“მიმდინარეობს პატრიოტთა ალიანსის ჩანაცვლების პროცესი“–ზურაბიშვილი ლევან ვასაძის პოლიტიკაში მოსვლაზე

ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი თვლის, რომ ლევან ვასაძის პოლიტიკაში მოსვლა შესაძლოა ბიძინა ივანიშვილის პროექტი იყოს, რომელმაც გადაწყვიტა ყავლგასული ძალები, რომლებმაც საკუთარი რესურსი ამოწურეს ახალი ძალებით ჩაანაცვლოს:

“ვინც ბიძინა ივანიშვილის მმართველობის სტილს აკვირდება, ალბათ შეამჩნევდა, რომ მისთვის ფრიად დამახასიათებელია კონტროლქვეშ ჰყავდეს ყველანაირი ტიპის პოლიტიკური მიმდინარეობები. ის ცდილობს ჰყავდეს საკუთარი პროდასავლელებიც და პრორუსებიც, დემოკრატებიც და ფაშისტებიც, მემარცხენეებიც და მემარჯვენეებიც, თან ისე, რომ მის მიერ კონტროლირებადი პრორუსული და პროფაშისტური ფლანგი არ დომინირებდეს მის საკუთარ პარტიაში, არამედ სხვა პარტიის სახით იყოს წარმოდგენილი. ბიზნესის ენით რომ ვთქვა, ბიძინა ცდილობს პოლიტიკურ ბაზარზე ყველა სეგმენტი მოიცვას და სადაც სრულ მონოპოლიას ვერ დაამყარებს, წილი მაინც ჰქონდეს.

კარგა ხნის მანძილზე ასეთი კონტროლირებადი პროფაშისტულ-პრორუსული პარტიის ფუნქციას ასრულებდა პატრიოტთა ალიანსი, ხოლო მის პარალელურად იქმნებოდა ქართული მარშის და ქართული იდეის ტიპის საზოგადოებრივი ორგანიზაციები. ბუნებრივია, ამ ფლანგის გააქტიურება თითქმის ყოველთვის “ემთხვეოდა” ხელისუფლების საჭიროებებს და როგორც წესი ოპოზიციის და ანტისახელისუფლებო პროტესტის წინააღმდეგ იყო მიმართული. გამონაკლისებიც ხდებოდა, თუმცა ძალიან იშვიათად და ადგილობრივი პრორუს-პროფაშისტების თვითშემოქმედება სოლოლაკის უხილავი ხელის მიერ სწრაფად აღიკვეთებოდა ხოლმე.

ეს კი ასე იყო, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბიძინა ივანიშვილს ინგლისის იმპერიასავით აქვს მუდმივი ინტერესები, მაგრამ არ ჰყავს მუდმივი მეგობრები. ის ამა თუ იმ ადამიანურ რესურსს, ამა თუ იმ პარტიას და ჯგუფს იყენებს მანამ, სანამ მისი აზრით ეს უკანასკნელები ასრულებენ თავის ფუნქციას. როგორც კი ბიძინა ჩათვლის, რომ რომელიმე მათგანმა ამოწურა შესაძლებლობები, ის დაუნანებლად აგდებს მათ და იწყებს ახალი რესურსის ძიებას.

ვფიქრობ, ახლა დადგა სწორედ ის მომენტი, როდესაც ბიძინას თვალში პატრიოტთა ალიანსის, ქართული მარშის და სხვა არსებული პრორუსულ-პროფაშისტური ძალების რესურსი ამოიწურა. ეს პრინციპში ყველა დამკვირვებლისთვის აშკარაა და 2020-ს არჩევნებში ამ პოლიტიკური ფლანგის კატასტროფული შედეგიც ამის დასტური იყო. მავრმა თავისი საქმე გააკეთა, მავრი უნდა წავიდეს.
მაგრამ რამდენადაც ბიძინას მმართველობა ასეთი მავრების გარეშე არ არსებობს, ასპარეზზე გამოდიან ახალი სახეები ჯერ უცნობის და მისი “აი ია”-ს და ახლა ლევან ვასაძის “ერის” სახით. პრინციპში რა ახალი სახეები ესენი არიან, მაგრამ სულ უცნობებს ივანიშვილი არ ენდობა და ნაცნობებშიც სხვა არც არავინ დარჩა ასე თუ ისე ცნობადი.

არის თუ არა ამ თამაშის მონაწილე გიორგი გახარია და მისი დაანონსებული პარტია? არ არის გამორიცხული ასეც იყოს და ეს პარტიაც ბიძინას შემოჰყავდეს უკვე პროდასავლურ და პროდემოკრატიულ ფლანგზე გამაგრებისთვის, თუმცა შეიძლება არც იყოს ასე და მაშინ ხელისუფლების საქმე მთლად კარგად ვერ იქნება. კონტროლირებადი პარტიები ივანიშვილის ხედვით არ უნდა იღებდნენ იმდენად ცოტა ხმას არჩევნებში, რომ საერთოდ არაფერს წარმოადგენდნენ, მაგრამ არც ისე ბევრს უნდა იღებდნენ, რომ მადა გაეზარდოთ და კონტროლიდან გასვლა დააპირონ. გახარიამ კი არცთუ ცოტა ხმები შეიძლება წაართვას ოცნებას.
რას იზამს გახარია და თავად რა თამაშს დააპირებს, ამას ყველა მალე ვნახავთ, ხოლო ლევან ვასაძეს რაც შეეხება, აქ როგორც ძველი დარდუბალას სიმღერაშია, “არაფერი განსაკუთრებული არ ხდება”, უბრალოდ მიმდინარეობს პატრიოტთა ალიანსის ჩანაცვლების პროცესი, ისევე როგორც უცნობმა უნდა ჩაანაცვლოს ქართული მარში და მისთანნი. მავრმა თავისი საქმე უნდა გააკეთოს, მავრი უნდა მოვიდეს.

დასკვნის სახით, ალბათ კიდევ ერთი სიმღერის ტექსტის ციტირებაც შეიძლებოდა: “როგორც მოვა ისე წავა” და ა.შ., მაგრამ ეს თავისთავად იგულისხმება. თუ ხელისუფლება შეიცვლება, ხომ ავტომატურად წასულები იქნებიან, თუ არა და არაფერია მარადიული ბიძინას მზისა ქვეშე.“– წერს დავით ზურაბიშვილი.

“მე რომ მომცენ დღეს უფლება, სიამოვნებით წავალ მოსკოვში” – იმედა კახიანის თქმით, ეს მსახიობებისთვის...

მსახიობმა იმედა კახიანმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ მსახიობების მხრიდან რუსეთში ჩასვლა და იქ...

ამერიკამ და ევროკავშირმა ბელარუსს ახალი სანქციები დაუწესეს

ბელარუსი, შეერთებული შტატების, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის და კანადის მიერ დაწესებულ დამატებით სანქციებზე აცხადებს, რომ...

გახელაძის გასათავისუფლებლად, ილია მეორემ რუსეთის პატრიარქს წერილობითი თხოვნით მიმართა

საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ, რუსეთის პატრიარქს, თხოვნით მიმართა, რომ ჩაერთოს ზაზა გახელაძის გათავისუფლების პროცესში,...

პარლამენტმა მთავრობას კოვიდშეზღუდვების დაწესების უფლება 2022 წლამდე გაუხანგრძლივა

პარლამენტმა მთავრობას კოვიდშეზღუდვების დაწესების უფლება 2022 წლის 1 იანვრამდე გაუხანგრძლივა. პროექტი დღეს დაჩქარებული წესით...

„არ გაიტეხოთ გული, რომ ვაქცინაცია დაგვიანდა“ – თენგიზ ცერცვაძე ვაქცინაციის შეფერხების მიზეზებზე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ვაქცინაციის პროცესის დროს შეფერხებებზე საუბრობს და ამბობს, რომ წლის...

“ღირსების მარში” ვერ შედგება საქართველოში, ამას არ დავუშვებთ! -მეუფე გიორგი ჯამდელიანი

ვერ შედგება საქართველოში, ამას არ დავუშვებთ! - ასე ეხმაურება, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი მეუფე...

თუ არ გჭირდებათ იმუნიტეტი რას შემოდიოდით პარლამენტში? – ოხანაშვილი ოპოზიციას

თუ არ გჭირდებათ იმუნიტეტი რას შემოდიოდით პარლამენტში? დატოვეთ მანდატი და წაბრძანდით, - ასე მიმართა იურიდიულ...

“ასეთი უუნარობაც კი სტატისტიკურად შეუძლებელია!“–სააკაშვილი ჩავარდნილ ვაქცინაციზე

საქართველოში კორონავირუსის ვაქცინის დეფიციტთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქზე ეხმაურება: “ახლა...

“წყობიდან გამოვედი… ბოდიში ყველასთან, მათ შორის ოპონენტთან და წამყვანთან” – ზურაბ ჯაფარიძე თენგიზ ცერცვაძესთან დებატებზე

ზურაბ ჯაფარიძე "ფეისბუქზე" წერს, რომ "დღის კურიერში" თენგიზ ცერცვაძესთან დებატების დროს "წყობიდან გამოვიდა" და ამის გამო ბოდიშს იხდის. "წყობიდან გამოვედი, მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღე საკუთარ თავს...

ამერიკა კოვიდ-19-ის სამკურნალო პრეპარატებში მილიარდობით დოლარს დებს

შეერთებული შტატების ინვესტიცია კოვიდ-19-ის ანტივირუსული პრეპარატების შექმნის საქმეში და ასევე, პოტენციურად სხვა სახიფათო ვირუსულ პანდემიებთან ბრძოლაში, 3.2 მილიარდ დოლარს შეადგენს. თეთრი სახლის მთავარმა მრჩეველმა...

“მე რომ მომცენ დღეს უფლება, სიამოვნებით წავალ მოსკოვში” – იმედა კახიანის თქმით, ეს მსახიობებისთვის ერთადერთი იარაღია

მსახიობმა იმედა კახიანმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ მსახიობების მხრიდან რუსეთში ჩასვლა და იქ სპექტაკლის გამართვა, საკუთარი ქვეყნის დაცვის ერთგვარი ხერხია. მისივე მოსაზრებით, ეს არის...