ნიკა გვარამია მარეგულირებელ კომისიას და ცესკოს მიმართავს

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, მიმართავს კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას და ცესკოს, რომ მათ 10 ოქტომბრამდე მკაფიოდ განსაზღვრონ იმ საარჩევნო რეკლამის  საეთერო ბადეში დასაშვებობა/დაუშვებლობა, სადაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ წარდგენილ კლიპში, მიხეილ სააკაშვილი ფიგურირებს და ის “ხელშემწყობი წინასაარჩევნო აგიტაციაა (რეკლამა), ხოლო ევროპული საქართველოსი – ხელშემშლელი (ანტირეკლამა)”, სადაც ასევე ფიგურირებს მიხეილ სააკაშვილი.

“საზოგადოებას მინდა ვაცნობო, რომ ტელეკომპანია „მთავარ არხს“ მომართეს საარჩევნო სუბიექტებმა ნაციონალურმა მოძრაობამ და ევროპულმა საქართველომ. მათ მოითხოვეს ჩვენს ეთერში პოლიტიკური რეკლამის განთავსება. ორივე კლიპში მონაწილეობს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ამჟამად ჩამორთმეული აქვს საქართველოს მოქალაქეობა და წარმოადგენს უკრაინის მოქალაქეს.

ნაციონალური მოძრაობის კლიპი არის ხელშემწყობი წინასაარჩევნო აგიტაცია (რეკლამა), ხოლო ევროპული საქართველოსი – ხელშემშლელი (ანტირეკლამა). კანონით კი, საარჩევნო რეკლამა გულისხმობს როგორც ხელშემწყობ, ისე ხელშემშლელ რეკლამას და სრულიად ანალოგიურად განიხილავს ორივეს და, შესაბამისად, მათში უცხო ქვეყნის მონაწილეობის საკითხს.

ნორმატიული რეგულაციის ბუნდოვანების გამო, ჩვენ არ განვათავსეთ არც ერთი კლიპი და ამგვარად თავი დავიზღვიეთ, რომ ჩვენს წინააღმდეგ ნეგატიურად მიკერძოებული და არაერთი უკანონო გადაწყვეტილების გამომტანი მარეგულირებელი კომისიისთვის არ მიგვეცა მაღალი ჯარიმის გამოყენების შესაძლებლობა.” – წერს ნიკა გვარამია

აქვე, არხის დამფუძნებელი განმარტავს, რომ ორივე ოპოზიციურმა პარტიამ გააპროტესტა რეკლამის არ განთავსება, რის შემდეგაც, არხმა წერილობით მიმართა კომისიას და ცესკოს,  შესაბამისი ნორმების განმარტების მოთხოვნით. თუმცა, ცესკომ, არხი, მარეგულირებელ კომისიასთან გადაამისამართა.  ამ პასუხის შემდეგ ტელეკომპანია “მთავარი” და ნიკა გვარამია უკვე საჯაროდ მიმართავს უწყებებს, მოახდინონ სათანადო რეაგირება.

“ვინაიდან ორი კომპეტენტური ორგანოსგან ვერ მივიღეთ კონკრეტული შინაარსის შემცველი პასუხი, „მთავარი არხი“ კიდევ ერთხელ, ამჯერად საჯაროდ მიმართავს მარეგულირებელ კომისიას, რომ მოახდინოს სათანადო რეაგირება, აღასრულოს კანონით ექსკლუზიურად მისთვის მინიჭებული ნორმის განმარტების და ბუნდოვანების აღმოფხვრის უფლებამოსილება (რაც, იმავდროულად მისი ვალდებულებაცაა). ჩვენთვის არ წარმოადგენს არავითარ ინტერესს და ვერც სათანადო პასუხად ჩავთვლით მათ ბლანკეტური პასუხებს და შიდაპროცედურულ წარმოდგენებს საკითხის გადაწყვეტასთან დაკავშირებით.

იმ შემთხვევაში, თუ მარეგულირებელი კომისია 10 ოქტომბრამდე არ მოგვცემს კონკრეტული შინაარსის შემცველ პასუხს, ტელეკომპანია „მთავარი არხი“ იმოქმედებს აღმატებული საჯარო ინტერესის შესაბამისად (მოსახლეობის მაქსიმალური წინასაარჩევნო ინფორმირება შემჭიდროვებულ ვადებში), სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების სასარგებლოდ გადაწყვეტს აღნიშნულ საკითხს და 10 ოქტომბრიდან ეთერში განათავსებს ორივე სახის კლიპს.”

ცნობისთვის, არხმა მიმართა კომისიას, განემარტა იმ საარჩევნო რეკლამის დასაშვებობა, სადაც უცხო ქვეყნის მოქალაქე მონაწილეობს, ერთ შემთხვევაში ეს მონაწილეობა დადებით კონტექსტშია, ხოლო მეორე შემთხვევაში უარყოფით.

ამ კითხვის პასუხად მარეგულირებელმა კომისიამ წერილობით პასუხში განმარტა, რომ დასმულ კითხვაზე “პასუხის გაცემა მოითხოვს შეფასებაში შესვლას”.

ხოლო ცესკო-მ არხის მიერ დასმულ კითხვაზე ვერ გასცა კონკრეტული შინაარსის პასუხი.

“ძველი ცოტნე გვიბრუნდება თანდათან…“–ცოტნე გამსახურდიას მეუღლე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

ცოტნე გამსახურდიას მეუღლე, ანა ჯაბაური, რომელიც მასთან ერთად გერმანიის კლინიკაში იმყოფება ფეისბუქზე ქმრის ჯანმრთელობის...

ვინ ჩადებს ინვესტიციას საქართველოში, სადაც ბანკებს ასე ძარცვავენ – გიორგი ვაშაძე

შევარცხვინე ის შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელსაც ეს მძარცველი გაექცა, -ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი...

ბიჭებმაც და გოგოებმაც ექვსთვიანი სამხედრო მომზადების კურსები უნდა გაიარონ – ბადრი ჯაფარიძე

ბიჭებმაც და გოგოებმაც ექვსთვიანი სამხედრო მომზადების კურსები უნდა გაიარონ - ამის შესახებ, საბურთალოზე "ლელოს...

არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ, გაფუჭებაში იცოცხლე, ბადალი არ ჰყავთ -სააკაშვილი ხელისუფლებაზე

"არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ, გაფუჭებაში იცოცხლე, ბადალი არ ჰყავთ" - საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ...

არანაირი კავშირი არ ჰქონდა კრიმინალთან, ბიზნესში ჩართვას აპირებდა – ავჭალაში მოკლულის ოჯახის ადვოკატი

"არანაირი კავშირი არ ჰქონდა კრიმინალთან, ბიზნესში ჩართვას აპირებდა"- ავჭალაში მოკლული ვალერიან ნემსიწვერიძის ოჯახის ადვოკატი...

100-ზე მეტი ოფიცერი რეგიონებში საგანგებო დავალებით არის მივლენილი – სუს-ისა და შსს-ს წინასაარჩევნო გეგმა

100-ზე მეტი ოფიცერი რეგიონებში საგანგებო დავალებით არის მივლენილი. ხელმძღვანელობისგან მათ მიღებული აქვთ დირექტივები, რომ...

10 მილიონი, რომ მოეთხოვათ იმასაც მივცემდითო, მიდით ძარცვეთ აუპატიურეთ – სააკაშვილი

"პოლიციის მინისტრი ამბობს, 10 მილიონი, რომ მოეთხოვათ იმასაც მივცემდითო, მიდით ძარცვეთ აუპატიურეთ  "-საქართველოს მესამე...

სვანეთის სოფელ ლატალის მიმდებარე ტყეში ისევ ხანძარია

სვანეთში, სოფელი ლატალის მიმდებარე ტყეში ხანძარია,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.უწყების ცნობით,...

სხვა სიახლეები

“მეგობრის შვილს დაუდგინდა კოვიდი.ექიმი ეუბნება ხმაზე გეტყობა კარგად ხარ ვერაფრით დაგეხმარებიო”-ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი ფეისბუქზე წერს, რომ მისი მეგობრის შვილს კორონავირუსი დაუდგინდა, თავს ცუდად გრძნობს, თუმცა ექიმები ყურადღებას არ აქცევენ: “ჩემი მეგობრის შვილს, დაუდგინდა კოვიდი.გადაყვანილი ყავთ...

ჯანმრთელობა

მეცნიერებმა ადამიანის თავში დღემდე უცნობი ორგანო აღმოაჩინეს

ჰოლანდიელმა მეცნიერებმა საოცარი აღმოჩენა გააკეთეს: მათ ადამიანის თავში დამალული ორგანო აღმოაჩინეს, რომელიც ძალიან გავს სანერწყვე ჯირკვლების ნაკრებს. აქამდე ითვლებოდა, რომ ადამიანის ორგანიზმის აგებულება დეტალურად იყო...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო