“მივესალმებით თვითმფრინავის უსაფრთხოდ დაფრენას” – საგარეო უწყება ოპოზიციონერი ჟურნალისტის დაკავებაზე

“მივესალმებით თვითმფრინავის უსაფრთხოდ დაფრენას” –  ამ განცხადებას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, რითიც ალექსანდრე ლუკაშენკოს დავალებით, მინსკში ოპოზიციონერი ჟურნალისტისა და ბლოგერის რამან პრატასევიჩის დაკავებას ეხმაურება. გავრცელებულ განცხადებაში, დაკავებულ ჟურნალისტზე და მომხდარ ინციდენტზე არც ერთი სიტყვა არ არის ნახსენები.

“მივესალმებით Ryanair-ის თვითმფრინავის უსაფრთხოდ დაფრენას თავდაპირველ დანიშნულების ადგილას, ვილნიუსში, ლიეტუვაში. მოხარული ვართ ბორტზე მყოფი ყველა  ადამიანების გამო. ყველა მგზავრმა უნდა ისარგებლოს უსაფრთხო მგზავრობის უფლებით. მათი იძულებითი დაკავება სრულიად მიუღებელია” -ნათქვამია, საქართველოს საგარეო სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს მინსკში დააკავეს ბელარუსის ოპოზიციონერი ჟურნალისტი და ბლოგერი რამან პრატასევიჩი, რომელსაც ბელარუსის ხელისუფლება არეულობების მოწყობაში ადანაშაულებს.

პრატასევიჩი იმყოფებოდა ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავში და ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა რა დროსაც დაუგეგმავად დაეშვა ქალაქ მინსკში. თავდაპირველად ინფორმაცია გავრცელდა, რომ თვითმფრინავში იყო ბომბი რის გამოც დაშვება მოუწია თუმცა მინსკში დაშვების შემდეგ თვითმფრინავში ბომბი არ აღმოჩნდა, მგზავრების შემოწმების შემდეგ კი, ჟურნალისტი რამან პრატასევიჩი დააკავეს. Telegram-ის ერთ-ერთი არხის ინფორმაციით, თვითმფრინავის მინსკშს დაჯდომის განკარგულება ალექსანდრე ლუკაშენკომ გასცა.

აღნიშნულ ფაქტს, მალევე გამოეხმაურა ბელარუსის ოპოზიციონერი ლიდერი, ლიდერი სვიატლანა ციხანოუსკაია და განაცხადა, რომ ბელარუსის თავზე ვერცერთი ადამიანი ვერ გადაიფრენს ისე რომ თავი უსაფრთხოდ იგრძნოს. მან ასევე მოუწოდა ხელისუფლებას გაათავისუფლონ ოპოზიციონერი ჟურნალისტი და აღნიშნული ინციდენტი საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციამ გამოიძიოს.

ბოლო დროს უშნოდ იყო ატეხილი, ყველას ეძველბიჭებოდა – ელისაშვილი გიორგი ვაშაძეზე

"ბოლო დროს უშნოდ იყო ატეხილი, ყველას ეძველბიჭებოდა "- - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო...

ბავშვებს იბირებს, შეპირდა პირობების გაუმჯობესებას – მეუფე ნიკოლოზი ომბუდსმენზე

"ბავშვებს იბირებს, შეპირდა პირობების გაუმჯობესებას"- ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი აცხადებს, რომ სახალხო...

კაცს რომელმაც ცოლს სასიკვდილოდ სცემა, პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია,...

ერთი მხრივ ღრმად კორუმპირებულია და მეორე მხრივ, ცენზორი – გვარამია კახა ბექაურზე

"ერთი მხრივ ღრმად კორუმპირებულია და მეორე მხრივ, ცენზორი "- აცხადებს, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი...

მხარს დავუჭერთ საქართველოს რეფორმების გზას – ევროკავშირისა და აშშ-ს ერთობლივი განცხადება

"მხარს დავუჭერთ საქართველოს რეფორმების გზას, მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, ვიმუშაოთ სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის, მდგრადობისა...

შავშვებთან მომხდარი ავტოავარიის საქმეზე სატვირთო ავტომობილის მძღოლს 10 წელი მიუსაჯეს

2020 წლის 29 ოქტომბერს, შავშვებთან მომხდარი ავტოავარიის საქმეზე სატვირთო ავტომობილის მძღოლს გორის რაიონულმა სასამართლომ...

უნდა განვიხილოთ საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი,ეს გააცამტვერებს პუტინის გეგმებს – შაჰინი

"სერიოზულად უნდა განვიხილოთ ნატო-ში უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების საკითხი - მათი გაწევრიანება გააცამტვერებს პუტინის...

ვერ ახერხებენ მოწმეები ცრუ ჩვენების მიცემაში წინასწარ კარგად ავარჯიშონ – ნიკა მელიას ადვოკატი

“ვერ ახერხებენ მოწმეები ცრუ ჩვენების მიცემაში წინასწარ კარგად ავარჯიშონ “- ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატის,...

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმარს საიდუმლოდ ესტუმრა

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმართან მოულოდნელი ვიზიტისას შენიშნეს. 46 წლის მსახიობი მის პირველ ქმარს, 48 წლის ჯონი ლი მილერს ნიუ იორკში ესტუმრა. ჯოლი ნიუ იორკში ბავშვებთან...

კოვიდის ახალ ვარიანტს “კლასიკური კოვიდისგან“ განსხვავებული სიმპტომები აქვს. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

მედიკოსები გვირჩევენ უკიდურესი სიფრთხილე და ყურადღება გამოვიჩინოთ: კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რომელიც განსაკუთრებით ფართოდ ბრიტანეთში გავრცელდა,განსხვავებული  სიმპტომებით გამოირჩევა. კორონავირუსის კლასიკურ სიმპტომებს, როგორიც არის ხველა, მაღალი ტემპერატურა,...

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმარს საიდუმლოდ ესტუმრა

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმართან მოულოდნელი ვიზიტისას შენიშნეს. 46 წლის მსახიობი მის პირველ ქმარს, 48 წლის ჯონი ლი მილერს ნიუ იორკში ესტუმრა. ჯოლი ნიუ იორკში ბავშვებთან...