშიში ფერდის გამაგრების სამუშაოები დაიწყო

ვაშლიჯვარში, მაჭავარიანის ქუჩაზე, მეწყერსაშიში ფერდის გამაგრების სამუშაოები დაიწყო.

როგორც თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, დარგის სპეციალისტების რეკომენდაციით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომელიც აღნიშნული ფერდისთვის პირვანდელი, ბუნებრივი მდგომარეობის დაბრუნებას გულისხმობს.

“როგორც იცით, წინა კვირაში გაიმართა სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა, რომელშიც ჩართული ექსპერტების რეკომენდაციით, მიღებულ იქნა გარკვეული გადაწყვეტილებები, რომელთა შორის, ერთ-ერთი იყო ის, რომ ამ ფერდს ბუნებრივი, პირვანდელი მდგომარეობა დაბრუნებოდა, რაც გულისხმობს, კონკრეტული კვლევების საფუძველზე, გარკვეული მოცულობის მიწის მასით შევსებას. ეს კიდევ უფრო მეტ წინაღობას შეუქმნის ამ მცოცავ მეწყერს და იქნება გარკვეული პრევენცია, რომ უეცრად არ მოწყდეს ეს მასა”, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

მისივე თქმით, ამის შემდგომ იგეგმება სხვა ღონისძიებები.

“სწორედ ამის შემდგომ იქნება შესაძლებელი უშუალოდ მეწყრულ არეალში დროებითი გზების გაყვანა და კონკრეტული სამუშაოების წარმოება. ასევე, როგორც უკვე ვუთხარით მოსახლეობას, ამ კვირის ბოლოს მეწყერსაშიშ ადგილსა და მიმდებარე არეალში დამონტაჟდება მონიტორინგის სპეციალური სისტემა, რომლის საშუალებითაც გვექნება მეტად დეტალური ინფორმაცია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით”, – აღნიშნა თბილისის მერის მოადგილემ.

სენატორები: აუცილებელია ორივე მხარემ მოლაპარაკება კეთილსინდისიერად აწარმოონ

ამერიკელი სენატორების, ჯინ შაჰინისა და რონ ჯონსონის განცხადებით, აუცილებელია, საქართველოს ხელისუფლებამ და ოპოზიციამ მოლაპარაკებები...

გერმანიის ელჩი: მოხარული ვარ, რომ “ქართული ოცნება” დაეთანხმა დანიელსონის გეგმას

საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში მოხარულია, რომ ქართულმა ოცნებამ დანიელსონის დოკუმენტს ხელი მოაწერა. მისი თქმით,...

კულუმბეგოვი კოვიდზე: 55-75 წლის ასაკში სიკვდილის რისკი 1300-ჯერ მეტია, ვიდრე 17 წლამდე პირებში

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი წერს, რომ საქართველოში 55 წელს ზემოთ მცხორები მილიონი ადამიანიდან ვაქცინით მხოლოდ 2.5%...

“ქართული ოცნება” და ოპოზიცია დღეს შეხვედრას გამართავს

დღეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა გაიმართება. შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში 14:00 საათზე...

COVID-19-ით კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა ინფიცირების 818 შემთხვევა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 818 ახალი შემთხვევა, ხოლო 783...

გოცირიძე: ჩვენი ეკონომიკა ერთ ღილაკზეა დამოკიდებული, რომელზეც გალში რუსებს უდევთ ხელი

ენმ–ს წევრი რომან გოცირიძე ამბობს, რომ თუ ჰესები არ აშენდება, ახლო მომავალში შესაძლოა ელექტროენერგია...

ანაკლიასთან მიწისძვრა მოხდა

სეისმური მონიტორინგის ცენტრის მონაცემებით, ანაკლიასთან 4.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მათივე ცნობით, ბიძგები თბილისის დროით 00:46...

ჩეხეთმა რუსეთი დივერსიაში დაადანაშაულა და 18 რუსი დიპლომატი გააძევა

ჩეხეთის ხელისუფლებამ რუსული სპეცსამსახურები 2014 წელს ვრბეტიცაში საბრძოლო მასალების საწყობში მომხდარ აფეთქებასთან კავშირში დაადანაშაულა...

სხვა სიახლეები

“დიდი გაჭირვებით გამოვართვით ის გოგო მაშინ ხელიდან!“– მსახიობ ბესო ზანგურს კიდევ ერთ ქალზე ძალადობაში ამხელენ

რუსთაველის თეატრის  მსახიობს, ბესო ზანგურს, ძალადობაში კიდევ ერთი ქალი ამხელს. რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი ფეისბუქზე წერს რომ წ ზანგურის ძალადობას თეატრალურ უნივერსიტეტში შეესწრო: “დიახ, ეს კაცი...

ჯანმრთელობა

რატომ არ უნდა გეშინოდეთ კორონავირუსის, როცა გაციებული ხართ

წარმოიდგინეთ, რომ თქვენს ორგანიზმში – ცხვირში, ყელში და ფილტვებში არსებული უჯრედები სახლებია. როგორც კი ვირუსი ამ სახლების შიგნით ხვდება, მას შეუძლია კარი ღია დატოვოს...

შოუ ბიზნესი

“პირველი ქმარი მოძალადე იყო, მცემდა, გავრბოდი“…– ია ფარულავა საკუთარ ისტორიას ყვება

"ღამის კურიერის" ეთერში, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობას მიეძღვნა, თავისი ისტორია მსახიობმა და ტელეწამყვანმა ია ფარულავამაც გაიხსენა. ია ფარულავას თქმით, მისი პირველი ქორწინება  ძალადობრივი შემთხვევებით...

ვიდეო