„ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა 2012 წლამდე ვითარების დაბრუნება – გიგა ბოკერია სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატად წარდგენაზე

„ნაციონალურ მოძრაობას“ 2012 წლამდე ვითარების დაბრუნება უნდა – ასე ეხმაურება  „ევროპული საქართველოს“ ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი გიგა ბოკერია  მიხეილ სააკაშვილის პრემიერ – მინისტრის კანდიდატად დასახელებას.

„ივანიშვილის პროპაგანდას ჯერ ერთი სათამაშო ჰქონდა – დაბრუნების საკითხი, სააკაშვილი დაბრუნდება, რომ დაბრუნდება რას უზამენ, მთელი ეს არანორმალური კონტექსტი, ჩვენი ქვეყნისთვის და მომავლისთვის არაფრისმომცემი. მისი პრემიერობის საკითხი ახლა ხელახლა იქნება. „ევროპული საქართველოს“ პოზიცია არის ძალიან მკაფიო. ივანიშვილს და მის გარემოცვას დღევანდელი ვითარების, ამ ჩიხის, კატასტროფის შენარჩუნება სურს, იმისთვის, რომ ჰქონდეს სრული ძალაუფლება და ფეხებზე ეკიდოს მოქალაქეების აზრი. ჩვენი, მთელი ქვეყნის ეროვნული ამოცანაა ამის შეცვლა. „ევროპული საქართველო“ მუშაობს იმისთვის, რომ გარდამტეხი ცვლილებები მოხდეს. როგორც ჩანს, „ნაციონალურ მოძრაობას“, დღევანდელი ნაბიჯით, რაც დადასტურდა და არამარტო ამით, უნდა 2012 წლამდე ვითარების დაბრუნება. „ევროპულ საქართველოს“ და ჩვენს ქვეყანას სჭირდება ცვლილებები და წინსვლა. ჩვენ გვაქვს გეგმა ამ გარდამტეხი ცვლილებებისთვის, რომ სწორ გზაზე ვიდგეთ და სწორი კომპასი გვქონდეს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

„ივანიშვილი შეეცდება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მსგავსად ამ „კარტის გათამაშებას”, ოღონდ წარუმატებლად. ეს არის ის, რომ „თუ ბიძინა არ იქნება, მიშა უნდა იყოს“. ეს ასე არ იქნება. იქნება გარდამტეხი ცვლილებები, კოალიციური, ევროპული მთავრობა გონივრული კომპრომისებით, მაგრამ მკაფიო ხედვით. ივანიშვილი არის ძალიან მძიმე აწმყო, სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდათ 2012 წლის წარსულში დაბრუნება. სააკაშვილმა თქვა, რომ ერთპიროვნულად უნდა მართოს, პრაქტიკულად გამორიცხა კოალიცია. ეს იყო საჯაროდ, ეთერში მის ჩართვაში. სააკაშვილი საერთოდ წინააღმდეგი იყო პროპორციული არჩევნების. მათ ფუნდამენტურ ხედვაში არ არის ის საკითხები, რაც ჩვენი აზრით, ქვეყანას სჭირდება. ამიტომ განვსხვავდებით ჩვენ და ამიტომ ვართ კონკურენტები“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ჯავა-ონის სამმართველოს თანამშრომელს კორონავირუსი  დაუდასტურდა....

ქავთარაშვილების სახლის დაცხრილვის გამო, პანკისში მოკლული ვისო მუთოშვილის ძმა, შმაგი მუთოშვილი დააკავეს

სოფელ საკობიანოსთან მოკლული ვისო მუთოშვილის ძმა, 35 წლის შმაგი მუთოშვილი დააკავეს. დაკავებულს გამოძიება ორი...

ქარელი-ხაშურის გზაზე მიკროავტობუსი ამოტრიალდა – გარდაცვლილია 1 პირი

ქარელი-ხაშურის გზაზე მიკროავტობუსი ამოტრიალდა, რის შედეგადაც 1 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 11 დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით,...

ივანიშვილმა რუსების დავალებით გააჩერა ანაკლიის პორტის მშენებლობა – უგულავა

“ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატი ზუგდიდის ოლქში გიგი უგულავა, ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში ადგილობრივებს შეხვდა და...

საქართველოში კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3306-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია...

ენმ-ს წევრს, ლაშა ცუცქირიძეს, თავს ნიღბიანი პირები დაესხნენ

ენმ-ს წევრს, ლაშა ცუცქირიძეს, საკუთარ სახლთან, თავს ნიღბიანი პირები დაესხნენ. ამის შესახებ ინფორმაციას, ლაშა...

“გპირდებით: ჩაგმარხავთ ქართველი ხალხი“–გვარამია ოცნებას მათი რესპოდენტის დაშინებაში ადანაშაულებს

მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია ქართულ ოცნებას მათი არხის რესპოდენტის დაშინებაში ადანაშაულებს, რომელმაც არხთან...

ხაშურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

ხაშურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. მამაკაცი სამშენებლო კომპანია "ელისში" ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ის საავადმყოფოში მიყვანამდე...

სხვა სიახლეები

“ბავშვები ტირიან,ცოლი ტრანსშია“–მესიმ  ბარსადან წასვლა ოჯახის  და მოსალოდნელი სასამართლოს გამო  გადაიფიქრა

მსოფლიო ფეხბურთის მთავარმა ვარსკვლავმა, ლეო მესიმ შეწყვიტა ახლახანს დაწყებული ბრძოლა მშობლიურ კლუბთან და განაცხადა, რომ ბარსელონაში რჩება. “ბავშვები ტირიან, ცოლი ტრანსშია,“– თქვა მან, თუმცა...

ჯანმრთელობა

Covid19-ის რუსული ვაქცინით პუტინის შვილი აიცრა. შეიძლება თუ არა უკვე ამ ვაქცინის გამოყენება

რუსმა მეცნიერებმა ავტორიტეტულ სამეცნიერო ჟურნალ Lancet-ში კორონავირუსის რუსული ვაქცინის კვლევის შედეგების შესახებ სტატია გამოაქვეყნეს. პუბლიკაციაში ისინი ამტკიცებენ, რომ რუსულ პრეპარატს შეუძლია ადამიანის ორგანიზმში Covid19-ის...

შოუ ბიზნესი

ჯონი დეპის ახალი რომანი ცოლთან ხმაურიანი დაშორების შემდეგ

57 წლის ჰოლივუდელი მსახიობის, ჯონი დეპის საქმეები თანდათანობით ლაგდება მას შემდეგ, რაც პირადი პრობლემები და სასამართლო გარჩევები ქონდა ყოფილ ცოლთან, რამაც მის კარიერასაც მიაყენა...

ვიდეო