“პოლიტიკური კრიზისი რუსული ელფერით“–ფრანგული “ფიგარო“ საქართველოს მოვლენებზე წერს

პოლიტიკური კრიზისი რუსული ელფერით– ასე დაასათაურა ფრანგულმა გამოცემა ფიგარომ სტატია საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ

“პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია საკუთარი პოსტიდან წავიდა ხელმძღვანელობის გადაწყვეტილების პროტესტის ნიშნად. ახალი ეპიზოდი პოლიტიკური კრიზისის ნაწილია, რომელშიც რუსეთი 2019 წლიდან არის ჩართული.“– ასეთია სტატიის გამხსნელი შესავალი, შემდეგ კი საუბარია იმაზე, თუ რამ გამოიწვია ამჟამინდელი პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში:

“რუსეთმა 3.7 მილიონი ქართულის გულები დიდი ხანია დაკარგა. მაგრამ  ახალი კრიზისი, რომელმაც ეს კავკასიური ქვეყანა 2021 წლის დასაწყისიდან შეძრა, მხოლოდ ახალი ეპიზოდია მოვლენათა ჯაჭვში, რომელიც 2019 წლის 20 ივნისს დაიწყო მას შემდეგ, რაც რუსი კომუნისტი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩაჯდა.

მაშინ გავრილოვს მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სხდომა უნდა გაეხსნა და ამ სავარძელში ჩაჯდომა ბუნებრივად ჩათვალა. ამან საქართველოში რამდენიმე კვირიანი პროტესტი გამოიწვია, რადგან ქვეყანა თვლის, რომ რუსეთს მისი ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული მისი სამხედრო ყოფნით და აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონების მხარდაჭერით.

2019 წელს საქართველოს პარლამენტის სპიკერი იძულებული გახდა გადამდგარიყო, რადგან ვერ აღმოაჩინა, რომ მის სავარძელში რუსი დეპუტატი იჯდა. ამჯერად გადადგა პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია. ის ამტკიცებს, რომ არ ეთანხმება დანარჩენ ხელმძღვანელობა და ვარაუდობს, რომ გადაწყვეტილება მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის, ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნას შეუძლია დაძაბულობის ქვეყნისთვის საშიში ზრდა გამოიწვიოს.

პოლიტიზირებული მართლმსაჯულება

16 თებერვალს 1990–იან წლებში რუსეთში გამდიდრებული ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მიერ კონტროლირებულმა პარტიამ, ქართულმა ოცნებამ დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა ნიკა მელიას. კენჭისყრამ ნიადაგი მოამზადა თბილისის სასამართლოს გადაწყვეტილებისთვის, რომელმაც ოთხშაბათს ოპოზიციის ლიდერს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ნიკა მელიას ბრალი ედება იმაში, რომ მან არ შეიტანა გირაო, რომელიც რამდენიმე თვის წინ ელექტრონული სამაჯურის მოხსნის გამო დააკისრეს. თუმცა საქმე არსებითად საფუძველს 2019 წლის 20 ივნისის ღამიდან იღებს, როცა ნიკა მელია ასობით დემონსტრანტთან ერთად პარლამენტში შეჭრას შეეცადა.

ბოლო დღეებში გავრილოვმა ცეცხლზე ნავთი დაასხა. მან შეაქო მმართველი პარტია, რომელიც მისი თქმით ყველაფერს აკეთებს, რათა გადატრიალება, რეპრესიები და დიქტატურა აღკვეთოს ქვეყანაში. მას შემდეგ ყველა ოპოზიციური პარტია ნიკა მელიას უჭერს მხარს და ქართულ მართლმსაჯულებას რუსული შეკვეთით მოქმედებაში ადანაშაულებს. ბოლო წლებში საქართველოში მართლმსაჯულება ხშირად პოლიტიზირებულია.

ეს ახალი პოლიტიკური კრიზისი სამხრეთ კავკასიაში დაძაბული ვითარების ფონზე მიმდინარეობს. რუსეთმა საკუთარი პოზიციები არნახულად გააძლიერა ოქტომბერ–ნოემბერში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში კონფლიქტის დროს. ამ კონფლიქტმა კიდევ ერთ ავტორიტარულ მეზობელს, ერდოღანს საშუალება მისცა მსუბუქად რომ ვქთვათ, ამ რეგიონში გავლენა გაიმყაროს. ამავე დროს, საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია. ქართული ოცნების გამარჯვება იმდენად სადაო გახდა, რომ არცერთი ოპოზიციური პარტია პარლამენტში არ შევიდა.

ხუთშაბათს ქართულმა ოცნებამ ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის მეთაურად დანიშნა. ამ ფრანგულენოვან მამაკაცს უკვე ეკავა ეს პოსტი 2013–2015 წლებში, და ცუდი მოგონებები დატოვა. “ის არაფერს წარმოადგენს, ის მხოლოდ ივანიშვილის მსახურია“– ამბობს დასავლელი დიპლომატი, რომელიც ქართული პოლიტიკის გამოცანებს კარგად იცნობს.“– წერს ფიგარო.

საბერძნეთში საქართველოს საელჩო მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

საბერძნეთში საქართველოს საელჩო მომსახურების წესების ცვლილებების შესახებ განცხადებას ავრცელებს. "საბერძნეთის რესპუბლიკაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, საბერძნეთის...

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოშია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოში ჩამოვიდა. თვითმფრინავი რამდენიმე წუთის წინ დაეშვა. ხვალ ის საქართველოს...

ბოკერია ვერაა თაობებს შორის შუამავლობის სასარგებლო კანდიდატურა – ბერძენიშვილი

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი გიგა ბოკერიას განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ ვინც...

ვაქცინის შემოსატანად ერთი მინისტრი ინდოეთში უნდა იყოს, მეორე ბრიტანეთში – გამყრელიძე

“საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" აღმასრულებელი დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძე ამბობს, რომ ვაქცინის მწარმოებლებთან მოლაპარაკების პროცესში უშუალოდ...

რა შეზღუდვები იხსნება ხვალიდან – გადაწყვეტილება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან, პირველი მარტიდან ქვეყანაში კიდევ რამდენიმე შეზღუდვა მოიხსნება: იხსნება საბავშვო და...

არაფერი გვაქვს ეპიდემიის შესაჩერებლად, დაგვერხა ძალიან მაგრად – ფხაკაძე

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ჩეხეთში არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესახებ სტატიას...

ტვიში და უსახელაური გაქრება, ამას ვამბობ როგორც მეღვინე – სააკაშვილი ნამახვანჰესზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციას სოლიდარობას უცხადებს და ამბობს, რომ...

ნუ შევხედავთ მიშელის ვიზიტს მხოლოდ შიდაპოლიტიკური მოვლენების თვალით – ბოჭორიშვილი

დღეს საქართველოს ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეწვევა. პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი...

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

კიდევ ერთი ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ – აშშ–ს მარეგულირებელმა Johnson & Johnson–ის ვაქცინა ეფექტურად ცნო

ამერიკის მარეგულიერებლმა ორგანომ კორონავირუსის საწინააღმდეგო კომპანია Johnson & Johnson–ის ვაქცინა უსაფრთხოდ და ეფექტურად ცნო რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პრეპარატი უახლოეს დღეებში ის აშშ–ში...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო