პარიზში მომხდარი თავდასხმის სამიზნე “შარლი ებდოს“ რედაქცია იყო, თუმცა ის ამ ოფისიდან დიდი ხანია გადავიდა

ახალკაზრდა მამაკაცი, რომელიც პარასკევს დიდი დანით  ხელში პარიზში შარლი ებდოს ყოფილ ოფისთან ორ ადამიანს  თავს დაესხა აღიარებს, რომ მისი სამიზნე სატირული ჟურნალი შარლი ებდო (Charlie Hebdo) იყო. 18 წლის პაკისტანელი ფრანგული მედიის ინფორმაციით აცხადებს, რომ უნდოდა შური ეძია გამოცემაში გამოქვეყნებული მუჰამედის ახალი კარიკატურების გამო.

2015 წელს, როცა გამოცემამ პირველად გამოაქვეყნა ეს კარიკატურები, ისლამისტები რედაქციას თავს დაესხნენ. მაშინ ჟურნალის 12 თანამშრომელი გარდაიცვალა.

ფრესკა შარლი ებდოს გარდაცვლილი ჟურნალისტების სახსოვრად

რედაქცია მას შემდეგ ამ ოფისიდან გადავიდა და ახალ მისამართს დღემდე ასაიდუმლოებს. შენობაში, სადაც ადრე შალი ებდოს ოფისი  იყო, ამჟამად სატელევიზიო კომპანიის ოფისია.

დაჭრილი ქალი და კაცი ტელეკომპანიის თანამშრომლები არიან, რომლებიც ტელევიზიისთვის სიუჟეტს იღებდნენ. თვითმხილველის თქმით ისინი ოფისის წინ სიგარეტს ეწეოდნენ, როცა მან ყვირილის ხმები გაიგო. ამის შემდეგ კი დაინახა, რომ ერთ–ერთი მათგანი სისხლში იყო მოსვრილი, უკან კი მამაკაცი მისდევდა დანით ხელში.

თავდასხმის შემდეგ პოლიციამ პარიზის 11-ე რაიონი მთლიანად ალყაში მოაქცია. დაიკეტა მეტროს სადგურები, ადგილობრივი სკოლების შესასვლელები და გამოსასვლელები. ეჭვმიტანილი თავდასხმიდან ერთი საათში დააკავეს.

თავდამსხმელი როგორც ჩანს თვლიდა, რომ შარლი ებდოს ოფისი ისევ ძველ მისამართზე მდებარეობდა. ტელეკომპანიის თანამშრომლები კი, რომლებსაც თავს დაესხა შარლი ებდოს თანამშრომლები ეგონა. დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

საფრფანგეთის პრემიერი ჟან კასტეკსი შემთხვევის ადგილზე, რიშარ–ლენუარის ბულვარის რაიონში მივიდა და ადგილობრივი მოსახლეობა დაამშვიდა, რომ მათ საფრთხე არ ემუქრებათ.

დაკავებულის ვინაობა არ საჯაროვდება, თუმცა საფრანგეთის შს მინისტრი,ჟერარ დერმანენი აცხადებს, რომ ეს არის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც 3 წლის წინ საფრანგეთში პაკისტანიდან ჩავიდა.

პოლიციამ თავდასხმასთან დაკავშირებით კიდევ ექვსი ადამიანი დააკავა, მათ შორის ეჭვმიტანილის ბინის მეზობელი. პარასკევს ერთ–ერთი დაკავებული გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც მოწმეებმა დაადასტურეს, რომ ის თავდამსხმელს უკან მისდევდა და მის შეჩერებას ცდილობდა.

ჟერმანენის თქმით, ეს თავდასხმა ისლამური ტერორიზმის მაგალითად უნდა განვიხილოთ და პოლიციამ დღემდე სათანადოდ ვერ შეაფასა, რა საფრთხე ემუქრებათ ამ რაიონის მაცხოვრებლებს.

შარლი ებდოს ტრაგედია. რა მოხდა 5 წლის წინ

2015 წლის იანვარში ორი ჯიხადისტი ძმა შარლი ებდოს პარიზის ოფისში შეიჭრა და 12 ადამიანი დაცხრილა იმის გამო, რომ გამოცემამ წიანსწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურა გამოაქვეყნა.

 

2020 წლის სექტემბერში პარიზში 14 პირის სასამართლო პროცესი დაიწყო, რომლებიც ორი ჯიხადისტი თავდამსხმელის ხელშეწყობაში არიან ბრალდებული. სწორედ ამ სასამართლო პროცესის დაწყების გამო  სექტემბერში ჟურნალმა კვლავ გამოაქვეყნა კარიკატურები, რომლებმაც ხუთი წლის წინ ბევრი მუსულმანის აღშფოთება გამოიწვია. ჟურნალის თანაშრომლები ამბობენ, რომ სასამართლო პორცესის დაწყებისა და კარიკატურების განმეორებით გამოქვეყნების შემდეგ კვლავ უამრავი მუქარა მიიღეს.

“მისი მიზანი ფული იყო, არ ცდილობდა ვინმე დაეზიანა ან მოეკლა“–ყოფილი მძევალი საქართველოს ბანკზე თავდასხმის დეტალებს იხსენებს

ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალში მძევლად აყვანილი ერთ–ერთი მოქალაქე, ერთ-25 წლის მურიკო ბულია ერთ–ერთი მათგანია, ...

მოძებნა ჩემი ყველაზე „სუსტი“ ადგილი- მომღერალ სოფო გელოვანს კორონავირუსმა ხმა წაართვა

"მოძებნა ჩემი ყველაზე „სუსტი“ ადგილი"-  ამის შესახებ მომღერალმა სოფო გელოვანმა სოციალურ ქსელში დაწერა. „დღეს მე...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, 18:47 საათზე, საქართველოში მიწისძვრა...

კრიმინალები გრძნობენ, რომ ივანიშვილს რამდენიმე დღე დარჩა და იმიტომ დაიწყეს ხალხის ხოცვა – სააკაშვილი

"კრიმინალები გრძნობენ, რომ ივანიშვილს დარჩა რამდენიმე დღე და იმიტომ დაეცნენ ბანკებს, მაღაზიებს, იმიტომ დაიწყეს...

“ორი მძევალ-სპიკერი ჰყავდა მძარცველს და ორივე ნაცი“–ქართული ოცნების პიარ მრჩეველი

ქართული ოცნების პიარ მრჩეველი, ლაშა ნაცვლიშვილი ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალში მძევლების აყვანის ფაქტს ფეისბუქ...

ჩვენი ურთიერთობები კეთილმეზობლობის კარგი მაგალითია- ალიევი საქართველოზე

ჩვენი ურთიერთობები საქართველოსთან კეთილმეზობლობის კარგი მაგალითია, - აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ...

მივიღეთ პირობა, რომ 22:00 საათზე რესტორნების დახურვის საკითხი გადაიხედება – რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელისა და ვიცე-პრეზიდენტის, შოთა ბურჯანაძის თქმით, 22:00 საათზე რესტორნების დახურვის შესახებ გადაწყვეტილება შესაძლოა გადაიხედოს....

როგორ გადასცა ავთანდილ გალდავამ თანხა თავდამსხმელს – ვიდეო

ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ გადასცა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსმა, ავთანდილ გალდავამ თანხა ზუგდიდში...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო