მოვუწოდებ მთავრობას, უსაფრთხო ქვეყნებთან დისკრიმინაციული კარანტინი გააუქმოს – კანდელაკი

„ევროპული საქართველოს“ წევრის გიორგი კანდელაკის განცხდებით, საქართველოს მთავრობა ავიაკომპანიებს უსაფრთხო ქვეყნებიდან ფრენების დაწყებაზე უარს იმის გამო ეუბნება, რომ იქ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები არჩევნებზე დაბრუნდებიან და ხმას „ქარული ოცნების“ წინააღმდეგ მისცემენ.

„საქართველოს მთავრობა უარს ეუბნება ავიაკომპანიებს, განსაკუთრებით „ვიზეარს“ და „რაინეარს“ საქართველოს მთავრობის მიერვე უსაფრთხოდ გამოცხადებული ქვეყნებიდან ფრენების დაწყებაზე. ჩვენ მოიპოვეთ ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ძალაშია ეს აკრძალვა, არის შიში იმისა, რომ ევროპაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების რაღაც ნაწილი მაინც, რამდენიმე ათეული ათასი დაბრუნდება არჩევნებისთვის და ხმას მისცემს „ქარული ოცნების“ წინააღმდეგ. ეს ინფორმაცია ჩვენ გვაქვს ჩვენი წყაროებიდან საქართველოს მთავრობის შიგნით. ამას ადასტურებს ისიც, რომ გასულ საპრეზიდენტო არჩევნებზე ევროპის დედაქალაქებში პრაქტიკულად საარჩევნო უბნების უმრავლესობა სალომე ზურაბიშვილმა წააგო, მათ შორის, პარიზში. სწორედ ამის გამო საქართველოს მთავრობას უსაფრთო ქვეყნების ნუსხაში არ შეჰყავს პოლონეთი და საბერძნეთი. შეგახსენებთ, საბერძნეთში ძალიან ბევრია ჩვენი თანამოქალაქე, ათეულ ათასობით, შეიძლება ასეულათასობითაც, რომელთა ნაწილსაც საქართველოში დაბრუნება სურს… როცა საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ ისინი ეპიდემიოლოგიური სურათით სარგებლობენ, რა შუაშია ეპიდემიოლოგიურ სურათთან არჩევნები? ვირუსი არჩევნების მიხედვით ხელმძღვანელობს? ასევე ისინი სხვადასხვა ავიაკომპანიებს ეუბნებიან არჩევნებამდე მოიცადეთო, რა შუაშია არჩევნები ვირუსთან საერთოდ? ეს არის გამაოგნებელი ინფორმაცია, ფაქტობრივად, პოლიტიკური მიზეზების გამო ჩვენი უამრავი თანამოქალაქისთვის ქვეყანაში, საკუთარ სამშობლოში შემოსვლის აკრძალვასთან გვაქვს საქმე. მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, გააუქმოს ეს დისკრიმინაციული, ანტიკონსტიტუციური კარანტინი არა ყველა ქვეყანასთან, არამედ უსაფრთხო ქვეყნებთან, რომელთაც კარგი ეპიდემიოლოგიური სურათი და სტატისტიკა აქვთ და დართოს ავიაკომპანიებს ნება, პირველ რიგში, „ვიზიარს“ იფრინონ იმ ქვეყნებში, რომელსაც საქართველოს მთავრობა უსაფრთხოდ აცხადებს. თუ არ არის უსაფრთხო, მაშინ რატომ აცხადებენ მათ უსაფრთხო ქვეყნებად?“ – აღნიშნა კანდელაკმა.

ლარი მცირედით გამყარდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3203 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი...

საქართველოში კორონავირუსით 32-ე პაციენტი გარდაიცვალა

COVID-19-ით რესპუბლიკურ საავადმყოფოში ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შესაბამისად საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 32-მდე გაიზარდა.პაციენტის შესახებ...

“ოცნება” ჩამონგრეულია, როგორც ლარია გაუფასურებული – გოცირიძე

„ქართული ოცნება“  ჩამოძონძილ, ჩამონგრეულია, როგორც ლარი არის გაუფასურებული, გაცვეთილი და დევალვირებული, ასეთ მდგომარეობაში იმყოფება...

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულმა 5-მა პირმა ნაფიცი მსაჯულების სასამართლოზე უარი თქვა

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულმა ბრალდებულებმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარი განაცხადეს. სისხლის სამართლის საპროცესო...

ორივე მხარემ უნდა იცოდეს, რომ საქართველო ვერ დაიჭერს ვერც ერთის მხარეს – პაატა ზაქარეიშვილი...

სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უნდა იცოდეს, რომ საქართველო ვერ დაიჭერს ვერც ერთის მხარეს, - ამის...

სკოლებში სამედიცინო მომსახურების სივრცები მოეწყობა

2022 წლის 15 სექტემბრისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა სკოლა ვალდებული იქნება სასწავლო დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების...

ყარაბაღი წარმოადგენს აზერბაიჯანის სუვერენულ ტერიტორიას – მიხეილ სააკაშვილი

მთიანი ყარაბაღი წარმოადგენს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიას და ამას არაფერი შეცვლის, - ამის შესახებ საქართველოს...

ყარაბაღის კონფლიქტის გამო ბაქოს საერთაშორისო აეროპორტი რეისებს აუქმებს

აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობის გამოცხადების გამო, ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი დროებით დაკეტილია. ამის შესახებ...

სხვა სიახლეები

მზეზე აქტიურობის ახალი ციკლი იწყება. რა პრობლემები გველის დედამიწაზე

ნასა მზეზე მომეტებული აქტივობის ახალი პერიოდის დაწყების შესახებ იუწყება. მეცნიერებმა მას უკვე უწოდეს “მზის ციკლი 25“. ეს მნიშვნელვანია დედამიწის ელექტრონული ტექნოლოგიებისა და ასტრონავტებისთვის ორბიტაზე. კაცობრიობას...

ჯანმრთელობა

75 წელს გადაცილებულთა გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები ბევრად გაუმჯობესდა – მეცნიერების დასკვნა

75 წელს გადაცილებული ადამიანების გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები ამჟამად ბევრად მაღალია, ვიდრე მათი თანატოლების შესაძლებლობები იყო 30 წლის წინ. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ფინეთის იუვიასკიულის...

შოუ ბიზნესი

რატომ არ ყავს შარლიზ ტერონს წლების მანძილზე მეგობარი მამაკაცი

შარლიზ ტერონის ბოლო გახმაურებული რომანი მსახიობ შონ პენთან მისი ურთიერთობა იყო . ვრცელდებოდა ჭორები, რომ წყვილი დაქორწინებასაც აპირებდა, თუმცა თავად ტერონი ამას უარყოფდა. შონ...

ვიდეო