მედიაში კვლავ გრძელდება სპეკულაციები, საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით შესაძლო სამხედრო გადაზიდვებთან დაკავშირებით – საგარეო უწება

„მედიაში, სამწუხაროდ კვლავ გრძელდება სპეკულაციები საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით შესაძლო სამხედრო გადაზიდვებთან დაკავშირებით“,-ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. როგორს სამინისტროში აცხადებენ, საქართველოს დაკეტილი აქვს თავისი საჰაერო სივრცე სამხედრო ტიპის ფრენებისთვის.

„მოგეხსენებათ, რომ საქართველოს დაკეტილი აქვს თავისი საჰაერო სივრცე სამხედრო ტიპის ფრენებისთვის და აღნიშნულის შესახებ საჯაროდაც განვაცხადეთ. რაც შეეხება სამოქალაქო და ჰუმანიტარულ ფრენებს, ამ მიმართულებით საქართველო პირნათლად ასრულებს თავის საერთაშირისო ვალდებულებებს.

ამასთან, გვინდა განვმარტოთ, რომ ასეთი ტიპის ფრენები არ საჭიროებს სპეციალურ ნებართვებს და სამოქალაქო ტიპის ფრენები საჰაერო სივრცეში ხორციელდება შეტყობინების და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების საფუძველზე. შესაბამისად, საქართველოს ხელთ არსებული დოკუმენტაციის და ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს საჰაერო სივრცეში განხორციელებული ფრენები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ნორმებთან და ICAO-ს წესებთან. საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვების უსაფრთხოებისა და სამოქალაქო ფრენების სხვა დანიშნულებით გამოყენებისგან თავის არიდების მიზნით, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, როგორც ტვირთის მიმღებ ქვეყნებს, ასევე, გამგზავნებს, საჰაერო გზით სამოქალაქო და ჰუმანიტარული ტვირთის გადატანისას მკაცრად გააკონტროლონ აღნიშნული გადაზიდვები. პირველ რიგში, გადამზიდავი ქვეყნების პასუხისმგებლობაა სამოქალაქო ფრენები ხორციელდებოდეს ჩიკაგოს კონვენციის პრინციპებისა და სტანდარტების შესაბამისად, რაც კრძალავს სამოქალაქო ფრენების მიზანმიმართულად გამოყენებას სამხედრო მიზნებისთვის. დარღვევის აღმოჩენის და მყარი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში საქართველო მოახდენს მკაცრ რეაგირებას და დამრღვევებს მოეთხოვებათ პასუხი საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“,-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ნებისმიერი სახის პროვოკაცია ან კანონდარღვევა უმკაცრესად იქნება დასჯილი – გახარია

პრემიერი გიორგი გახარიას თქმით, არჩევნების დღემ დემოკრატიულ გარემოში უნდა ჩაიაროს. "ხვალ ჩვენი ქვეყნაში შემდგომი დემოკრატიული...

არჩევნებში მონაწილეობას კლინიკებსა და იზოლაციაში მყოფი 10 845 ამომრჩეველი მიიღებს

ცესკომ იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების სპეციალური სიები დაამტკიცა. უწყების ცნობით, გადასატანი ყუთის მეშვეობით 31 ოქტომბრის...

ჩვენ არ გვჭირდება გამარჯვება წკიპზე, ჩვენ გვჭირდება გამარჯვება ნაღდი – კახიშვილი

ქართული ოცნების ისნის მაჟორიტარობის კანდიდატის, კახი კახიშვილის აზრით, ოცნების ხელისუფლება ადამიანების ღირსებას არ შეხებია. "თქვენ...

გირჩი “ქართულ ოცნებასთან” კოალიციას არ განიხილავს – ზურაბ ჯაფარიძე

„გირჩის" ლიდერი და დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი, ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ მისი პარტია „ქართულ ოცნებასთან"...

“არ შევუქმნით კოალიციას ივანიშვილს” – ოპოზიციურმა პარტიებმა შეთანხმებას ხელი მოაწერეს

ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც ქართულ ოცნებასთან კოალიციას არ შექმნიან. დეკლარაცია, რომელზეც 10-მა...

სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 0.7%-ით შემცირდა

საქსტატის ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკა სექტემბრის თვეში 0.7%-ით შემცირდა. მიმდინარე წელს მშპ-ს კლების საშუალო მაჩვენებელი 5%-ს...

შსს-მ დააკავა ტრაილერის მძღოლი, რომელიც გორთან მიკროავტობუსს დაეჯახა

პოლიციამ გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, სატვირთო ავტომობილის მძღოლი, 1958 წელს...

ვუსამძიმრებ გორთან დაღუპულების ოჯახებს, დასაკარგი მოქალაქეები არ გვყავს – გახარია

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარია გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპული მოქალაქეების ოჯახებს უსამძიმრებს. მისი თქმით, დასაკარგი...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

კორონავირუსმა მუტაცია განიცადა. ევროპაში ვირუსის ახალი შტამი ვრცელდება

ბრიტანეთში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევათა 80%, ირლანდიაში 60%, საფრანგეთსა და შვეიცარიაში 40 %  კორონავირუსის ახალი მუტაციით არის გამოწვეული, რომელიც განსხვავდება გაზაფხულზე არსებული ვირუსის შტამისგან. გენური მუტაცია...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო