ორი უდანაშაულო ადამიანი შეწირეს პოლიტიკურ დღის წესრიგს – ჯაფარიძე მელაშვილ-ილიჩოვაზე

გირჩის ლიდერი და დიდუბე–ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას დაკავება ხელისუფლების მიერ ეკონომიკური საკითხებიდან ყურადღების გადატანის მცდელობაა.

“მაგ მიმართულებით სიტუაცია უარესდება და ხელისუფლებას არ აწყობს, რომ ეგ იყოს მთავარი სალაპარაკო თემა. ეკონომიკური პრობლემები იმდენად მძიმეა, რომ ყურადღებას ვერ გადაიტან რამე მარტივი თემით, ამიტომ საჭიროა მძიმე და მყვირალა თემა, ასეთი თემაა ქვეყნის ღალატი. ამიტომ 2 უდანაშაულო ადამიანი დაიჭირეს ტყუილად. მოგვიწევს სულ ამაზე ლაპარაკი და აღარ დაგვრჩება დრო იმისთვის, რომ ვილაპარაკოთ იმაზე, რაც მართლა მნიშვნელოვანია. ორი უდანაშაულო ადამიანი შეწირეს საკუთარ პოლიტიკურ დღისწესრიგს, ბინძურად და ცუდად”,– ამბობს ზურაბ ჯაფარიძე ტელეკომპანია კავკასიის ეთერში.

ცნობისთვის, დღეს საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი, ივერი მელაშვილი და საბჭოს წევრი, ნატალია ილიჩოვა დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი საქართველოს საზიანოდ მონიშნეს და “საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს”.

ნებისმიერი სახის პროვოკაცია ან კანონდარღვევა უმკაცრესად იქნება დასჯილი – გახარია

პრემიერი გიორგი გახარიას თქმით, არჩევნების დღემ დემოკრატიულ გარემოში უნდა ჩაიაროს. "ხვალ ჩვენი ქვეყნაში შემდგომი დემოკრატიული...

არჩევნებში მონაწილეობას კლინიკებსა და იზოლაციაში მყოფი 10 845 ამომრჩეველი მიიღებს

ცესკომ იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების სპეციალური სიები დაამტკიცა. უწყების ცნობით, გადასატანი ყუთის მეშვეობით 31 ოქტომბრის...

ჩვენ არ გვჭირდება გამარჯვება წკიპზე, ჩვენ გვჭირდება გამარჯვება ნაღდი – კახიშვილი

ქართული ოცნების ისნის მაჟორიტარობის კანდიდატის, კახი კახიშვილის აზრით, ოცნების ხელისუფლება ადამიანების ღირსებას არ შეხებია. "თქვენ...

გირჩი “ქართულ ოცნებასთან” კოალიციას არ განიხილავს – ზურაბ ჯაფარიძე

„გირჩის" ლიდერი და დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი, ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ მისი პარტია „ქართულ ოცნებასთან"...

“არ შევუქმნით კოალიციას ივანიშვილს” – ოპოზიციურმა პარტიებმა შეთანხმებას ხელი მოაწერეს

ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც ქართულ ოცნებასთან კოალიციას არ შექმნიან. დეკლარაცია, რომელზეც 10-მა...

სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 0.7%-ით შემცირდა

საქსტატის ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკა სექტემბრის თვეში 0.7%-ით შემცირდა. მიმდინარე წელს მშპ-ს კლების საშუალო მაჩვენებელი 5%-ს...

შსს-მ დააკავა ტრაილერის მძღოლი, რომელიც გორთან მიკროავტობუსს დაეჯახა

პოლიციამ გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, სატვირთო ავტომობილის მძღოლი, 1958 წელს...

ვუსამძიმრებ გორთან დაღუპულების ოჯახებს, დასაკარგი მოქალაქეები არ გვყავს – გახარია

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარია გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპული მოქალაქეების ოჯახებს უსამძიმრებს. მისი თქმით, დასაკარგი...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

კორონავირუსმა მუტაცია განიცადა. ევროპაში ვირუსის ახალი შტამი ვრცელდება

ბრიტანეთში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევათა 80%, ირლანდიაში 60%, საფრანგეთსა და შვეიცარიაში 40 %  კორონავირუსის ახალი მუტაციით არის გამოწვეული, რომელიც განსხვავდება გაზაფხულზე არსებული ვირუსის შტამისგან. გენური მუტაცია...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო