მიხაილოს მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება დაუსაბუთებელი იქნება – EMC

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აცხადებს , რომ მუსიკოსის, მიხაილო დოთუას, მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება დაუსაბუთებელი იქნება.EMC სასამართლოში მიხაილოს ინტერესებს წარმოადგენს.

“დღეს, 11 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს მიხეილ თოდუას (მიხაილოს) მიმართ შინაპატიმრობის გაუქმების და საპატიმრო სასჯელის გამოყენების საკითხს. EMC სასამართლოში წარმოადგენს მიხაილოს ინტერესებს და მიაჩნია, რომ თბილისის პრობაციის ბიუროს მოთხოვნა, მიხაილოს მიმართ კვლავ პატიმრობის გამოყენების თაობაზე, არის დაუსაბუთებელი, უსამართლო და ეწინააღმდეგება მსჯავრდებულის რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მიზნებს.

მიხაილოს 2013 წელს 9 წლიანი საპატიმრო სასჯელი შეეფარდა კლუბური ნარკოტიკის შეძენა-შენახვისთვის და მისი მოხმარებისთვის. ის თითქმის 6 წელი იხდიდა სასჯელს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, 2019 წლის ოქტომბერში კი, საპატიმრო სასჯელი შეეცვალა შინაპატიმრობით – 2 წლისა და 11 თვის ვადით. შინაპატიმრობის წესების შესაბამისად, მას დაეკისრა საცხოვრებელ ადგილას ყოფნის ვალდებულება 21:00 საათიდან 08:00 საათის ჩათვლით. სწორედ აღნიშნული ვალდებულების დარღვევის გამო მოითხოვს პრობაციის ბიურო შინაპატიმრობის გაუქმებას და მიხაილოს დაბრუნებას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

უპირველეს ყოვლისა, საქართველოს კანონმდებლობა საპატიოდ თვლის შინაპატიმრობის წესის დარღვევას, თუკი ეს გამოწვეულია სამსახურებრივი, პროფესიული, სპორტულ ანდა კულტურულ სამქიანობასთან დაკავშირებული მივლინების გამო. ამ შემთხვევაში დასტურდება, რომ მიხეილ თოდუა არის მუსიკოსი, მისი საქმიანობა დაკავშირებულია DJ -ს, ხმის რეჟისორისა და არტ-დირექტორის საქმიანობასთან, უმეტესად უკრავს ან ხმის რეჟისორისა თუ არტ-დირექტორის ფუნქციას ასრულებს სხვადასხვა ღონისძიების დროს. ღონისძიებების უმეტესობა ღამის საათებში ტარდება, რის გამოც მას უწევს შინაპატიმრობით დადგენილი რეჟიმის დარღვევა. თუმცა, ამ დრომდე, პრობაციის ბიუროს მიერ ყველა ღონისძიებაში მონაწილეობა მიიჩნეოდა საპატიო გარემოებად და გაუგებარია, ამჯერად რა არგუმენტით არ ჩაეთვალა მიხაილოს საცხოვრებელ სახლში არყოფნა საპატიოდ. მიხაილოს მიერ პროფესიული საქმიანობის განხორციელება დასტურდება დამსაქმებლების მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტებით, თუმცა პრობაციის ბიუროს წარდგინებაში არ ჩანს დასაბუთება, რა არგუმენტებით ჩაითვალა ეს დოკუმენტები არასაკმარისად.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ თავად სასჯელაღსრულების თანამშრომლების მიერ მომზადებული შეფასების დოკუმენტიც ცხადყოფს, რომ მიხაილო აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა ღონისძიებაში, ცდილობს რესოციალიზაციას და სრულად ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, რის გამოც არაერთხელ წახალისდა სასჯელაღსრულების ადმინისტრაციის მიერ. ცალსახაა, რომ მსჯავრდებულის მიერ რეჟიმის დაუცველობა გამოწვეულია არა თვითნებობით, მასზე დაკისრებული მოვალეობისადმი უპასუხისმგებლო, გულგრილი დამოკიდებულებით ან დადგენილი რეჟიმის დარღვევის მიზნად დასახვით, არამედ ობიექტური გარემოების არსებობით, რაც თავის მხრივ, შესაძლოა მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურებოდეს. ამ საქმიანობით მიხაილო არამარტო პროფესიულად ვითარდება, ეს საქმიანობა მისთვის არის ასევე ერთადერთი შემოსავლის წყაროც, რის გარეშეც მისთვის შეუძლებელი იქნება ყოველდღიური ეკონომიკური საჭიროებების დაკმაყოფილება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პროფესიული განვითარება და მუსიკის დარგში საქმიანობა პირდაპირ ემსახურება მიხაილოს რესოციალიზაციის მიზანს და მნიშვნელოვანია, რომ ჩაითვალოს საპატიო გარემოებად. წარდგინების დაკმაყოფილება და სასჯელის მოსახდელად კვლავ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნება ბუნებრივია, ხელს შეუშლის მსჯავრდებულის რესოციალიზაციის პროცესს და უმძიმეს ეფექტს იქონიებს პირადად მასზე და მისი ოჯახის წევრებზე.”, ნათქვამია EMC-ის განცხადებაში.

დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ კარტოგრაფები – აქტივისტები საგარეო უწყებასთან აქციას მართავენ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე აქციას...

კოქტეილი –ახალი პროდუქტი მაგთისგან

მაგთი  ლოგოს და ციფრული არხების განახლების შემდეგ მომხმარებელს ახალ, მეგობრულ პროდუქტს სთავაზობს. ის სხვადასხვა...

“იმედის კლინიკის“ ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა

„იმედის კლინიკის“ ექიმი ზაზა იმერლიშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა. კლინიკის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ექიმს თანმხლები დაავადებები: ონკოლოგიური...

საია საკონსტიტუციოს მოუწოდებს, დროულად განიხილოს შეზღუდვების კონსტიტუციურობა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწოდებს, დაჩქარებულ ვადაში შეისწავლოს მთავრობის მიერ დაწესებული საკარანტინო...

ქუთაისის მერს კორონავირუსი დაუდგინდა

ქუთაისის ახლად არჩეულ მერს იოსებ ხახალეიშვილს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ის სოციალურ ქსელში ავრცელებს. "მეგობრებო, მეც...

სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების დასახმარებლად 500 00 ლარი გამოიყოფა – კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების დასახმარებლად ნახევარი მილიონი გამოიყოფა. მისივე განცხადებით,...

ყოველდღე 10 მლნ-ით ვიზარალებთ, 15 დეკემბრიდან მოგვეცით მუშაობის უფლება – 6 მოლი მთავრობას

სავაჭრო მოლების წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს და განაცხადეს, რომ ლოკდაუნის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონიათ....

სუს-მა გაბუნიას თვალთვალში ბრალდებულის რეალური ვინაობა დაადგინა და ბრალი დაუმძიმა

სუს-ის კონტრტერორისტულ ცენტრში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 2020 წლის 13 ივნისს, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის უკანონოდ...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვს

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის სისტემაში შექმნილი კრიზისისა და მძიმე მდგომარეობის გამო ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს. ამის შესახებ კლინიკების ასოციაციის მიერ გავრცელებულ...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო