ოპოზიციის დისკრედიტაციაზე მომუშავე FB გვერდების უკან ია მეტრეველის ორგანიზაცია დგას – ISFED

არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების კვლევით, ოპოზიციის წინააღმდეგ მართული ორგანიზებული დისკრედიტაციული კამპანიის  სამი „ფეისბუქ“ გვერდის: „არქივი • Archive“, „პოლიტიკური მოთვალთვალე“ და „დავასრულოთ“ უკან ია მეტრეველის მიერ დაარსებული ორგანიზაცია „დავასრულოთ“ დგას.

ორგანიზაციის ცნობით, 7 აგვისტოს, იმავე დღეს, როდესაც საქართველოში „ფეისბუქის“ რეკლამების ბიბლიოთეკა სრული სახით ამოქმედდა, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „დავასრულოთ“ დარეგისტრირდა. 12 აგვისტოს გამართულ პრეზენტაციაზე ორგანიზაციის დამფუძნებლებმა განაცხადეს, რომ მათი მიზანი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის “„დასრულებაა“.

ISFED-ის განცხადებით, 22 სექტემბრიდან „ფეისბუქ“ გვერდების „არქივი • Archive“-ის, „პოლიტიკური მოთვალთვალე“ და „დავასრულოთ“ დასპონსორებული პოსტების შესაბამისი დეკლარირების ველში თანხის გადამხდელად  ორგანიზაცია „დავასრულოთ“ მიეთითა, ხოლო საკონტაქტო ინფორმაციად ამავე ორგანიზაციის მისამართი და სატელეფონო ნომერი განთავსდა.

გვერდებმა ოპოზიციური პარტიების, პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედიის წინააღმდეგ აქტიური მადისკრედიტირებელი და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი კამპანია შექმნისთანავე წამოიწყო.

მათი მუშაობა საზოგადოებრივი აზრის ორი მიმართულებით ჩამოყალიბებას ემსახურება:

1. წინა ხელისუფლებაში მყოფი ყველა პოლიტიკოსი წარმოჩნდეს როგორც „რეჟიმის“ წარმომადგენელი და წაიშალოს ზღვარი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და სხვა პარტიებს/ლიდერებს შორის, რომლებიც ამჟამად აღარ წარმოადგენენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“;

2. ის პარტიები და პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს ოპოზიციაში იყვნენ და ამჟამად ამა თუ იმ ფორმით თანამშრომლობენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, პირად კეთილდღეობაზე ორიენტირებულ, ორპირ და უპრინციპო პოლიტიკოსებად წარმოჩინდნენ. ამ მიზნით ხშირად ქვეყნდება მანიპულაციური ვიდეო მასალები სადაც, კონტექსტიდან ამოგლეჯილად, პოლიტიკოსების წარსულში და აწმყოში გაკეთებული განცხადებების კონტრასტია ნაჩვენები.

მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, ორგანიზაციის „დავასრულოთ“ გამგეობის წევრები – იოსებ მანჯავიძე, ია მეტრეველი, გიორგი იაკობაშვილი და როზეტა ჯღამაია არიან. როზეტა ჯღამაია ორგანიზაციის დირექტორის პოზიციასაც იკავებს. როზეტა ჯღამაია და გიორგი იაკობაშვილი ხელმძღვანელობენ საინფორმაციო სააგენტო For.ge-ისაც, რომელიც ა(ა)იპ „კავშირი პრესა – საქართველოს“ სახელით არის რეგისტრირებული.

წადით არჩევნებზე, წადით მშვიდ, სამართლიან არჩევნებზე! – პრეზიდენტი

პრეზიდენი სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას მიმართავს და მოუწოდებს, არჩევნებზე წავიდნენ. „სამ დღეში არჩევნებია! მოგმართავთ ქვეყნისთვის ამ...

არ გამიკვირდება “ოცნებასთან” შეთანხმებული მოქმედებები – კობერიძე ენმ-ს აქციაზე

ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პარტია "ლელოდან" ლევან კობერიძე ენმ–ს მიერ 31 ოქტომბერს აქციის დაგეგმვას...

31-ში პარლამენტის წინ გამარჯვების აქციას ვგეგმავთ – ბარამიძე მდინარაძეს პასუხობს

ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი ბარამიძე ქართული ოცნების ერთერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც...

ბადრი ესებუა სამხედრო სამსახურიდან 2019 წელს დაითხოვეს – თავდაცვის სამინისტრო დოკუმენტს ასაჯაროებს

თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურ დოკუმენტს ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში ბრალდებული პირი - ბადრი...

ამომრჩეველს, ღარიბაშვილის მსგავსად, მამუკა მდინარაძეც ენმ-ს დაშლას ჰპირდება

ქართული ოცნების ერთერთი ლიდერიმ მამუკა მდინარაძე საზოგადოებას პირობას აძლევს, რომ არჩევნების შემდეგ ერთიანი ნაციონალური...

მკვლელი, მოღალატე ბანდა არჩევნების შემდეგ უნდა გაუქმდეს – ღარიბაშვილი ენმ-ზე

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ენს–ა და მის ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს მოღალატეს და მკვლელს უწოდებს...

შიშისგან ტუჩებგათეთრებული ამ შლეგი კობახიძის განცხადება მიუთითებს, რომ მათ წაგების ეშინიათ – უგულავა

"შიშისგან ტუჩებგათეთრებული ამ შლეგი კობახიძის განცხადება მიუთითებს, რომ მათ წაგების ეშინიათ"- „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის...

ხობში, სოფელ ნოჯიხევში მატარებელი ქალს დაეჯახა – ის ადგილზე გარდაიცვალა

ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნოჯიხევში, მატარებელი შუა ხნის ქალს დაეჯახა. ის ადგილზევე გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

“საქართველოს შეუძლია ისწავლოს არა საკუთარ, არამედ სხვის შეცდომებზე“–ზურაბ გურულის და ნანა გეგეჭკორის ერთობლივი სტატია კორონავირუსთან ბრძოლის გამოცდილებაზე

მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზია-რეანიმაციის დეპარტამენტის დირექტორი, მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური პროფესორი, ზურაბ გურული და მისი კოლეგა, ასევე ამერიკაში მცხოვრები ექიმი–კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი, რო­მე­ლიც უკვე...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო