მეუფე სტეფანემ იღუმენი დანიელ გვილავა “ამბოხში მონაწილეობის გამო” განკვეთა

მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა სტაფანემ იღუმენი დანიელ გვილავა განკვეთა. ამის შესახებ ბრძანება მან 30 მაისს, ქადაგებაზე წაიკითხა.

“საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მოწყობილ ამბოხში მონაწილეობისთვის, სასულიერო პირისთვის შეუფერებელი საქციელისთვის, რაც გამოვლინდა ასევე სალხინოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მამათა მონასტრის ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობებისა და სხვა უძრავ-მოძრავი ქონების აღწერისა და გადმობარების მიზნით შექმნილი კომისიისადმი მიზანმიმართული და უხეში წინააღმდეგობის სახით.

განიკვეთოს სამღვდელო ხარისხიდან იღუმენი დანიელი გვილავა, რომელსაც აკრძალული ჰქონდა მღვდელმსახურება, მაგრამ, მიუხედავად მრავალი გაფრთხილებისა, განაგრძობდა ეკლესიის საწინააღმდეგო ქმედებებს. დღეიდან მას აღარ ეწოდება იღუმენი დანიელი, არამედ ეწოდება მონაზონი დანიელ გვილავა. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერის და გამოქვეყნებისთანავე,” – თქვა ეპისკოპოსმა სტეფანემ.

იღუმენი დანიელი ჭყონდიდის მიტროპოლიტს საეკლესიო კანონების უხეშ დარღვევაში და კორუფციაში ადანაშაულებს.

მისი თქმით, მეუფე სტეფანე ეპისკოპოსი გახდა, მაგრამ “კაცი ვერ გახდა”.

„ჯერ კაცი უნდა იყო და მერე უნდა გახდე მღვდელი სტაფანესგან განსხვავებით, სტეფანე გახდა ეპისკოპოსი, მაგრამ კაცი ვერ გახდა. ის არასდროს მიღიარებია ეპისკოპოსად და არც ვაღიარებ. ვიცხოვრებ მონასტერში, გავაგრძელებ ბერულ ცხოვრებას, მოუვლი ჩვენს ნაშრომს, ნაოფლარს, აუდიტის წინააღმდეგი არ ვარ, ამას სულ ვამბობდი, მოვიდნენ დაათვალიერონ, ნახონ რომ ყველაფერი ადგილზეა, მაგრამ მართვა-გამგეობას არავის გადავაბარებ“, – განაცხადა მამა დანიელ გვილავამ.

ცოტნე გამსახურდია საქართველოში დაბრუნდა

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდია ოსნაბრუკიდან საქართველოში დღეს დაბრუნდა.მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, რის...

ქართველი რეჟისორის გამარჯვება ტრაიბეკას კინოფესტივალზე

ნიუ-იორკში, ტრაიბეკას დამოუკიდებელი ფილმების კინოფესტივალზე, რომელიც გუშინ დაიხურა, სრულმეტრაჟიანი უცხოურენოვანი ფილმების კატეგორიაში მთავარი პრიზი...

კახეთში 4 წლის ბავშვი აუზში დაიხრჩო

გურჯაანში, საცხოვრებელი სახლის აუზში 4 წლის ბავშვი დაიხრჩო. უბედური შემთხვევა 2 საათის წინ მიხდა....

პარლამენტი არის ორთქლმავალი – ლადო კახაძე

წყალი და ცეცხლი ვერ იტანს ერთმანეთს. წყალს უნდა ცეცხლი ჩააქროს და ცეცხლს უნდა წყალი...

არ ვაპირებ წასვლას – თამარ ჟვანია

"არ ვაპირებ წასვლას"- ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია თანამდებობიდან წასვლას არ აპირებს. ამის...

დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი მენაბდე მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი მენაბდე მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, რომ მის...

22 ივნისს თბილისის დიდ ნაწილს ელექტროენერგია დროებით შეეზღუდება

ხვალ, 22 ივნისს თბილისის დიდ ნაწილს ელექტროენერგია დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ, "თელასი" ავრცელებს. გლდანის...

ფრიდონ ინჯია თამარ ჟვანიას ბოდიშს უხდის

"ევროპელი სოციალისტების" თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია, ცესკოს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას ოპოზიციის მიერ მის მიმართ გამოთქმული...

“წყობიდან გამოვედი… ბოდიში ყველასთან, მათ შორის ოპონენტთან და წამყვანთან” – ზურაბ ჯაფარიძე თენგიზ ცერცვაძესთან დებატებზე

ზურაბ ჯაფარიძე "ფეისბუქზე" წერს, რომ "დღის კურიერში" თენგიზ ცერცვაძესთან დებატების დროს "წყობიდან გამოვიდა" და ამის გამო ბოდიშს იხდის. "წყობიდან გამოვედი, მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღე საკუთარ თავს...

ამერიკა კოვიდ-19-ის სამკურნალო პრეპარატებში მილიარდობით დოლარს დებს

შეერთებული შტატების ინვესტიცია კოვიდ-19-ის ანტივირუსული პრეპარატების შექმნის საქმეში და ასევე, პოტენციურად სხვა სახიფათო ვირუსულ პანდემიებთან ბრძოლაში, 3.2 მილიარდ დოლარს შეადგენს. თეთრი სახლის მთავარმა მრჩეველმა...

ქართველი რეჟისორის გამარჯვება ტრაიბეკას კინოფესტივალზე

ნიუ-იორკში, ტრაიბეკას დამოუკიდებელი ფილმების კინოფესტივალზე, რომელიც გუშინ დაიხურა, სრულმეტრაჟიანი უცხოურენოვანი ფილმების კატეგორიაში მთავარი პრიზი ქართველი რეჟისორის, ლევან კოღუაშვილის ფილმმა აიღო. "მეოთხე ბრაიტონი" (Brighton 4th) - ასე...