როცა ადამიანი მერყეობს, მისი ადგილი პოლიტიკაში არ არის – ოხანაშვილი გახარიაზე

”მერყევი ადამიანის ადგილი პოლიტიკაში არ არის”- ამის შესახებ ანრი ოხანაშვილმა, გიორგი გახარიასთან დაკავშირებით,  „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე : გიორგი გახარიას არ ეყო მტკიცე ნებისყოფა?  ოხანაშვილმა უპასუხა: „რა თქმა უნდა, ეს ფაქტია“.

„სახელმწიფო სამსახურში როდესაც ხარ, შენი ნომერ პირველი ვალდებულება არის კეთილსინდისიერად ემსახურო ხალხს და ქვეყანას. ეს უნარჩვევები შესაძლებელია ყველამ ყოველთვის ვერ გამოავლინოს და ამის ნათელი მაგალითია ის, რაც მოხდა. არ ეყო ყველას ამ უნარ-ჩვევების ასე მტკიცედ გამოვლენის შესაძლებლობა და მიიღეს გადაწყვეტილება როდესაც X დესტრუქციული რადიკალური მოქალაქე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სახელმწიფოებრიობას, სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირებას და გამოწვევას უკეთებს სახელმწიფოს, ვინ არის ნიკანორ მელია, რას წარმოადგენს, რომ ის უფრო მაღლა დადგეს, ვიდრე ქართველი ხალხი და ჩვენი სახელმწიფო?! აქ როდესაც ადამიანი მერყეობს, ვფიქრობ, მისი ადგილი პოლიტიკაში არ არის. საზოგადოება განსჯის. თუ ის პოლიტიკაში შემოვა, მოგვეცემა ალბათ, საშუალება, დებატებში დავსხდეთ როგორც მის თანაგუნდელებთან, ასევე მასთან და საზოგადოებამ გადაწყვიტოს ვინ იყო მტკიცე, ვინ იყო პრინციპების ერთგული, ვინ დაიცვა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი, ვინ დაიცვა და უზრუნველყო ის, რომ საზოგადოებაში არ გაჩენილიყო განცდა – ვცხოვრობთ იქ, სადაც კანონს არავინ პატივს არ სცემს, ამ კითხვებზე ყველას მოუწევს პასუხები“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

“მე რომ მომცენ დღეს უფლება, სიამოვნებით წავალ მოსკოვში” – იმედა კახიანის თქმით, ეს მსახიობებისთვის...

მსახიობმა იმედა კახიანმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ მსახიობების მხრიდან რუსეთში ჩასვლა და იქ...

ამერიკამ და ევროკავშირმა ბელარუსს ახალი სანქციები დაუწესეს

ბელარუსი, შეერთებული შტატების, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის და კანადის მიერ დაწესებულ დამატებით სანქციებზე აცხადებს, რომ...

გახელაძის გასათავისუფლებლად, ილია მეორემ რუსეთის პატრიარქს წერილობითი თხოვნით მიმართა

საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ, რუსეთის პატრიარქს, თხოვნით მიმართა, რომ ჩაერთოს ზაზა გახელაძის გათავისუფლების პროცესში,...

პარლამენტმა მთავრობას კოვიდშეზღუდვების დაწესების უფლება 2022 წლამდე გაუხანგრძლივა

პარლამენტმა მთავრობას კოვიდშეზღუდვების დაწესების უფლება 2022 წლის 1 იანვრამდე გაუხანგრძლივა. პროექტი დღეს დაჩქარებული წესით...

„არ გაიტეხოთ გული, რომ ვაქცინაცია დაგვიანდა“ – თენგიზ ცერცვაძე ვაქცინაციის შეფერხების მიზეზებზე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ვაქცინაციის პროცესის დროს შეფერხებებზე საუბრობს და ამბობს, რომ წლის...

“ღირსების მარში” ვერ შედგება საქართველოში, ამას არ დავუშვებთ! -მეუფე გიორგი ჯამდელიანი

ვერ შედგება საქართველოში, ამას არ დავუშვებთ! - ასე ეხმაურება, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი მეუფე...

თუ არ გჭირდებათ იმუნიტეტი რას შემოდიოდით პარლამენტში? – ოხანაშვილი ოპოზიციას

თუ არ გჭირდებათ იმუნიტეტი რას შემოდიოდით პარლამენტში? დატოვეთ მანდატი და წაბრძანდით, - ასე მიმართა იურიდიულ...

“ასეთი უუნარობაც კი სტატისტიკურად შეუძლებელია!“–სააკაშვილი ჩავარდნილ ვაქცინაციზე

საქართველოში კორონავირუსის ვაქცინის დეფიციტთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქზე ეხმაურება: “ახლა...

“წყობიდან გამოვედი… ბოდიში ყველასთან, მათ შორის ოპონენტთან და წამყვანთან” – ზურაბ ჯაფარიძე თენგიზ ცერცვაძესთან დებატებზე

ზურაბ ჯაფარიძე "ფეისბუქზე" წერს, რომ "დღის კურიერში" თენგიზ ცერცვაძესთან დებატების დროს "წყობიდან გამოვიდა" და ამის გამო ბოდიშს იხდის. "წყობიდან გამოვედი, მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღე საკუთარ თავს...

ამერიკა კოვიდ-19-ის სამკურნალო პრეპარატებში მილიარდობით დოლარს დებს

შეერთებული შტატების ინვესტიცია კოვიდ-19-ის ანტივირუსული პრეპარატების შექმნის საქმეში და ასევე, პოტენციურად სხვა სახიფათო ვირუსულ პანდემიებთან ბრძოლაში, 3.2 მილიარდ დოლარს შეადგენს. თეთრი სახლის მთავარმა მრჩეველმა...

“მე რომ მომცენ დღეს უფლება, სიამოვნებით წავალ მოსკოვში” – იმედა კახიანის თქმით, ეს მსახიობებისთვის ერთადერთი იარაღია

მსახიობმა იმედა კახიანმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ მსახიობების მხრიდან რუსეთში ჩასვლა და იქ სპექტაკლის გამართვა, საკუთარი ქვეყნის დაცვის ერთგვარი ხერხია. მისივე მოსაზრებით, ეს არის...