ნახევარი წელი პანდემიის გამოცხადებიდან: შესაძლებელია თუ არა კოლექტიური იმუნიტეტი და აქვს თუ არა აზრი ვაქცინის ლოდინს

11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ აღიარა, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მცდელობა უშედეგოდ დასრულდა და ეპიდემიამ გლობალური მაშტაბი გიიღო. დადასტურებული დიაგნოზების რაოდენობა მაშინ 125 ათასს ოდნავ გადასცილდა, თუმცა გათვლები აშკარად მეტყველებდა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო და წინ ნამდვილი კრიზისი გველოდა.

კითხვაზე, როგორ მოვერიოთ პანდემიას, მეცნიერებს არანაირი პასუხი არ ქონდათ, იდუმალი ვირუსის შესახებ პრაქტიკულად არაფერი იყო ცნობილი: არც მისი წარმომავლობა, არც მისი გავრცელების გზები, და არც ის, კონკრეტულად რა სიმპტომებით შეიძლებოდა მისი განსაზღვრა.

იყო ორი ვარიანტი, და ორივე სრულიად უცნობი და გაურკვეველი გზით სიარულს ნიშნავდა.

პირველი: გარე სამყაროსთან ნებისმიერი კონტაქტების მაქსიმალურად შეზღუდვა და ლოდინი, როდის შეიქმნება ვაქცინა. თუმცა, ვერავინ ამბობდა რამდენ ხანს მოგვიწევდა ლოდინი, ან საერთოდ შესაძლებელი იყო თუ არა ეფექტური ვაქცინის შექმნა.

მეორე: შეგუება, რომ ვირუსი ადრე თუ გვიან ყველა ადამიანამდე მიაღწევდა და ამ პროცესში ნაკლები ჩარევა, ანუ კოლექტიური იმუნიტეტის გამომუშავების გზით წასვლა. ასეთი სტრატეგია ვირუსის შესახებ ინფორმაციის კატასტროფული ნაკლებობის პირობებში ძალიან სარისკოდ ჩანდა, მისი შედეგები კი ძალიან არაპროგნოზირებადად.

ევროპული ქვეყნების უმრავლესობამ გადაწყვიტა არ გაერისკათ: მათ საზღვრები ჩაკეტეს და მკაცრი კარანტინი შემოიღეს. ზოგმა, მაგალითად შვედეთმა და ბელორუსმა გადაწყვიტეს იძულებით იზოლაციაზე უარი ეთქვათ და მეორე ვარიანტი აირჩიეს.

ეპიდემიის განვითარება ორი პარალელური სცენარით წავიდა.

პანდემიის ოფიციალურად გამოცხადებიდან ნახევარი წლის შემდეგ დაინფიცირების სტატისტიკა ყოველდღიურად 300–350 ათასი ადამიანით იზრდება, კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი კი მილიონს უახლოვდება. თუმცა, მეცნიერებს კვლავ არ აქვთ ნათელი პასუხი კითხვაზე, ორიდან რომელი ვარიანტი იყო სწორი და საბოლოო ჯამში რომელი აღმოჩნდება უფრო ეფექტური.

სამი თვის წინ ისე ჩანდა, თითქოს შვედეთმა შეცდომა დაუშვა: სხვა ქვეყნებთან შედარებით სიკვდილიანობის მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე იქ ძალიან მაღალი იყო, თუმცა სექტემბრის შუა პერიოდისთვის სიტუაცია პრინციპულად შეიცვალა: ახლა შვედური სტატისტიკა აშკარად უკეთ გამოიყურება, ვიდრე თუნდაც ბრიტანეთში, იტალიაში, ესპანეთში ან აშშ–ში.

ასეა თუ ისე, ბოლო ექვსი თვის მანძილზე ვირუსის შესახებ ბევრი რამ გავიგეთ. მაგალითად, მსოფლიოში უკვე Covid19–ით განმეორებითი დაინფიცირების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც გაჩნდა ეჭვი, რომ დაავადება შესაძლოა მისი გადატანის შემდეგ მყარ იმუნიტეტს არ ტოვებდეს.

ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ვაქცინის შემუშავებაზე მუშაობა უაზრობაა? და შესაძლებელია თუ არა საერთოდ ახალი კორონავირუსის მიმართ კოლექტიური იმუნიტეტის გამომუშავება?

მოდით გავიხსენოთ, რა არის საერთოდ კოლექტიური იმუნიტეტი და როგორ მუშაობს ის.

კოლექტიურ იმუნიტეტს უწოდებენ სიტუაციას, როცა ესა თუ ის ინფექცია გარკვეული ჯგუფის შიგნით თავისუფლად ვერ ვრცელდება, რადგან ამ ჯგუფის დიდ ნაწილს დაავადების მიმართ მდგრადობა გააჩნია აცრის, ან იმის გამო, რომ ეს დაავადება უკვე გადატანილი აქვს.

თუ ადამიანი არ ინფიცირდება, ის ინფექციასაც არ ავრცელებს, შესაბამისად მისი იმუნიტეტი ვირუსისგან ირიბად  სხვა ადამიანებსაც იცავს.

თითქოსდა ძნელი გამოსათვლელი არ არის კოლექტიური იმუნიტეტის ზღვარი: რამდენი ადამიანი უნდა დაავადდეს ან ვაქცინა გაიკეთოს, რომ დაცვა გარშემომყოფებზეც გავრცელდეს.

დაავადებების უმრავლესობისთვის ეს ციფრი მართლაც ცნობილია და როგორც წესი, საკმაოდ მაღალია. მაგალითად, წითელასგან ეფექტიური დაცვისთვის ამ ძალიან გადამდები დაავადებისგან მოსახლეობის 90–95% უნდა იყოს აცრილი. რაც შეეხება პოლიომელიტს, ის ნაკლებად გადამდებია და მისგან დასაცავად ეს მაჩვენებელი მოსახლეობის 80–85%–ს შეადგენს.

გასაკვირი არ არის, რომ მარტში, როცა ცნობილი გახდა, რომ ვირუსი ადრე თუ გვიან ყველა ადამიანამდე მიაღწევდა, ექსპერტების დიდი ნაწილი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა კოლექტიური იმუნიტეტის გზის არჩევას.

“თუ ვირუსი ყველას დაემართება, და თუნდაც უმრავლესობამ  კოვიდ19 უსიმპტომოდ გადაიტანოს, შედეგად ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპება. ვირუსი საშიშია არა მხოლოდ ასაკოვნებისთვის, ის სარისკოა ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის, რომლებსაც თანმდევი დაავადებები აქვთ. იმის გათვალისწინებით, რამდენი ადამიანია აშშ–ში დიაბეტით, სიმსუქნით, ჰიპერტონიით დაავადებული, თუ ყველა დაინფიცირდება გარდაცვლილთა რაოდენობა კატასტროფული იქნება. ეს სრულიად მიუღებელი ვარიანტია“ – აცხადებდა აშშ–ს მთავარი ეპიდემიოლოგი ენტონი ფაუჩი.

“არსებობს მოსაზრება, რომ კოლექტიური იმუნიტეტის სტრატეგია ერთ–ერთი შესაძლებელი გზაა. არადა ეს სასიკვდილო განაჩენია! ჩვენ ასეთ ვარიანტს არც განვიხილავთ!“– კატეგორიულად აცხადებდა ავსტრალიის პრემიერ მინისტრი სკოტ მორისონი.

ეშმაკი დეტალებშია:

თუმცა, არავინ დაობს, რომ კორონავირუსთან ბრძოლის მეთოდების შესახებ გადაწყვეტილების მიღება წითელას ან პოლიომელიტის მონაცემებზე დაყრდნობით მინიმუმ უცნაურია. რა არის კოლექტიური იმუნიტეტის ზღუვრული ნიშნული კორონავირუსისთვის?

მისი გამოთვლა ადვილი არ არის. ეშმაკი, როგორც ყოველთვის დეტალებშია. გასათვალისწინებელია ათობით ფაქტქორი: ზუსტად როგორ გადადის ვირუსი, რამდენად გადამდებია ის გარშემომყოფთათვის, ახდენს თუ არა გავლენას გადადებაზე სიმპტომების არსებობა, ინფიცირებულის სოციალური აქტივობის დონე და ა.შ.

ახალი კორონავირუსის შემთხვევაში ბევრი ეს მაჩვენებელი სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში მნიშვნელოვნად განსხვავდება, ზოგჯერ კი სრულიად უცნობია, რაც კიდევ უფრო ართულებს გამოთვლებს.

თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დაახლოებითი გამოთვლა არ შეიძლება. და ასეთ გამოთვლებს რამდენიმე სამეცნიერო კვლევა მიეძღვნა.

კოლექტიური იმუნიტეტი უკვე რეალობაა?

ნახევარი წლის წინ, როცა ქვეყნები ფიქრობდნენ, შემოეღოთ თუ არა კარანტინი, ხელისუფლებების საბოლოო გადაწყვეტილება დიდწილად იმით იყო ნაკარნახევი, რომ კოლექტიური იმუნიტეტის ზღვრული მაჩვენებელი მეცნიერებმა 60%–ით შეაფასეს.

დაინფიცირებულთა რიცხვის სწრაფი ზრდის, ვირუსის შესახებ ინფორმაციის კატასტროფული უკმარისობის და შედარებით მაღალი სიკვდილიანობის გათვალისწინებით კოლექტიურ იმუნიტეტზე აქცენტის გაკეთება ასობით ათასი და შესაძლოა მილიონობით ადამიანის სიკვდილის საფრთხეს შეიცავდა.

თუმცა, უკვე ივლისის ბოლოს გამოჩნდა კვლევა, სადაც ამტკიცებდნენ, რომ კოვიდ 19–ის კოლექტიური იმუნიტეტის ზღვრული ნიშნული დაახლოებით 40%–ია. კვლევის ავტორები ამას იმით ასაბუთებდნენ, რომ დაავადება ძირითადად ახალგაზრდებში და საშუალო ასაკის ადამიანებში ვრცელდება, მათი იმუნიტეტი კი უფრო ძლიერია, ვიდრე მოხუცების და ბავშვების.

ამავე სტატიაში გამოითქვა ეჭვი მკაცრი შემზღუდავი ზომების ეფექტურობის შესახებ, რომელთა გაუქმებამ შეიძლება ინფექციის ახალი აფეთქების პროვოცირება გამოიწვიოს:

“თუ სიტუაციაში არაფარმაცევტული ჩარევა ძალიან მაღალია, კოლექტიური იმუნიტეტი არ მიიღწევა. ასეთ შემთხვევაში საკარანტინო ზომების სწრაფი გაუქმება დაავადების აფეთქებას იწევს“ – წერია კვლევაში.

სექტემბრის შუა პერიოდში, ამ კვლევამ, რომელიც სტოკჰოლმის უნივერსიტეტის პროფესორმა, ტომ ბრიტონმა დაწერა, სამეცნიერო თანამეგობრობის დამოუკიდებელი რეცენზია გაიარა და ჟურნალ Science–ში გამოქვეყნდა.

თუმცა კოლექტიური იმუნიტეტის თემაზე ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელ კვლევებში უფრო დაბალი შეფასებებიც არსებობს.

მაგალითად, როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის ერთ–ერთი კვლევის ავტორები ამტკიცებენ,  იმისათვის, რომ დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი ტალღა არ წარმოიქმნას, ვირუსის იმუნიტეტი მხოლოდ მოსახლეობის 20%–ს უნდა ქონდეს.

გლაზგოს უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფი კი საერთოდაც 10–20%–იან მაჩვენებელზე საუბრობს, რომელიც მათი აზრით საკმარისია იმისათვის, რომ საზოგადოებას კოლექტიური იმუნიტეტი ქონდეს.

ექსპერტების დიდი ნაწილი ეჭვობს, რომ ზღვრული ნიშნული შესაძლოა ასეთი დაბალი იყოს, თუმცა სრულიად ცხადია, რომ ვირუსის გავრცელება სრულიად არაორდინარულად ხდება.

მსხვილ ქალაქებში, რომლებიც კორონავირუსის ეპიდემიით ყველაზე მეტად დაზარალდნენ– ნიუ იორკში, ლონდონში, ნიუ დელიში, ინფექციაგადატანილთა წილი შედარებით მაღალია. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ეს შეიძლება საკმარისი იყოს იმისათვის, რომ იქ კოლექტიური იმუნიტეტი ჩამოყალიბდეს.

თუმცა, ზემოთჩამოთვლილი კვლევების მიუხედავად ჯანმო კვლავინდებურად დარწმუნებულია, რომ მთავარი ფსონის დადება კოლექტიურ იმუნიტეტზე დაუშვებელია.

პლანეტის მაშტაბით ჩვენ ახლოსაც არ მივსულვათ იმუნიტეტის იმ დონესთან, რომელიც საკმარისია დაავადების გავრცელების შესაჩერებლად – განაცხადა 21 აგვისტოს ირლანდიელმა ეპიდემიოლოგმა მაიკლ რაიანმა, რომელიც ჯანმოს საგანგებო სიტუაციების პროგრამას ხელმძღვანელობს. ეს პრობლემის გადაწყვეტა არ არის და ამ მიმართულებით ძებნა არც ღირს.–თქვა მან.

მისი ეს აზრი ზუსტად რამდენიმე დღეში დადასტურდა, როცა მედიკოსებმა კოვიდ 19-ით განმეორებითი დაინფიცირების შემთხვევების შესახებ განაცხადეს.

ჯანმოს ხელმძღვანელი თვლის, რომ ვერცერთი ქვეყანა ვერ მოერევა ეპიდემიას, სანამ ვაქცინა არ გვექნება. “თუმცა, არ გვაქვს გარანტია, რომ ვაქცინის შემუშავება მოხერხდება, და თუნდაც ის შეიქმნას, თავისთავად პანდემიას ვერ მოუღებს ბოლოს“– ამბობს ტედროს გებრეიესუსი.

ამავე დროს, იელის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის პროფესორი, სიდნი შპიზელი საკმაოდ ოპტიმისტურად არის განწყობილი. მისი თქმით, განმეორებითი დაინფიცირების შემთხვევები ძალიან მცირეა სწორედ იმიტომ, რომ პაციენტების უდიდესი ნაწილი გამოჯანმრთელების შემდეგ კორონავირუსის მიმართ იმუნიტეტს გამოიმუშავებს. და ადრე თუ გვიან, ვაქცინით, ან მის გარეშე ის კოლექტიურ იმუნიტეტად იქცევა.

მეცნიერები დაუსრულებლად იმეორებენ, რომ ახალი დაავადების შესახებ მეტისმეტად ცოტა ვიცით. მაგალითად, სრულიად გაუგებარია, რატომ რჩება ზოგი პაციენტის სისხლში გამოჯანმრთელების შემდეგ ძალიან ბევრი ანტისხეული, ზოგთან კი პრაქტიკულად არ რჩება.

თუ პროფესორ ბრიტონის გათვლებს ვენდობით, კოლექტიური იმუნიტეტის მიღწევა ინგლისში იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუ ვირუსს 24 მილიონი ადამიანი გადაიტანდა. იმავე ეფექტის ვაქცინით მისაღწევად კი 33.6 მილიონი ინგლისელის აცრა იქნებოდა საჭირო.

თუმცა, როგორც მეცნიერები გვახსენებენ, არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ ეფექტური ვაქცინა საერთოდ შეიქმნება. და თუნდაც ის შექმნას, იქნება თუ არა უფრო ეფექტური, ვიდრე ბუნებრივი გზით შეძენილი იმუნიტეტი.

“ვაქცინამ მართლაც შეიძლება გამოიწვიოს განსხვავებული იმუნური პასუხი იმისგან, რასაც ბუნებრივი გზით გამომუშავებული, ანუ დაავადების გადატანის შედეგად შეძენილი იმუნიტეტი იძლევა. ანუ უფრო უფრო ეფექტური და ხანგრძლივი დაცვა შეძლოს ვირუსისგან, ვიდრე ბუნებრივმა იმუნიტეტმა“– ამბობს ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფეორი, სამარ მეტა, რომლის აზრით კოლექტიური იმუნიტეტი შესაძლოა იმაზე ახლოს იყოს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

 

 

მოძებნა ჩემი ყველაზე „სუსტი“ ადგილი- მომღერალ სოფო გელოვანს კორონავირუსმა ხმა წაართვა

"მოძებნა ჩემი ყველაზე „სუსტი“ ადგილი"-  ამის შესახებ მომღერალმა სოფო გელოვანმა სოციალურ ქსელში დაწერა. „დღეს მე...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, 18:47 საათზე, საქართველოში მიწისძვრა...

კრიმინალები გრძნობენ, რომ ივანიშვილს რამდენიმე დღე დარჩა და იმიტომ დაიწყეს ხალხის ხოცვა – სააკაშვილი

"კრიმინალები გრძნობენ, რომ ივანიშვილს დარჩა რამდენიმე დღე და იმიტომ დაეცნენ ბანკებს, მაღაზიებს, იმიტომ დაიწყეს...

“ორი მძევალ-სპიკერი ჰყავდა მძარცველს და ორივე ნაცი“–ქართული ოცნების პიარ მრჩეველი

ქართული ოცნების პიარ მრჩეველი, ლაშა ნაცვლიშვილი ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალში მძევლების აყვანის ფაქტს ფეისბუქ...

ჩვენი ურთიერთობები კეთილმეზობლობის კარგი მაგალითია- ალიევი საქართველოზე

ჩვენი ურთიერთობები საქართველოსთან კეთილმეზობლობის კარგი მაგალითია, - აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ...

მივიღეთ პირობა, რომ 22:00 საათზე რესტორნების დახურვის საკითხი გადაიხედება – რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელისა და ვიცე-პრეზიდენტის, შოთა ბურჯანაძის თქმით, 22:00 საათზე რესტორნების დახურვის შესახებ გადაწყვეტილება შესაძლოა გადაიხედოს....

როგორ გადასცა ავთანდილ გალდავამ თანხა თავდამსხმელს – ვიდეო

ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ გადასცა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსმა, ავთანდილ გალდავამ თანხა ზუგდიდში...

გლდანის ციხის საკარანტინე სივრცეში ორ ბრალდებულს კორონავირუსი დაუდასტურდა

გლდანის #8 დაწესებულების საკარანტინე სივრცეში მყოფ ორ ბრალდებულს კორონავირუსი დაუდასტურდა. პენიტენციური სამსახურში  აცხადებენ, რომ...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო