„ნაციონალურ მოძრაობას“ ხალხმა უნდა გასცეს პასუხი, თორემ მე არ ვარ ბოღმიანი – გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, კვლევების მიხედვით, ისნის მაჟორიტარულ ოლქში მის კანდიდატურას დიდი უპირატესობა აქვს.

„ძალიან ვწუხვარ, რომ ოპოზიციის ერთობას, რომელიც არის გამარჯვების მთავარი ფორმულა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საშინელი დარტყმა გაუკეთა თავისი გადაწყვეტილებით და სამწუხაროდ, ვიწროპარტიული ინტერესებით იხელმძღვანელა ამ პირობებში. მაგრამ, რა ვქნათ, ამ რეალობაში ვართ. მიჩვეული ვარ წინააღმდეგობების და ბარიერების გადალახვას და ამ ბარიერსაც გადავლახავ. აბსოლუტურად უარგუმენტოდ დაარღვიეს შეთანხმება, რომელმაც საფრთხე შეუქმნა ოპოზიციურ ერთობას. ამით საკუთარ გამარჯვებასაც კი საფრთხე შეუქმნა, მაგრამ არ მივცემთ ამის უფლებას. არ შევედი არც ერთ კინკლაობაში, რომელიც მათ წამოიწყეს ჩემთან მიმართებით იმიტომ, რომ ჩემთვის მთავარი სამიზნე არის დამსხვრეული ოცნებების, ივანიშვილის პარტიის, ამ რეჟიმის ჩამოშორება ხელისუფლებიდან და არა ოპოზიციაში ერთმანეთთან კინკლაობა. კვლევებით უპირატესობა დიდი მაქვს“,- განაცხადა ვაშაძემ.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მის მომავალ ურთიერთობას, ვაშაძე ამბობს, რომ „ბოღმიანი ადამიანი არ არის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ნაბიჯებს ამომრჩეველი შეაფასებს.

„ხალხმა უნდა გასცეს პასუხი, თორემ მე არ ვარ ბოღმიანი ადამიანი და გულში არაფერს ვიდებ. ამომრჩეველი კარგ გაკვეთილს მისცემს მათ იმ არასწორ ნაბიჯებს, რომელიც ოპოზიციური ფლანგის დასუსტებისთვის გააკეთა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გული მწყდება, რომ ჩემი ყოფილი თანაგუნდელები ვიწროპარტიული ინტერესებიდან ვერ გამოვიდნენ, მაგრამ ასეთი რეალობა გვაქვს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

უტიფარი და უპასუხისმგებლო პოლიტიკოსია – სესიაშვილი სააკაშვილზე

"სააკაშვილი ჩემთვის იმდენად უტიფარი, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსია, ლიდერსაც ვერ დავარქმევ" - ამის შესახებ თავდაცვისა და...

ახალი შემთხვევების რაოდენობა ყოველდღიურად შესაძლოა 500-მდეც ავიდეს – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობის მატება ისევ ველით...

„ნაციონალური მოძრაობა“ დებატებში, სადაც „ქართული ოცნება” არ იქნება წარმოდგენილი, მონაწილეობას არ მიიღებს

„ნაციონალური მოძრაობა“ დებატებში, სადაც „ქართული ოცნება" არ იქნება წარმოდგენილი, მონაწილეობას არ მიიღებს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი...

აჭარის გარდა, ქვეყნის ტერიტორიაზე საბავშვო ბაღები ფუნქციონირებას 12 ოქტომბერს განაახლებენ

როგორც საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, საბავშო...

19 ოქტომბერს, აჭარის გარდა, უნივერსიტეტებში სწავლა აუდიტორიებში აღდგება

განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, აჭარის რეგიონის გარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით სტუდენტები აუდიტორიებში 19 ოქტომბერს დაბრუნდებიან. „19 ოქტომბერს,...

298 ახალი შემთხვევიდან 175 აჭარაშია, 32 – თბილისში – მარინა ენდელაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კორონავირუსის ახალი 298 შემთხვევიდან უმრავლესობა...

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 298 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 298-ით გაიზარდა და 5552 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ...

სხვა სიახლეები

მზეზე აქტიურობის ახალი ციკლი იწყება. რა პრობლემები გველის დედამიწაზე

ნასა მზეზე მომეტებული აქტივობის ახალი პერიოდის დაწყების შესახებ იუწყება. მეცნიერებმა მას უკვე უწოდეს “მზის ციკლი 25“. ეს მნიშვნელვანია დედამიწის ელექტრონული ტექნოლოგიებისა და ასტრონავტებისთვის ორბიტაზე. კაცობრიობას...

ჯანმრთელობა

75 წელს გადაცილებულთა გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები ბევრად გაუმჯობესდა – მეცნიერების დასკვნა

75 წელს გადაცილებული ადამიანების გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები ამჟამად ბევრად მაღალია, ვიდრე მათი თანატოლების შესაძლებლობები იყო 30 წლის წინ. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ფინეთის იუვიასკიულის...

შოუ ბიზნესი

რატომ არ ყავს შარლიზ ტერონს წლების მანძილზე მეგობარი მამაკაცი

შარლიზ ტერონის ბოლო გახმაურებული რომანი მსახიობ შონ პენთან მისი ურთიერთობა იყო . ვრცელდებოდა ჭორები, რომ წყვილი დაქორწინებასაც აპირებდა, თუმცა თავად ტერონი ამას უარყოფდა. შონ...

ვიდეო