პირველი გამოსვლაა დარბაზში,თუ რამე სისულელეს ვიტყვი, არ დამცინოთ – მეგრელიშვილი

დღეს ჩემი პირველი გამოსვლაა ამ დარბაზში და თუ რამეს ისეთს ვიტყვი სისულელეს, არ დამცინოთ. გადავწყვიტე, რაც მართლა მაწუხებს ის გითხრათ, ძალიან მაწუხებს შემოსასვლელში რკინის ღობე, რომელსაც რომ უყურებ, თითქოს ისეთი განცდა გაქვს, რომ ციხეში შედიხარ. ყოველ დილას ციხეში შესვლა მე რაღაცნაირად არ მინდა, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„დღეს ჩემი პირველი გამოსვლაა ამ დარბაზში და თუ რამეს ისეთს ვიტყვი სისულელეს, არ დამცინოთ. ასეთი განცდა მაქვს, რომ ბევრი რაღაცა მინდოდა მეთქვა, რადგან პირველი გამოსვლა იყო. გუშინ ვლაპარაკობდით კიდეც, რომ რა არის ასეთი მნიშვნელოვანი თემა, რომელიც შემიძლია ვთქვა. მართალი გითხრათ, ბევრი ვერაფერი ვერ მოვიფიქრე, იმიტომ, რომ ყველა საკითხს შეეხეთ, ფაქტობრივად, ამიტომ, გადავწყვიტე, რაც მართლა მაწუხებს ის გითხრათ, ძალიან მაწუხებს შემოსასვლელში რკინის ღობე, რომელსაც რომ უყურებ, თითქოს ისეთი განცდა გაქვს, რომ ციხეში შედიხარ. ყოველ დილას ციხეში შესვლა მე რაღაცნაირად არ მინდა. ამის გამო დავიწყე თქვენთან კომუნიკაცია, ვის მოსწონს ეს ღობე, ვის არ მოსწონს და უმრავლესობას არ მოსწონს, გარწმუნებთ. გუშინ განათლების კომიტეტში იყო გიორგი კაკაურიძე მოსული და შემთხვევით ვისარგებლე ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი რომ მოვიდა და ვკითხე, ამ კრიზისში რომ ვართ- მეთქი, გამოსვლის რამე ღონისძიება ხომ არ გაქვთ, რომელიც საჯაროდ არ ვიცით- თქო. ბოლო 2 წელიწადში 8 მილიარდი გვაქვს ნასესხები, 1 ქართველი კაცი დაბადებიდან 72 წელი, ვიდრე იცხოვრებს, მაქსიმუმ მილიონ ლარს ქმნის მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში, ანუ ჩვენ 8 ათასი ადამიანი მთელი ცხოვრებით მონებად გავყიდეთ, ფაქტობრივად. საერთოდ პრობლემა არ არისო, – გიორგი კაკაურიძემ მითხრა. შალვა პაპუაშვილსაც ვკითხე, შენ რა აზრის ხარ- მეთქი და შალვა პაპუაშვილმა მითხრა, რომ ეგ შეიძლება ჩვენი კომპეტენცია არ არისო. მე კიდევ რას გეტყვით იცით, ჩემი აზრით, ამ დარბაზის კომპეტენციაა ეს ქვეყანა ჯოჯოხეთად აქციოს თუ სამოთხედ გადააქციოს?! ხოდა ყველაზე მარტივი გადაწყვეტილება მინდა შემოგთავაზოთ, იქნებ ის ღობე ავიღოთ კონსესუნსით,“- განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

“ნოვავაქსის” ვაქცინამ ამერიკული კვლევებით 93%-იანი ეფექტურობა აჩვენა

"ნოვავაქსმა" ბოლო სტადიის კვლევების შედეგები გამოაქვეყნა. ამერიკაში ჩატარებული ცდების თანახმად, კომპანიის ვაქცინა კოვიდ-19-ის და...

ბოლო დროს უშნოდ იყო ატეხილი, ყველას ეძველბიჭებოდა – ელისაშვილი გიორგი ვაშაძეზე

"ბოლო დროს უშნოდ იყო ატეხილი, ყველას ეძველბიჭებოდა "-ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა  „პალიტრანიუსის“...

ბავშვებს იბირებს, შეპირდა პირობების გაუმჯობესებას – მეუფე ნიკოლოზი ომბუდსმენზე

"ბავშვებს იბირებს, შეპირდა პირობების გაუმჯობესებას"- ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი აცხადებს, რომ სახალხო...

კაცს რომელმაც ცოლს სასიკვდილოდ სცემა, პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია,...

ერთი მხრივ ღრმად კორუმპირებულია და მეორე მხრივ, ცენზორი – გვარამია კახა ბექაურზე

"ერთი მხრივ ღრმად კორუმპირებულია და მეორე მხრივ, ცენზორი "- აცხადებს, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი...

მხარს დავუჭერთ საქართველოს რეფორმების გზას – ევროკავშირისა და აშშ-ს ერთობლივი განცხადება

"მხარს დავუჭერთ საქართველოს რეფორმების გზას, მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, ვიმუშაოთ სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის, მდგრადობისა...

შავშვებთან მომხდარი ავტოავარიის საქმეზე სატვირთო ავტომობილის მძღოლს 10 წელი მიუსაჯეს

2020 წლის 29 ოქტომბერს, შავშვებთან მომხდარი ავტოავარიის საქმეზე სატვირთო ავტომობილის მძღოლს გორის რაიონულმა სასამართლომ...

უნდა განვიხილოთ საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი,ეს გააცამტვერებს პუტინის გეგმებს – შაჰინი

"სერიოზულად უნდა განვიხილოთ ნატო-ში უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების საკითხი - მათი გაწევრიანება გააცამტვერებს პუტინის...

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმარს საიდუმლოდ ესტუმრა

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმართან მოულოდნელი ვიზიტისას შენიშნეს. 46 წლის მსახიობი მის პირველ ქმარს, 48 წლის ჯონი ლი მილერს ნიუ იორკში ესტუმრა. ჯოლი ნიუ იორკში ბავშვებთან...

“ნოვავაქსის” ვაქცინამ ამერიკული კვლევებით 93%-იანი ეფექტურობა აჩვენა

"ნოვავაქსმა" ბოლო სტადიის კვლევების შედეგები გამოაქვეყნა. ამერიკაში ჩატარებული ცდების თანახმად, კომპანიის ვაქცინა კოვიდ-19-ის და მისი მრავალი ვარიაციის წინააღმდეგ 90%-ით ეფექტურია. კვლევაში ამერიკის შეერთებული შტატებიდან და...

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმარს საიდუმლოდ ესტუმრა

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმართან მოულოდნელი ვიზიტისას შენიშნეს. 46 წლის მსახიობი მის პირველ ქმარს, 48 წლის ჯონი ლი მილერს ნიუ იორკში ესტუმრა. ჯოლი ნიუ იორკში ბავშვებთან...