ნახეთ, რას გააკეთებს სამსახურიდან დამამცირებლად გაგდებული მეომარი – ყოფილი სამხედრო

ყოფილი სამხედრო, დავით ნემსაძე სოციალურ ქსელში ზუგდიდში მომხდარ ფაქტზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს და ამბობს, რომ თავდამსხმელი სავარაუდოდ სამხედრო პირია.

“გულისტკივილით ვადევნებ თვალს ,,ზუგდიდურ ძარცვას” ეს უფრო მეტია ვიდრე ახირებული ტიპის მიერ ბანკში ჰოლიუდური სცენარით შეჭრა. როგორც არმიის სამოქალაქო კონტროლის ჯგუფის ხელმძღვანელი სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, საქმე გვაქვს კარგად მომზადებულ ყოფილ სამხედრო პირთან”,- წერს ნემსაძე.

მისი განმარტებით, თავდამსხმელი მოძრაობის (გადაადგილების) იარაღის ტარების, დგომის და ჯდომის მანერით ავლენს სამხედრო პირისთვის დამახასიათელ უნარ-ჩვევებს.
“რაც შეეხება სამხედრო ფორმას რომელიც მას ეცვა აშკარაა რომ ესაა საველე პირობებში უკვე ექსპლუატირებული ე.წ. მულტიგამის ტიპის დაფოთვლის უნიფორმა, რომელსაც დღეს ქართული არმია მოიხმარს. პირს სამხედრო ბატინკი ეცვა ერაყში ,,ქვიშის ქარიშხალის” ოპერაციის დროს გამოყენებული მოდელი, თასმები შეკრული ჰქონდა სპეციფიური ხვეულით რომელ ხვეულსაც (სკვნილს) ქვეით ჯარებში იყენებენ. განტვირთვის ჟილეტის მარჯვენა მხარეს ეკიდა ე.წ. სამაგრი (კარაბინი) სამხედრო წესზე იარაღის საჭიროებისამებრ დასამაგრებლად”,- ამბობს ყოფილი სამხედრო.

მისივე განცხადებით, თავდამსხმელს კარგად ჰქონდა შეგნებული, რაზეც წავიდა, შეიარაღებული იყო რუსული წარმოების კალაშნიკოვის АК-74 ტიპის ავტომატური იარაღით, ეკეთა 70-იან წლებში გამოშვებული მჭიდი, განტვირთვის ჟილეტში ასევე მოთავსებული ჰქონდა დამატებითი საბრძოლო მასალა. დაახლოებით ოთხი მჭიდი.

ასევე, ნემსაძის თქმით, ხელში ეჭირა რუსული წარმოების Ф-1 თავდაცვითი ხასიათის ხელყუმბარა, რომელიც გამოიყენება ბარიერიდან ტყორცნით და 200 მეტრში გამოირჩევა ეფექტური დაზიანებით. გარდა ამისა, მას პირს ხელყუმბარაზე მოხსნილი ჰქონდა მცველი, რაც ნიშნავს იმას, თუ სნაიპერი მოახდენდა მის მყისიერ ლიკვიდაციას ხელყუმბარა სამ წამში ამოქმედდებოდა.

ყოფილი სამხედრო პირის მტკიცებით, დახურულ სივრცეში ხელყუმბარის აფეთქების ეფექტურობა ორმაგდება, ამიტომ არცერთ იქ მყოფ პირს გადარჩენის შანსი პრაქტიკულად არ ექნებოდა თუ ვინმე საკუთარი სხეულით არ დაფარავდა საბრძოლო მოქმედებაში მოყვანილ ხელყუმბარას.

ნემსაძე ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ შენობის დატოვების დროს პირმა ხელყუმბარა აწია ზემოთ, რათა სავარაუდო ლიკვიდაციის შემთხვევაში ყუმბარის დაცემის ტრაექტორია გამოთვლადი არ ყოფილიყო სნაიპერისთვის, ასეთ გათვლებს კი უცოდინარი პირი ვერ გააკეთებს.

“სამხედრო ფორმაზე რომელიც ეცვა იყო ქართული დროშა, ახეული იყო მხოლოდ ქვედანაყოფის განმასხვავებელი ნიშნები. პირი საკმაოდ დამაჯერებლად მოქმედებდა მას ჰქონდა ბრწყინვალე გამოცდილება კონტრ ტერორისტული ოპერაციების და ეს გამოცდილება ტერორისტული მიზნით გამოიყენა წაიღო ზუსტად იმდენი ფული რამდენის ზიდვასაც შეძლებდა. ნახევარი მილიონი დოლარი რომელიც ერთ ზურგჩანთაში მოთავსდა.

პირმა გაათავისუფლა ყველა შეუძლოდ მყოფი მძევალი და ორსული ქალი, მან ზუსტად იცოდა ტყვეების რა ექვივალენტური რაოდენობით მიაღწევდა სასურველ შედეგს თუ როგორი იქნებოდა ძალოვანთა ოპერატიული რიაქცია და ასევე ზუსტად იცოდა ჩასვრილი და უმაქნისი ივანიშვილის ხელის ბიჭების გომელაურის ლილუაშვილის და სხვა ნაძირლების ქვეშეჯმია წინასაარჩევნო განწყობა. ვინც ამხელას გაბედავს მას იმის იქეთაც ხილული აქვს მისი ბედის გზები… ოკუპირებული ზონები ზუგდიდიდან არც ისე შორია. ტერორიზმი ცალსახა დანაშაულია. მაგრამ ეს უფრო ძარცვა იყო ვიდრე ტერორიზმი”,- წერს დავით ნემსაძე სოციალურ ქსელში.

მისივე განცხადებით, მთავრობა სამხედროებს იყენებს და შემდეგ სამსახურიდან აგდებს, რითაც სახელმწიფოებრივ იდეას ართმევს და შესაბამისად, პროფესიონალ მკვლელად ზრდის.

ნემსაძის ინფორმაციით, ქართულ ოცნებას ასეთი 2000 ვეტერანი ჰყავს გაყრილი, მათი გამგდები “ერთი ნაბი#ვარი” ვალოდია ჩაჩიბაია კი ქართული ოცნების საპარლამენტო სიის 49-ე ნომერია.

“თქვენ ნახეთ რა გააკეთა ერთმა კარგად მომზადებულმა სამხედრომ და რას გააკეთებს 1999 სამსახურიდან დამამცირებლად გაგდებული გამოყენებული მეომარი თუ მათაც ასეთი სიმწრის ტკივილი კრიმინალში გადაუვა.

ზოგადად ბანკები და მათი ნამოქმედარი ბანდიტიზმი განსჯის სხვა თემაა, მაგრამ რა ეშველება საზოგადოებას რომლის ხელისუფლებაც ამ მძარცველზე ბევრად დიდი ავაზაკია?”,- აცხადებს ნემსაძე.

“ძირს “ცრუ მეფე “, ძირს ოლიგარქი! ქვეყანას ანექსიას უმზადებენ!“–თაკო ჩარკვიანი

“სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, თაკო ჩარკვიანი თვლის, რომ ბიძინ ავანიშვილის ხელისუფლება საქართველოს რუსეთის ანექსიისთვის ამზადებს: “ალბათ...

კახი კავსაძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. ის მართვით სუნთქვაზეა

მსახიობი კახი კავსაძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. კლინიკის ხელმძღვანელობა ამ ინფორმაციას ადასტურებს და ამბობს,...

აკრძალვებისა და ჯარიმის მიუხედავად ფიტნესცენტრი “Reformerfitness” ისევ აპირებს მუშაობის გაგრძელებას

ფიტნესცენტრმა, Reformerfitness-მა ქვეყანაში არსებული აკრძალვების მიუხედავად ფუნქციონირება გააგრძელა, რის გამოც ცოტახნისწინ დააჯარიმეს. როგორც ფიტნესცენტრში...

ვინ არის აშშ–ს ახალი პირველი ლედი. ჯო ბაიდენის პირადი ტრაგედია და ახლადარჩეული პრეზიდენტის გამორჩეული...

აშშ–ს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ჯო ბაიდენის მეუღლე, 69 წლის ჯილ ბაიდენი, რომელიც ამერიკის ახალი...

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთს, თავი შეიკავოს მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთს, თავი შეიკავოს მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან.უწყება აბაშიძე-კარასინის ფორმატში გამართულ...

ევროპა საკარანტინო შეზღუდვების შემსუბუქებას იწყებს

ევროპა თანდათანობით საკარანტინო შეზღუდვების გაუქმებას იწყებს, რომლებიც კორონავირუსის მეორე ტალღის გამო შემოიღეს. ლღეს ევროპის...

პარლამენტთან აქციის დროს დაკავებული ორი პირი გაათავისუფლეს

პარლამენტთან აქციის დროს დაკავებული ორი პირი  გაათავისუფლეს. მათ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ცოტა ხნის წინ...

“ზამთრის მარაგი”-სოციალურ ქსელში სამსახურის გარეშე დარჩენილი მოქალაქეების დასახმარებლად ჯგუფი შეიქმნა

სოციალურ ქსელში, მოქალაქეებმა ახალი ჯგუფი შექმნეს, რომელიც მიზნად ისახავს სამსახურის გარეშე დარჩენილი ადამიანების დახმარებას. დღეიდან...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

სისხლის ანალიზის მეთოდი, რომელსაც კიბოს 50 სახეობის ადრეული გამოვლენა შეუძლია ფართომაშტაბიანი გამოცდის სტადიაშია

ბრიტანეთის ჯანდაცვის ნაციონალური სამსახური ფართომაშტაბიანი ცდებისთვის ემზადება, რომლის დროსაც სისხლის ანალიზის ის მეთოდი უნდა გამოიცადოს, რომელიც კიბოს ადგენს. მეთოდი აშშ–ში შემუშავდა. პოტენციურად, ახალი მეთოდის...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო