ოცნების ნარატივია, თითქოს სააკაშვილი წყვეტს, რა იქნება ოპოზიციის პოზიცია – ჯაფარიძე

გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ოცნების ნარატივია, რომ მოლაპარაკების ერთ მხარეს მიხეილ სააკაშვილი ზის, მეორე მხარეს კი ხელისუფლება.

“სურათის დახატვა ისე, თითქოს სააკაშვილი წყვეტს აქეთ მხარეს ოპოზიციის პოზიცია რა იქნება, არის ჩვეულებრივი ოცნების ნარატივი, რომ აქეთ ჩვენ ვართ და იქით მიშაა. ასე არ არის და ვერც მიშა და ვერც ნაციონალური მოძრაობა ცალმხრივად ვერ გადაწყვეტს, აქეთ მხარეს რა იქნება. გასაგებია, რომ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიაა, მაგრამ ასე არ არის, რომ მათ ერთპიროვნულად რამე გადაწყვიტონ. ვერც მიშა ვერ გადაწყვეტს. მისი საუბარი არის ოცნების წისქვილზე წყლის დასხმა”,– ამბობს ჯაფარიძე ტვ პირველის ეთერში.

მისი აზრით, ენმ არ იტყვის, რომ მათი სახელით აუცილებლად სააკაშვილმა უნდა ილაპარაკოს.

“სერიოზულად და საჯაროდ ნაციონალური მოძრაობა საკითხს არ დააყენებს, რომ ჩვენი სახელით იქ მიშა უნდა იჯდესო. თუ დააყენებს ნაციონალური მოძრაობა, ჩემი და ყველას დამოკიდებულება ცალსახად იქნება, რომ ჩაშლა უნდათ მოლაპარაკებების, იმიტომ, რომ ეგ მაგას ნიშნავს. ნაციონალური მოძრაობა ახლა რომ გამოვიდეს და თქვას, ჩვენგან აუცილებლად მიშამ უნდა ილაპარაკოსო – ცალსახად შემიძლია თქვა, რომ არ იზამენ…”,– აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

ოჯახი დავით კოდუას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს

ბიზნესმენ დავით კოდუას ოჯახი ითხოვს, სასამართლომ დავით კოდუა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლოს და შემაკავებელი ორდერი...

მხარს დავუჭერთ ინიციატივას, რაც განმუხტავს რადიკალიზაცას – ხოჯევანიშვილი ვადამდელ არჩევნებზე

ჩვენ მხარს დავუჭერთ ყველა ისეთ ინიციატივას, რომელიც განმუხტავს რადიკალიზაციას -განაცხადა, გიორგი ხოჯევანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. ...

გახარიამ კიდევ ერთხელ გამოავლინა არათანმიმდევრული დამოკიდებულება – თალაკვაძე

გახარიამ კიდევ ერთხელ გამოავლინა არათანმიმდევრული დამოკიდებულება -ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. "ის არათანმიმდევრული...

გიორგი გახარიას გუნდმა “ქართული ოცნება” დატოვა

გიორგი გახარიას გუნდმა "ქართული ოცნება" დატოვა. საგანგებო განცხადება გიორგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტში გააკეთა. კერძოდ, მმართველი პარტია...

სასაფლაოზე ქეიფი უნდა აიკრძალოს – პაატა იმნაძე

''სასაფლაოზე ქეიფი უნდა აიკრძალოს ''- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 085 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 35 863 კვლევა ტესტით, მათ შორის 23 896...

პოლიციამ „გუმათჰესთან“ რკინის ბარიკადები აღმართა

ცოტახნის წინ ხმაური მოჰყვა, რკინის ბარიკადების აღმართვას "გუმათჰესთან". აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ლევან ხმელიძის განცხადებით, მათ...

პროკურატურამ დააკავა ჯგუფი, რომელმაც ფრანგულ კომპანიას საქართველოში მოტყუებით 450 000 დოლარი გადმოარიცხინა

პროკურატურამ საფრანგეთში რეგისტრირებული კომპანიის დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტი გამოავლინა.  მომხდართან დაკავშირებით,...

სხვა სიახლეები

“მის მსოფლიო 2020“ დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც სცენაზე სკანდალი მოაწყო. ნახეთ ვიდეო

შრი–ლანკის პოლიციამ მის მსოფლიოს ტიტულის მფლობელი დააკავა მას შემდეგ, რაც მან 2021 წლის მის შრი–ლანკას გვირგვინი წაართვა. პუშიპკა დე სილვა, რომელმაც წელს გათხოვილი ქალების სილამაზის...

ჯანმრთელობა

“ეს უკიდურესად იშვიათი გართულებაა და რაოდენობრივად ახლოსაც ვერ მოვა კოვიდით გამოწვეულ თრომბოტულ რისკებთან” – ნანა გეგეჭკორი ასტრაზენეკას გვერდით მოვლენებზე

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი ფეისბუქით ეხმაურება ევროპის წამლის სააგენტოს უსაფრთხოების კომიტეტის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ  დადასტურდა უიშვიათესი კავშირები AstraZeneca-ს ვაქცინასა და თრომბის...

შოუ ბიზნესი

“ქალებმა 1937 წელი დაიწყეს! რეპრესიები!” – რობერტ სტურუა ბესო ზანგურის ძალადობის შესახებ ნინუცა მაყაშვილის განცხადებას ეხმაურება

"ვგრძნობდი, რომ ესენი ბოლშევიკები იყვნენ, ნეოკომუნისტები! და ქ ა ლ ე ბ მ ა 1937 წელი დაიწყეს! რ ე პ რ ე ს ი ე ბ ი!"- წერს...

ვიდეო