“ნაციონალურ მოძრაობაში დიდი განახლების, დიდი გადალაგების დროა და ეს კანონზომიერია“–ნიკა მელია

ნაციონალური მოძრაობის ახალი თავმჯდომარე, ნიკა მელია პარტიის მომავლის შესახებ საკუთარი ხედვების თაობაზე ფეისბუქზე წერს. ნიკა მელია თვლის, რომ ნაციონალურ მოძრაობაში ცვლილებების დროა:

“რაც არ უნდა ორგანიზებული და შემართული იყოს პოლიტიკური ძალა, გარკვეულ ხანში, ყოველთვის დგება განახლებისა და ცვლილებების აუცილებლობის ეტაპი.

დღეს, ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში სწორედ დიდი განახლების, დიდი გადალაგების დროა და ეს კანონზომიერია.

ცვლილებების აუცილებლობა არ ნიშნავს იმას, რომ აქამდე ბევრი რამე არასწორად ხდებოდა, არც იმას რომ ვინც წინა ფლანგზე ჩანდა, დაუმსახურებლად ჩანდა და ამიერიდან აღარ უნდა ჩანდეს.
ცვლილებების აუცილებლობას ქმნის ის გამოწვევები, რომელიც პარტიის, საერთოდ ქვეყნის წინაშეა – დასამარცხებელია და ხელისუფლებიდან ჩამოსაშორებელია ძალა, რომელიც ქვეყანას დიდ და ღრმა უფსკრულისკენ მიაქანებს.

ამ ძალის დასამარცხებლად არ კმარა და აშკარად გასაფართოვებელია არსებული ფრონტი. სწორედ ამიტომ აუცილებელია შემოგვიერთდეს ამ ქვეყნის რაც შეიძლება მეტი მოქალაქე, როგორც ენერგიით სავსე ახალგაზრდები, ახალი თაობა, ისე გამოცდილებით სავსე უფროსი თაობა. შემოგვიერთდეს ხალხი, რომელიც აქამდე თავს არიდებდა ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად ბრძოლას, ან საერთოდ პოლიტიკურ პროცესებს.

ძალიან ბევრი, აქამდეც იყვნენ ჩვენ რიგებში და იბრძოდნენ კიდეც ჩვენს მხარდამხარ, მაგრამ ამიერიდან მათ მეტი გასაქანი უნდა მიეცეთ და მივცემთ კიდეც.

დიდი და მასშტაბური ფრონტი ყველას აძლევს ასპარეზს – მათაც ვინც აქამდე ჩვენთან ერთად არ იბრძოდა, მათაც ვინც ზურგს გვიმაგრებდა და ახლა მხარდამხარ იბრძოლებს და მათაც, ვინც აქამდე წინა ხაზზე იდგა.

ახლა ყველა ერთად და მხარდამხარ ვიბრძოლებთ ერთიანი მიზნისთვის.

ჩვენ არ გვინდა ძველი ძალების ახლით ჩანაცვლება, ჩვენ გვინდა ჯამის შეცვლა და შესაბამისად – შესაკრებთა შეკრება და არა შესაკრებთა გადაადგილება.
ძალა ერთობაშია
ძალა საკუთარი ძალების რწმენაშია“– წერს ნიკა მელია.

მელია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარედ პარტიის პოლიტსაბჭომ გასულ კვირას დაამტკიცა. მანამდე მან ფეისბუქ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა ლევან ვარშალომიძესთან ერთად და მასზე ორჯერ მეტი ხმა აიღო. პარტიის ახალი თავმჯდომარის ამ ფორმით არჩევა მას შემდეგ გადაწყდა, რაც გრიგოლ ვაშაძემ ეს თანამდებობა დატოვა.

“რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ“–ნინი ქარსელაძის დედა აღიარებს, რომ მისი შვილი გათხოვდა

ნინი ქარსელაძის დედა, ხათუნა ჟორდანია ფეისბუქზე წერს, რომ მისი შვილი გათხოვდა: “რადგან ბევრმა სააგენტომ გაავრცელა,...

ჩემი ინტერვიუს დროს შემოიყვანეს სტუდიაში, მოაწყვეს – ხაზარაძე ელისაშვილთან დაპირისპირებაზე

"ჩემი ინტერვიუს დროს შემოიყვანეს დაუძახეს სტუდიაში მათ და მოაწყვეს."- ასე პასუხობს  “ლელოს” თავჯდომარე მამუკა...

თვალებში შემომხედე! ცოტა ახლოს ხო არ დაგენახო?! – ალეკო ელისაშვილის და მამუკა ხაზარაძის დაპირისპირება...

თვალებში შემომხედე! ცოტა ახლოს ხო არ დაგენახო?!  არ მითხარი, ომია ძმაო და მერე რამე...

საქართველოში არაერთი მილიონერია და შეეძლოთ ქვეყნისთვის მილიონი დოზა ეჩუქებინათ – კულუმბეგოვი ვაქცინაზე

"საქართველოში არაერთი მილიონერია და შეეძლოთ ქვეყნისთვის მილიონი დოზა ვაქცინა ეჩუქებინათ "- ამის შესახებ ალერგოლოგმა...

ყირიმის ანექსიის მხარდაჭერის გამო, კირკოროვს ლიეტუვაში შესვლა 5 წლით აეკრძალა

ყირიმის ანექსიის მხარდაჭერის გამო, ლიეტვუამ მომღერალი, ფილიპ კირკოროვი არასასურველი პირების სიაში შეიყვანა და ქვეყანაში...

ვნანობ რომ ასე ღრმად შევტოპეთ ამ ტალახის სროლაში – ალეკო ელისაშვილი

"მეტისმეტი მოგვდის და ძალიან ღრმად შევტოპეთ ამ ტალახის სროლაში "- ეს განცხადება პარტია "მოქალაქეების"...

სად შეეთრევა და სად გამოეთრევა ვის რაში ანაღვლებს? – გიგი უგულავა იაგო ხვიჩიაზე

"სად შეეთრევა და სად გამოეთრევა, ვის რაში ანაღვლებს?" - ეს განცხადება "ევროპული საქართველოს" გენერალურმა...

სავარაუდოდ წელს ვერ მოვახერხებთ სრულ ვაქცინაციას – ვახტანგ კალოიანი

"სავარაუდოდ წელს ვერ მოვახერხებთ სრულ ვაქცინაციას " - ამის შესახებ მან, ანესთეზიოლოგმა ვახტანგ კალოიანმა ...

სხვა სიახლეები

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, თუმცა ივანიშვილმა აშკარად აჩვენა, ვის ხელშია რეალური...

ჯანმრთელობა

კოვიდგადატანილთა მესამედი კვლავ საავადმყოფოებში ხვდება– ახალი კვლევა

პანდემიის პირველი ტალღისას კორონავირუსით დაინფიცირებულ  და გამოჯანმრთელებულ ბრიტანელ პაციენტთა  30% შემდგომი 5 თვის განმავლობაში კვლავ საავადმყოფოში მოხვდა. ამის შესახებ ლესტერის უნივერსიტეტის და სტატისტიკის ეროვნული...

შოუ ბიზნესი

“რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ“–ნინი ქარსელაძის დედა აღიარებს, რომ მისი შვილი გათხოვდა

ნინი ქარსელაძის დედა, ხათუნა ჟორდანია ფეისბუქზე წერს, რომ მისი შვილი გათხოვდა: “რადგან ბევრმა სააგენტომ გაავრცელა, დავწერ მეც!!!! ჩემი შვილი გათხოვდა უკვე დიდი ხანია რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ. ახლა...

ვიდეო