ნიუ იორკის გუბერნატორ კუომოს ორი თანამშრომელი ქალი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

ნიუ იორკის გუბერნატორს, ენდრიუ კუომოს უკვე მეორე თანაშემწე ადანაშაულებს სექსუალურ შევიწროებაში. 25 წლის ქალი ამბობს, რომ გუბერნატორი კითხვებს უსვამდა მის სექსუალურ ცხოვრებაზე, იმაზე, არის თუ არა მონოგამიური ურთიერთოებში და ქონია თუ არა სექსი ასაკით უფროს მამაკაცებთან.

შარლოტა ბენეტი შტატის გუბერნატორის ადმინისტრაციაში ჯანდაცვის პოლიტიკის თანაშემწე და მრჩეველი იყო გასული წლის ნოემბრამდე, ნოემბერში კი სამსახურიდან წავიდა. ქალი The New York Times–ს უყვება, რომ გუბერნატორი მას სექსუალურად ავიწროებდა გასული წლის გაზაფხულის ბოლოს, როცა შტატი კორონავირუსთან აქტიურ ბრძოლაში იყო ჩართული. ბენეტი ამბობს, რომ ყველაზე შემაშფოთებელი ეპიზოდი 5 ივნისს მოხდა, როცა ის კუომოსთან ერთად შტატის კაპიტოლიუმის ოფისში მარტო იყო. ინტერვიუების სერიაში მან თქვა, რომ გუბერნატორმა მას ბევრი კითხვა დაუსვა პირად ცხოვრებაზე, მათ შორის იმაზე, მისი აზრით აქვს თუ არა ასაკს მნიშვნელობა რომანტიულ ურთიერთობებში და თქვა, რომ ის მზად არის 20–25 წლის ქალებთან ურთიერთობისთვის. ეს კომენტარი ქალის ინტერპრეტაციით სექსუალური ურთიერთობების აშკარა შეთავაზება იყო.

თავად კუომო Times–სთვის გაკეთებულ განცხადებაში ამბობს, რომ ის მხოლოდ მენტორის სტატუსით მოქმედებდა და არასოდეს უცდია ქალბატონ ბენეტთან ფლირტი და გაუმართლებელი საქციელი. ის ამბობს, რომ მოითხოვა ამ საკითხის დამოუკიდებელი შესწავლა და თხოვა ნიუ იორკის მაცხოვრებლებს შედეგებს დაელოდონ, სანამ მას განსჯიან და დასკვნებს გააკეთებენ.

როგორც შარლოტა ბენეტი ამბობს,  ივნისის შეხვედრისას 63 წლის გუბერნატორმა მას შესჩივლა, რომ პანდემიის დროს მარტოობა აწუხებს და თქვა, რომ “ისიც კი არ შეუძლია ვინმეს ჩაეხუტოს“.

ქალი ამბობს, რომ კუომოს არასოდეს უცდია ფიზიკურად შეხებოდა, თუმცა მისი საუბრების ქვეტექსტი აშკარა იყო და ის თვლის, რომ გუბერნატორს მასთან სექსი უნდოდა, რის გამოც თავი უხერხულად იგრძნო და შეეშინდა.

“ვფიქრობდი, როგორ გამოვსულიყავი ამ სიტუაციიდან და გადავწყვიტე, რომ ეს ჩემი სამსახურის დასასრული იყო.“

ბენეტი ამბობს, რომ გუბერნატორ კუომოსთან ურთიერთობაზე მისი აპარატის ხელმძღვანელს, ჯილ დესროსიერს დაელაპარაკა,რის შემდეგაც სხვა სამუშაოზე გადაიყვანეს – ჯანდაცვის პოლიტიკის მრჩევლად, მისი ახალი ოფისი კი კაპიტოლიუმის მოპირდაპირე მხარეს იყო.

ბენეტი ამბობს, რომ ამის შემდეგ მალევე, ივნისის ბოლოს  ვრცელი  განცხადება შეიტანა გუბერნატორის სპეციალურ მრჩეველთან, ჯუდიტ მოგულთან.

თუმცა, როგორც ბენეტი ამბობს საბოლოოდ გადაწყვიტა გამოძიება აღარ მოეთხოვა, რადგან კმაყოფილი იყო ახალი სამუშაოთი და უნდოდა წინ წასულიყო. არანაირი ზომები გუბერნატორის წინააღმდეგ არ იქნა მიღებული.

თავის განცხადებაში გუბერნატორი კუომო შარლოტა ბენეტს შრომისმოყვარე და ფასეულ თანამშრომელს უწოდებს, რომელსაც სრული უფლება აქვს აზრი გამოთქვას. მისი თქმით, ქალი უყვებოდა, რომ სექსუალური ძალადობა გადაიტანა, რის შემდეგაც კუომომ სცადა მისთვის მხარდაჭერა და დახმარება აღმოეჩინა. კუომო ამბობს, რომ ყველაზე ნაკლებად ისურვებდა ქალს ის ეგრძნო, რის შესახებაც ახლა საუბრობს.

გუბერნატორი არ უარყოფს, რომ შარლოტა ბენეტს პირადი ხასიათის კითხვებს უსვამდა, თუმცა განცხადებაში ამბობს, რომ აღარ აპირებს ამ თემაზე კომენტარების გაკეთებას მოკვლევის დასრულებამდე.

შარლოტა ბენეტის განცხადებებს წინ უძღვოდა კიდევ ერთი მსგავსი ბრალდება გუბერნატორის წინააღმდეგ. შტატის ყოფილი ჩინოვნიკი, ლინდსი ბოილანი რომელიც ეკონომიკური განვითარების საკითხებზე მუშაობდა აცხადებს, რომ გუბერნატორი კუომო მას სექსუალურად ავიწროებდა 2016 და 2018 წლებში, ერთხელ კი მას მანჰეტენის ოფისში ტუჩებში აკოცა.

კუომოს ოფისი ბოილანის განცხადებებს სიცურეს უწოდებს, თუმცა მოითხოვს მისი განცხადებების გამოძიება მოხდეს.

ქალების მხრიდან სექსუალური ხასიათის ბრალდებების მიღმა ნიუ იორკის დემოკრატ გუბერნატორს, რომელიც უკვე მესამე ვადით არის არჩეული, სერიოზული პოლიტიკური პრობლემები აქვს. მას იმის გამო უყენებენ ბრალდებებს, რომ პანდემიის დროს შტატის ხანდაზმულთა სახლები სათანადოდ არ დაიცვა.

შარლოტა ბენეტმა ტვიტერზე გაიზიარა ბოილანის სტატუსი რომელშიც ის კუომოს წინააღმდეგ ბრალდებებზე წერდა, და საკუთარი კომენტარიც დაურთო : “ვისაც გაინტერესებთ, როგორია ბატონი კუომოს ადმინისტრაციაში მუშაობა, შეგიძლიათ წაიკითხოთ“.

აქტივისტი: უფროსმა ლეიტენანტმა ხელბორკილი ჩამარტყა თვალში და შუბლის არეში

სამოქალაქო აქტივისტი, დავით კაპანაძე აცხადებს, რომ გიორგი მუმლაძის მხარდამჭერ აქციაზე დაკავების შემდეგ პოლიციის მანქანაში...

სომხეთის პრეზიდენტი საქართველოს ეწვია

სომხეთის პრეზიდენტი, არმენ სარქისიანი თბილისს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. მას თბილისის აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრი,...

სტურუა: თეატრიდან არ მივდივარ, გამაგდეთ და წავალ!

რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი რობერტ სტურუა წერს, რომ თეატრიდან წასვლას არ აპირებს. "დამშვიდდით,...

თურნავა: პანდემიის მიუხედავად საქართველო კვლავაც მიმზიდველია ინვესტიციებისთვის

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ საქართველო ინვესტიციებისთვის კვლავ მიმზიდველია. "პანდემიის მიუხედავად, იმ რეფორმების შედეგად,...

წილოსანი გახარიას 6 თანაგუნდელზე: დატოვონ პარლამენტი

უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი ამბობს, რომ გახარიას თანაგუნდელმა 6-მა დეპუტატმა პარლამენტი უნდა დატოვოს. "მივიჩნევ, რომ...

ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ტელეწამყვან ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე ბრალდებული სამი პირი სულიკო საყევარაშვილი, გიორგი სახელაშვილი და ვაჟა...

კალაძე: კვლევები ჩავიტარე, ყველანაირად კარგად ვარ

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ კვლევები ჩაიტარა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია. "დამატებით კვლევები...

თვეში ადამიანს მინიმუმ 178 ლარი სჭირდება – საქსტატის მონაცემები

საქსტატი საარსებო მინიმუმთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ 2021 წლის მარტში, საშუალო მომხმარებლის...

სხვა სიახლეები

“დიდი გაჭირვებით გამოვართვით ის გოგო მაშინ ხელიდან!“– მსახიობ ბესო ზანგურს კიდევ ერთ ქალზე ძალადობაში ამხელენ

რუსთაველის თეატრის  მსახიობს, ბესო ზანგურს, ძალადობაში კიდევ ერთი ქალი ამხელს. რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი ფეისბუქზე წერს რომ წ ზანგურის ძალადობას თეატრალურ უნივერსიტეტში შეესწრო: “დიახ, ეს კაცი...

ჯანმრთელობა

“ეს უკიდურესად იშვიათი გართულებაა და რაოდენობრივად ახლოსაც ვერ მოვა კოვიდით გამოწვეულ თრომბოტულ რისკებთან” – ნანა გეგეჭკორი ასტრაზენეკას გვერდით მოვლენებზე

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი ფეისბუქით ეხმაურება ევროპის წამლის სააგენტოს უსაფრთხოების კომიტეტის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ  დადასტურდა უიშვიათესი კავშირები AstraZeneca-ს ვაქცინასა და თრომბის...

შოუ ბიზნესი

“ქალებმა 1937 წელი დაიწყეს! რეპრესიები!” – რობერტ სტურუა ბესო ზანგურის ძალადობის შესახებ ნინუცა მაყაშვილის განცხადებას ეხმაურება

"ვგრძნობდი, რომ ესენი ბოლშევიკები იყვნენ, ნეოკომუნისტები! და ქ ა ლ ე ბ მ ა 1937 წელი დაიწყეს! რ ე პ რ ე ს ი ე ბ ი!"- წერს...

ვიდეო