მუშაობა ეზარებათ პარლამენტში ერთადერთი, რითიც არიან დაკავებული, დგანან და გვწყევლიან – ელისაშვილი ოპოზიციაზე

რა მაგარი ამბავია – მუშაობა ეზარებათ პარლამენტში და ყველა სიკეთე უნდათ, რაც კი არსებობს დედამიწაზე, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

„მიზანი არის ის, რომ ბოლოს და ბოლოს მივიღოთ ისეთი არჩევნები, საარჩევნო წესი, პროცედურები, საარჩევნო ადმინისტრაცია, რომელსაც ვენდობით. 30 წელია გვინდა ეს და ჯერჯერობით ვერ მივაღწიეთ. დღეს რა პროცესიც დაიწყო, ამან 1-ელ მარტამდე კანონპროექტის სახე უნდა მიიღოს და 1-ელ მაისამდე მოქმედი კანონი გახდეს. ამ ყველაფერმა უნდა მოიტანოს სანდო არჩევნები და ეს იქნება ჩემი აზრით, ყველაზე სერიოზული მიღწევა ქვეყანაში და წინ გადადგმული ნაბიჯი. თუ არჩევნები ჩატარდება პატიოსნად, ეს განაპირობებს იმას, რომ ეს ქვეყანა უკეთესი გახდება და მერე შევძლებთ ხელისუფლებების შეცვლას არჩევნების გზით ისე, რომ მეორე დღეს არ იყოს რევოლუციები, გადატრიალებები, არ იყოს ბოიკოტი და ქუჩაში აქციები.

თუ ეს კანონპროექტი მივიღეთ ისე, როგორც მემორანდუმშია ჩაწერილი, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ თამარ ჟვანია აღარ უნდა იყოს ცესკოს თავმჯდომარე. სამუშაო ჯგუფი იმისთვის იქმნება, რომ ამ სამი კვირის განმავლობაში ისეთი დეტალები გავწეროთ, რომ თამარ ჟვანია კიდევ ახალმა თამარ ჟვანიამ არ ჩაანაცვლოს. ოპოზიციის ნაწილს რატომ აქვთ ბოიკოტი გამოცხადებული და თან პრეტენზიები აქვთ – თუ ჩვენ პარლამენტში არ ვიქნებით, მაშინ ცესკოში, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში უნდა ვიყოთო. ეგ რა მაგარი ამბავია – მუშაობა ეზარებათ პარლამენტში და ყველა სიკეთე უნდათ, რაც კი არსებობს დედამიწაზე. არ ვიცი მე რას შვებიან. ერთადერთი, რითიც არიან დაკავებული – ჩვენ რომ რაღაცას ვაკეთებთ, მემორანდუმზე ვთანხმდებით, სამუშაო პროცესი მიდის, დგანან და გვწყევლიან. მერე მოვა თვითმმართველობის არჩევნები და გამართულ საარჩევნო სისტემაში მონაწილეობას მიიღებენ. როგორ არ შერცხვებათ, ძალიან მაინტერესებს“, – განაცხადა ელისაშვილმა.

რაც შეეხება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შესასწავლად დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას და მუშაობას, ელისაშვილი აცხადებს, რომ კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღებას „მოქალაქეები“ არ აპირებენ.

„ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და „პატრიოტთა ალიანსი“ რომ ვერ ასაბუთებს არჩევნების გაყალბების მასშტაბს, უხერხულია იმიტომ, რომ საქართველოს მასშტაბით ამ სამ ოპოზიციურ პარტიას ჰყავდა 3800-ვე უბანზე ბიუჯეტის მიერ დაფინანსებული კომისიის წევრები და მათ ადგილას მე მაგრად შემრცხვებოდა, რომ ვერ დამესაბუთებინა არჩევნების გაყალბების მასშტაბი. ჩვენ პარტიას, როგორც ახალრეგისტრირებულ პარტიას გვყავდა რამდენიმე ათეული, თითზე ჩამოსათვლელი, მოხალისე დამკვირვებელი და კონცენტრირებული ვიყავით საბურთალოზე. თავისი ალტერნატიული კომისია შექმნან და დაამტკიცონ [გაყალბება]!“ – განაცხადა ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართება.მმართველმა გუნდმა სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივა, რომელმაც საარჩევნო რეფორმაზე უნდა იმუშაოს, წინა კვირას დაანონსა.

შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტს 2021 წლის 1-ელ მარტამდე წარედგინება, ხოლო კანონპროექტი მიღებული იქნება არაუგვიანეს 2021 წლია 1-ელი მაისისა

ავიაბილეთის თარიღი სანამ არ გვეცოდენება,როდის შემოვა ვაქცინა აღარ დავასახელებ – გაბუნია

"ავიაბილეთის თარიღი სანამ არ გვეცოდენება,როდის შემოვა ვაქცინა აღარ დავასახელებ"- ამის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის,...

გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ პირველი ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ პირველი ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება. ფოტოს, ტელეკომპანია "პირველი“...

სანქციები უნდა განიხილებოდეს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ – ლუის ნავარო

"სანქციები უნდა განიხილებოდეს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ"- ასე ეხმაურება, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის ევრაზიული პროგრამის...

დღევანდელი აქცია იყო სასოწარკვეთილი ოპოზიციის სასოწარკვეთილი ნაბიჯი-სოზარ სუბარი

დღევანდელი აქცია, ოპოზიციის ქმედებები, იყო სასოწარკვეთილი ოპოზიციის სასოწარკვეთილი ნაბიჯი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის...

პარლამენტთან ვითარება იძაბება – პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის დატოვებას თხოვს

რუსთაველის გამზირზე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ვითარება იძაბება, პოლიცია სამოქალაქო აქტივისტებს, გზის სავალი ნაწილის დაცლას...

ე.წ კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა

"გაუქმდეს კომენდანტის საათი" - ამ სახელწოდებით პეტიცია შეიქმნა და ავტორები 1 მარტიდან გაუქმდეს კომენდანტის...

ქუთაისის ციხეში ბრალდებულმა დაზიანებები მიიყენა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულმა დაზიანებები მკლავებსა და მუცლის ზედაპირზე...

“სამივე ჩაჯდება ციხეში, ეს ჩემი მოთხოვნაა” – ვახო სანაია პროკურატურამ დაზარალებულად ცნო

ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტი, ვახო სანაია პროკურატურამ დაზარალებულად ცნო. როგორც სანაია აცხადებს, სამივე ბრალდებული, ფიზიკურ ანგარიშსწორებაში...

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

კიდევ ერთი ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ – აშშ–ს მარეგულირებელმა Johnson & Johnson–ის ვაქცინა ეფექტურად ცნო

ამერიკის მარეგულიერებლმა ორგანომ კორონავირუსის საწინააღმდეგო კომპანია Johnson & Johnson–ის ვაქცინა უსაფრთხოდ და ეფექტურად ცნო რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პრეპარატი უახლოეს დღეებში ის აშშ–ში...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო