ნიკოლოზ ბასილაშვილის ცოლმა სასამართლოს დამატებითი სარჩელით მიმართა და მისთვის ალიმენტის დაკისრებას ითხოვს

“რუსთავი2-ის“ ინფორმაციით ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ სასამართლოში კიდევ ერთი, დამაზუსტებელი სარჩელი შევიდა.

სარჩელის ავტორი მისი ყოფილი მეუღლე ნელი (ნეკა) დოროყაშვილია. 25 მარტით დათარიღებულ სასარჩელო მოთხოვნაში დოროყაშვილი ჩოგბურთელისთვის ალიმენტის სახით სოლიდური თანხის დაკისრებას მოითხოვს.

ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, “რუსთავი2” სარჩელის დეტალების გახმაურებისგან თავს იკავებს, თუმცა ამბობს, რომ საუბარია წელიწადში დაახლოებით 100 000 ლარზე, რომელიც, სარჩელის მიხედვით, ბავშვის საჭიროებებს უნდა მოხმარდეს.

სარჩელში დეტალურად არის აღწერილი მცირეწლოვნის ყოველთვიური საჭიროებები, რაც მოიცავს მის განათლებას, დასვენებას, შოპინგს, ძიძის, ასევე მძღოლის მომსახურეობას და სხვ.

ნელი დოროყაშვილის ადვოკატი იამზე მარიამიძე “რუსთავი2“-თან ადასტურებს, რომ სასამართლოში მორიგი სარჩელი ნამდვილად შესულია, თუმცა ეს არის არა ახალი, არამედ დამაზუსტებელი სასარჩელო მოთხოვნა.

“პირველ რიგში განვმარტავთ, რომ არანაირი ახალი სარჩელი არ არსებობს. უკვე ერთი წელია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია ორი სარჩელი, ლუკას ბასილაშვილის ჩუქების ხელშეკრულების აღიარების შესახებ და ნელი დოროყაშვილის სარჩელი – ლუკას ბასილაშვილის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრების თაობაზე.

მიმდინარე წლის მარტში შევიტანეთ დაზუსტებული სარჩელები (და არა ახალი) ამ ორ საქმეზე.

ალიმენტის საქმეზე დაზუსტებული სარჩელით შემცირდა მოთხოვნილი ალიმენტის ოდენობა, სადაც საუბარია ბავშვის ხარჯების ნახევრის დაფარვაზე ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან. უცნაური გარემოებაა, როდესაც მხოლოდ 1 მშობელი ფარავს ბავშვის მთლიან ხარჯებს, ამ შემთხვევაში დედა ნელი დოროყაშვილი ხოლო მამა, ნიკოლოზ ბასილაშვილი ფაქტიურად უარს აცხადებს ბავშვის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე და გამოდის რომ სურს ბავშვის ცხოვრების ხარისხის გაუარესება და მხოლოდ მინიმალურო ყველაზე ელემენტარული საჭიროებების დაკმაყოფილება. რეალურად ნელი დოროყაშვილი ითხოვს საერთო შვილის ხარჯების შუაზე გაყოფას ხოლო მოპასუხე მხარე ამას სადავოს ხდის. ესეიგი თუ დედა შვილს ყველაფერს უკეთებს და არაფერს აკლებს მამამ ყველა პასუხისმგებლობა უნდა მოიხსნას ბავშვზე?!

სასამართლოში წარვადგინეთ ამ მოთხოვნის დამადასტურებელი ყველა მტკიცებულება, მათ შორის იმისიც, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს 2020 წლის მარტიდან საერთოდ არანაირი თანხა არ აქვს შვილის სასარგებლოდ გადახდილი. წელიწადზე მეტია საერთოდ არ დაინტერესებულა შვილის ცხოვრების ხარისხით ბატონი ნიკოლოზი,” – ამბობს ნელი დოროყაშვილის ადვოკატი.

რაც შეეხება ნელი დოროყაშვილის მიერ მიღებულ ქონებას, ცნობილია, რომ განქორწინების შემდეგ ჩოგბურთელის მეუღლემ სოლიდური უძრავი ქონება მიიღო, მათ შორისაა საცხოვრებელი სახლი ჭავჭავაძის გამზირზე და კომერციული ფართი გოგებაშვილის ქუჩაზე.

ამ საკითხზე ნელი დოროყაშვილის ადვოკატი განმარტავს:

“სინამდვილეს არ შეესაბამება (სამართლიანობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ) კომენტარები იმის თაობაზე, რომ ნელი დოროყაშვილმა მიიღო 3 მილიონამდე ღირებულების ქონება და დამატებითი თანხების მოთხოვნა არაადექვატურია. ჯერ ერთი, ქონებრივი დავის დროს საქმეში არ ყოფილა აუდიტის დასკვნა და დაზუსტებით ცნობილი ვერ იქნება რა ღირებულების ქონებაზე იყო დავა.

მეორე, ქონებრივ დავაში სადაო იყო 11, უძრავი ქონება და აქედან ნელი დოროყაშვილი დათანხმდა ერთ ბინას და ერთ კომერციულ ფართს. მისი ეს გადაწყვეტილება განაპირობა სამედიატორო შეთანხმებით ნიკოლოზ ბასილაშვილის მიერ ვალდებების აღებამ რომ შვილს აჩუქებდა ერთ ბინას და მისი საჭიროებისათვის ყველა ხარჯს გაიღებდა სპეციალურად მითითებულ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით. არც ერთი ვალდებულება დღემდე შესრულებული არ არის, ნელი დოროყაშვილი არც ელოდა, რომ ნიკოლოზი ამ მინიმალურ პირობებს არ შეასრულებდა. ფაქტიურად ნიკოლოზ ბასილაშვილმა მოტყუებული დატოვა თავისი შვილიც და ყოფილი მეუღლეც.“–ამბობს ადვოკატი იამზე მარიამიძე.

აქვე შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში პარალელურად მიმდინარეობს ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა.

ბრალდების თანახმად, 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნეკა დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.

სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილი 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

“პირველი ქმარი მოძალადე იყო, მცემდა, გავრბოდი“…– ია ფარულავა საკუთარ ისტორიას ყვება

"ღამის კურიერის" ეთერში, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობას მიეძღვნა, თავისი ისტორია მსახიობმა და ტელეწამყვანმა ია...

აშშ–მ რუსეთს სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რუსეთს სანქციები დაუწესა. მიზეზი ამერიკის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სავარაუდო ჩარევა,...

ევროკავშირის საგარეო მინისტრები 19 აპრილს საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ

19 აპრილს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს საგარეო პოლიტიკისა...

ბოლქვაძე მაყაშვილზე: 10 წლის შემდეგ იძახის, რომ ძალადობა მოხდა,10 წელი სად იყო?

"10 წელი სად იყო?"- ასე ეხმიანება უმრავლესობის წევრი ელისო ბოლქვაძე ნინუცა მაყაშვილის ინტერვიუს, რომელშიც...

ბოლქვაძე: ადამიანები იქექებიან ნაგავში, მაგრამ პარიზშიც არის ეგ

ოცნების დეპუტატი ელისო ბოლქვაძე ამბობს, რომ უყურებს, საქართველოში როგორ იქექებიან ადამიანები ნაგავში, თუმცა ეს...

რიონის ხეობის მცველები ქუთაისის მერიამდე მსვლელობას აწყობენ

რიონის ხეობის მცველები სოფელი გუმათიდან ქუთაისის მერიამდე მსვლელობას მართავენ. აქციის ორგანიზატორები მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავენ....

გამყრელიძე: სანთელი დავანთოთ და კვერცხი გავაგოროთ, არ გვინდა იქ ქეიფი და სმა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირამ გამყრელიძე საზოგადოებას მოუწოდებს, საფლავზე არ იქეიფონ. "აღდგომის შემდგომ, ბრწყინვალე...

ზელენსკი: დროა, უკრაინამ და საქართველომ MAP-ზე შემოთავაზება მიიღონ

ქუკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის თქმით, დროა, უკრაინამ და საქართველომ MAP-ის მიღებისა და ევროკავშირში გაწევრიანების გეგმასთან...

სხვა სიახლეები

“დიდი გაჭირვებით გამოვართვით ის გოგო მაშინ ხელიდან!“– მსახიობ ბესო ზანგურს კიდევ ერთ ქალზე ძალადობაში ამხელენ

რუსთაველის თეატრის  მსახიობს, ბესო ზანგურს, ძალადობაში კიდევ ერთი ქალი ამხელს. რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი ფეისბუქზე წერს რომ წ ზანგურის ძალადობას თეატრალურ უნივერსიტეტში შეესწრო: “დიახ, ეს კაცი...

ჯანმრთელობა

“ეს უკიდურესად იშვიათი გართულებაა და რაოდენობრივად ახლოსაც ვერ მოვა კოვიდით გამოწვეულ თრომბოტულ რისკებთან” – ნანა გეგეჭკორი ასტრაზენეკას გვერდით მოვლენებზე

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი ფეისბუქით ეხმაურება ევროპის წამლის სააგენტოს უსაფრთხოების კომიტეტის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ  დადასტურდა უიშვიათესი კავშირები AstraZeneca-ს ვაქცინასა და თრომბის...

შოუ ბიზნესი

“პირველი ქმარი მოძალადე იყო, მცემდა, გავრბოდი“…– ია ფარულავა საკუთარ ისტორიას ყვება

"ღამის კურიერის" ეთერში, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობას მიეძღვნა, თავისი ისტორია მსახიობმა და ტელეწამყვანმა ია ფარულავამაც გაიხსენა. ია ფარულავას თქმით, მისი პირველი ქორწინება  ძალადობრივი შემთხვევებით...

ვიდეო