მოვუწოდებთ ”ქართულ ოცნებას”, არ იფიქროს შენობის შტურმზე – ენმ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებას მოუწოდებს, არ იფიქროს მათი ცენტრალური უფოსის შტურმზე. პარტია მოლაპარაკებების გაგრძელებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.

“საქართველოში არსებული მთელი ოპოზიციური სპექტრი, რომელსაც თამარ ჟვანიას დათვლებითაც კი, სულ მცირე 1.2 მილიონი ადამიანი უჭერს მხარს და ეს ამომრჩევლის ნახევარზე ბევრად მეტია – დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში დგას და ფიზიკურად იცავს ნიკა მელიას, ანუ იცავს სამოქალაქო მშვიდობასა და თავისუფლებას.

”ქართული ოცნების” სიის პირველი ნომერი, პრემიერ-მინისტრი გადადგა (შედეგად მთელი მთავრობაც) და მიზეზად დაასახელა, რომ ნიკა მელიას წინააღმდეგ ოპერაცია ქვეყანას დესტაბილიზაციისკენ და რადიკალიზაცისკენ წაიყვანდა.

ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი მხარეებს მოუწოდებენ, მშვიდობის ფარგლებში დარჩნენ, რიტორიკა შეცვალონ და კრიზისის განმუხტვის გზა მოძებნონ. ენმ ყოველთვის მოქმედებდა, მოქმედებს და იმოქმედებს სამოქალაქო მშვიდობისა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით.

მოვუწოდებთ ”ქართულ ოცნებას”, არ იფიქროს იმ შენობის შტურმზე, სადაც ადამიანები, ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრების შანსს ფიზიკურად იცავენ. ქვეყნის ეროვნული ინტერესია, რომ კრიზისი განიმუხტოს, ამისთვის აუცილებელია შეწყდეს პოლიტიკური დევნა და ჩვენ მზად ვართ კრიზისის განმუხტვის ერთადერთი სწორი გზის, ვადამდელი არჩევნების შესახებ გავმართოთ მოლაპარაკებები, ფასილიტატორების ჩართულობით”,– წერს ნაციონალური მოძრაობა.

მთავარი არხი აცხადებს, რომ მესტიის მერი მათ ჟურნალისტს დაემუქრა და მანქანა დაუზიანა

ტელეკომპანია, "მთავარი არხი" აცხადებს, რომ მესტიის მერი მათ ჟურნალისტს დაემუქრა და მანქანა დაუზიანა. ჟურნალისტური...

14 წლის გოგოს მიმართ გარყვნილი ქმედების გამო “პატრიოტთა ალიანსის” გორის ოფისის წარმომადგენელი დააკავეს

შიდა ქართლში 14 წლის გოგოს მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით "პატრიოტთა ალიანსის" ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი...

ჟურნალისტური საქმიანობით მოპოვებული ჩანაწერის გამოქვეყნების აკრძალვა დაუშვებელია – ბოკერია

"ჟურნალისტური საქმიანობით მოპოვებული ჩანაწერის გამოქვეყნების აკრძალვა დაუშვებელია"- ასე ეხმაურება, "ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგა ვოკერია,...

იმერეთში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმერეთში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა...

სიჩქარის გადაჭარბება საგზაო შემთხვევის გამომწვევი ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია,დაუშვებელია ლიმიტების მომატება – არასამთავრობოები

"სიჩქარის გადაჭარბება საგზაო შემთხვევის გამომწვევი ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია,დაუშვებელია სიჩქარის ლიმიტების მომატება "- ასე ეხმაურებიან...

“გაუქმდეს კომენდანტის საათი” – 15:00 საათზე თავისუფლების მოედანზე მოქალაქეები აქციას გამართავენ

"გაუქმდეს კომენდანტის საათი" - დღეს, 6 მარტს, 15:00 საათზე თავისუფლების მოედანზე მოქალაქეები აქციას გამართავენ...

ვაშაძე აცხადებს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება მარტის ბოლომდე მოხდება

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება  მარტის ბოლომდე მოხდება....

13 წლის გოგოს გაუპატიურებისთვის დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა

გორში 13 წლის გოგოს გაუპატიურებისთვის დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა როგორც გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ,...

სხვა სიახლეები

“მერკი” კონკურენტ კომპანიას, Johnson & Johnson-ს ვაქცინის დამზადებაში დაეხმარება

ამერიკული ფარმაკო-გიგანტი "მერკი"  კონკურენტ კომპანიას "ჯონსონ და ჯონსონს" კორონავირუსის ვაქცინის წარმოებაში დაეხამრება რათა ვაქცინის წარმოება დაჩქარდეს. ეს შეთანხმება უზრუნველყოფს, რომ უახლოეს თვეებში, აშშ-ს ჯანდაცვას მილონობით...

ჯანმრთელობა

“მერკი” კონკურენტ კომპანიას, Johnson & Johnson-ს ვაქცინის დამზადებაში დაეხმარება

ამერიკული ფარმაკო-გიგანტი "მერკი"  კონკურენტ კომპანიას "ჯონსონ და ჯონსონს" კორონავირუსის ვაქცინის წარმოებაში დაეხამრება რათა ვაქცინის წარმოება დაჩქარდეს. ეს შეთანხმება უზრუნველყოფს, რომ უახლოეს თვეებში, აშშ-ს ჯანდაცვას მილონობით...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო