პატარა პარტიები რომლებიც ახლა ძლიერდებიან არის თქვენი გადარჩენა–მარგველაშვილი ამომრჩეველს ორპოლუსიანობის დასრულებისკენ მოუწოდებს

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ ამ არჩევნებზე ის არც ნაციონალურ მოძრაობას და არც ქართულ ოცნებას ხმას არ მისცემს და არჩევანს იმ “პატარა პარტიებზე“ გააკეთებს, რომლებსაც მისი აზრით მომავალ პარლამენტში მნიშვნელოვანი გავლენა ექნებათ. მარგველაშვილი ოცნებას და ნაციონალურ მოძრაობას საქართველოს წარსულს უწოდებს და ორპოლიუსიანობის დასრულების აუცილებლობაზე საუბრობს. მისი აზრით დანარჩენი პარტიები არჩევნებზე ბევრად მაღალ შედეგს დადებენ, ვიდრე დღევანდელ რეიტინგებში ჩანს, რადგან ამომრჩეველი, ვისაც არც ნაციონალური მოძრაობა უნდა და არც ქართული ოცნება ბოლო მომენტში მათზე გააკეთებს არჩევანს. ამის შესახებ მარგველაშვილმა ტვ პირველის ეთერში ისაუბრა:

“იყავით მხნედ ამ რთულ ვითარებაში და იყავით მზად, რომ მიხვდეთ არჩევნებზე და შეცვალოთ ეს რეალობა. მე მინდა მოვუწოდო ამომრჩეველს, მიეცით ხმა იმ პატარა პარტიებს, რომლებმაც ხვალ უნდა შექმნან მომავალი საქართველოსი. მიეცით ხმა იმ პარტიებს ამ ორი პოლუსის გარეთ. იცოდეთ, თქვენი ხმა არ დაიკარგება. ეს საარჩევნო სისტემა გაძლევთ იმის გარანტიას, რომ თქვენი რჩეული შევა პარლამენტში და შეცვლის იმ ორპოლუსიან მარაზმს, რომელშიც ამდენი ხანი ვიცხოვრეთ. ეს არის დღეს რეალობა.

ჩვენ ვხედავთ უაღრესად შეშინებულ და დამფრთხალ ხელისუფალს, რომელიც გადადის ძალადობაზე. ძალადობას რომ ხედავ არჩევნებზე უნდა იცოდე, რომ შენი მოწინააღმდეგე არის წაგების პირას.

ივანიშვილს იმ პრეზენტაციაზე  რაც არ უნდა ეთქვა, აღარავის არ სჯერა, არც ქვეყნის შიგნით არც ქვეყნის გარეთ. სულ რომ ეთქვა პარტიის ლიდერს,  რომ ჩემს ფულს ავიღებ, აი ახლა უკვე ვახურდავებ და დაგირიგებთ ხვალ, არავინ აღარ დაუჯერებს, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, ეს ერთი.

მეორე მომენტი: ნაციონალებთან დაპირისპირება უკვე კომიკური გახდა.

მე მაქვს მოლოდინი, რომ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ამ ორი პოლიტიკური პოლუსის გარეთ არიან, ჯამში აიღებენ სერიოზულ ხმებს, რომლებიც იმედი მაქვს რომ მერე დალაგდება საინტერესოდ და კარგად. ამის იმედი მაქვს.ვიღაცეები მეუბნებიან, რომ მე იცი არც ერთი მინდა, არც მეორე და სად არის მესამე?

მე მინდა გითხრათ, ეს მესამე ძალა თქვენ უნდა შექმნათ თქვენი ხმით და ნუ გეშინიათ, ყველა პარტია გავა პარლამენტში რომელსაც თქვენ ხმას მისცემთ. აარჩიეთ რომელიც თქვენ უფრო მოგწონთ და ამ თქვენი ხმით თქვენ შექმენით ეს მესამე ძალა. ნუ დაელოდებით პოლიტიკოსებს.

თქვენ მიეცით ხმა იმ პარტიებს, რომლებიც ამ ორი პოლუსის გარეთ დგანან და თქვენ შექმნით, თქვენი ხელით საქართველოს პარლამენტში იმ ძალას, რომელიც მერე დადებს თამაშის წესებს.

დღეს კონკრეტულ რეალობაში ვცხოვრობთ. ამ კონკრეტული რეალობის მიზანია იმისთვის, რომ ვეღარავინ ვერ გაგიბედოს სამსახურს რომ დაკარგავ ვიღაცამ გითხრას, აბა ეხლა ჩემო კარგო, აიხვიე გუდანაბადი და წადი სადმე სხვა ქვეყანაში იშოვნე სამსახური – ეს რომ ვეღარ ვერცერთმა ხელისუფალმა, ვერც ამან, ვერც წინამ, ამისთვის ხმა უნდა მისცე ისეთ ძალებს, რომლებიც შექმნიან ბალანსს პარლამენტში.

ჩემთვის მიზანია საქართველოს ამომრჩეველმა მისცეს ხმა არა გადამრჩენელს, არამედ თავისი ხელით შექმნას თავისი გადარჩენა, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი ხელისუფალის ხელში არ იყოს მთელი ძალაუფლება, ეს პატარა პოლიტიკური ძალები, რომლებიც ახლა ძლიერდებიან, რომლებსაც საშინლად ურტყავენ სხვათა შორის, რომლებსაც ემტერებიან, ის არის თქვენი გადარჩენა. იმიტომ რომ ისინი პარლამენტში თქვენი ხმების გულისთვის იბრძოლებენ, რომ არავინ აღარ გაგიბედოთ იმის თქმა, რომ თქვენა ხართ სულელები და ლარი იქცევა კარგად, რომ თქვენ უნდა გყავდეთ პირადი ბანკირები და რომ ფული კი დაგპირდნენ, მაგრამ მერე რა, რომ იმ დაპირებებს, რომლებსაც გასცემდნენ შემთხვევით გასცემდნენ. ამის გარანტი არის ის, რომ საქართველოს პარლამენტში არ იყოს ორი პოლიტიკური ძალა.

უნდა იყოს მესამე, დიდი კონგლომერატი, რომელიც იქ გაერთიანდება, თუ დღემდე ვერ შეძლეს გაერთიანება, და უზრუნველყოფენ იმას, რომ თქვენ არ მოგაყენონ შეურაცხყოფა და თქვენი ყოფა აი ამ დონემდე არ დაიყვანოს ნებისმიერმა ხელისუფალმა.“–განაცხადა მარგველაშვილმა.

ის ამ არჩევნებში კენჭისყრას  არ აპირებს და გეგმავს წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ამომრჩეველს აქტიურობისა და ე.წ. პატარა პარტიების მხარდაჭერისკენ მოუწოდოს.

 

 

მე თუ მოვიგე, კობახიძე რჩება! ვაშაა – ელენე ხოშტარია კობახიძის დაპირებაზე

ვაკეში ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი ელენე ხოშტარია ქართული ოცნების გენერალური მდივნის, ირაკლი კობახიძის დადებულ...

ფოთში ადმინისტრაციული შენობიდან კომპიუტერის 2 პროცესორი მოიპარეს

ფოთში ადმინისტრაციული შენობა გაქურდეს. მერის წარმომადგენლის თქმით, წაღებულია კომპიუტერის ორი პროცესორი. მისივე ინფორმაციით, დამნაშავეები, სავარაუდოდ,...

“არ წახვიდე, არ დამტოვო” – ნიკა მელია ირაკლი კობახიძეს

"არ წახვიდე, არ დამტოვო" - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი  ნიკა მელია “ქართული...

ჩვენ სიყვარულით მოვდივართ, ჩვენ სათნოებით მოვდივართ, ეს არის ჩვენი რწმენა – ვოლსკი

დიდუბე-ჩუღურეთში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი, გია ვოლსკი ამბობს, რომ ქართული ოცნება რწმენა "სიყვარულით და...

ირაკლი კობახიძემ ნიკა გვარამიას “ქალაჩუნა” უწოდა

"ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე,  "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს,...

ირაკლი კობახიძემ აღიარა, რომ ტვ “პირველის” ჟურნალისტს ფარულად უსმენენ

ირაკლი კობახიძემ აღიარა, რომ ტვ პირველის ჟურნალისტს ფარულად უსმენენ. ამის შესახებ, მან  "ქართული ოცნების" ...

შვილო, ბადრი, გამოდი, ჩაბარდი პოლიციას – ტარიელ ესებუა შვილს მიმართავს

ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებულ ბადრი ესებუას მამა, ტარიელ ესებუა "კვირასთან" ინტერვიუში საკუთარ...

მთავარი არხის გადამღებ ჯგუფს ქუთაისში ჩართვის აპარატი და კამერა გასტაცეს

"მთავარი არხის" ჟურნალისტს, ირაკლი ვაჩბერაძესა და გადამღებ ჯგუფს ქუთაისში არხის კუთვნილი ტექნიკა გასტაცეს. "ოპერატორის თვალწინ...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

“საქართველოს შეუძლია ისწავლოს არა საკუთარ, არამედ სხვის შეცდომებზე“–ზურაბ გურულის და ნანა გეგეჭკორის ერთობლივი სტატია კორონავირუსთან ბრძოლის გამოცდილებაზე

მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზია-რეანიმაციის დეპარტამენტის დირექტორი, მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური პროფესორი, ზურაბ გურული და მისი კოლეგა, ასევე ამერიკაში მცხოვრები ექიმი–კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი, რო­მე­ლიც უკვე...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო