ოთხშაბათი, 2 დეკემბერი , 2020, 22:11

ვითომ გულდაწყვეტილია რო არ ვმონაწილეობ თურმე მე ვაყენებ ამომრჩეველს შეურაცხყოფას – ელისაშვილი წულუკიანს პასუხობს

“პოლიტიკურ კულტურას ნუ გვასწავლის”- ასე პასუხობს “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი,  ქართული ოცნების ერთ-ერთი წარმომადგენლის და იუსტიციის ყოფილი მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებას. ელისაშვილის თქმით პოლიტიკურ კულტურაზე შენიშვნას არ მიიღებს, იმიტომ, რომ ქართული ოცნება უკვე წლებია, თავს არიდებს პოლიტიკურ დებატებს.ამის შესახებ ელისაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.

“პოლიტიკური კულტურას ნუ გვასწავლის თეა წულუკიანი, იმიტომ, რომ ისინი უკვე წლებია თავს არიდებენ პოლიტიკურ დებატებს, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ელემენტს პოლიტიკური კულტურისა და დემოკრატიის წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებით. რაც შეეხება საბურთალოს, ახლა რომ ვითომ გულდაწყვეტილია თეა წულუკიანი, რომ მე არ ვმონაწილეობ, თურმე მე ვაყენებ საბურთალოს ამომრჩეველს შეურაცხყოფას. შეურაცხყოფა იყო რა — 93 უბანი იყო, + 3 კორონა უბანი,ოქმების 54%-ში იყო დისბალანსი. ეს ნორმალურია?! უნდა ვთქვა, რომ უი, კი, არაუშავს, ნახევარზე მეტი ოქმები არეულ-დარეულია, მაინც წავალო? ჩემთვის მეორე ტური არის გაყალბების მეორე ტური”, – განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, ცოტახნისწინ თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ მისთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ ამბობს ალეკო ელისაშვილი მეორე ტურზე უარს მხოლოდ იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილმა ასე მოისურვა.

სოხუმში ამბობენ, რომ გრიპის 10 000 ცალი ვაქცინა UNICEF-ისგან მიიღეს და არა საქართველოსგან

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი აცხადებს, რომ გრიპის 10000 ცალი ვაქცინა საქართველოსგან არ მიუღიათ და მათ ...

300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად ელექტრონული განაცხადების მიღება ხვალიდან იწყება

ხვალიდან, 3 დეკემბრიდან, 24 დეკემბრის ჩათვლით 300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად ელექტრონული განაცხადების მიღება იწყება. შემოსავლების სამსახუხურის...

“ვერ ვაპატიეთ ერთმანეთს, როგორც “ჭეშმარიტმა ქართლელებმა” უმნიშვნელო წყენა“–ირაკლი ოქრუაშვილი კობა დავითაშვილს იხენებს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კობა დავითაშვილის გარდაცვალებას ფეისბუქ სტატუსს უძღვნის და მათ მეგობრობას...

პარტიების პარლამენტში შესვლა მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის – კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე იმედს გამოთქვამს, რომ ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შევლენ. "პარლამენტში შესვლას რაც შეეხება,...

თბილისის მეტროს მემანქანე კორონავირუსით გარდაიცვალა

თბილისის მეტროს მემანქანე COVID-19-ით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მეტროს მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფკავშირი „ერთობა 2013"...

არაფერი აქვს საერთო ქრისტეს მოძღვრების ქადაგებასთან – დეკანოზი თამაზი მეუფე ნიკოლოზზე

"არაფერი აქვს საერთო ქრისტეს მოძღვრების ქადაგებასთან"- დეკანოზი თამაზ ლომიძე მიტროპოლიტი ნიკოლოზისთვის iPhone 12 Pro-ს...

მიხედეთ ყველამ თქვენს ქვეყანას – ცერცვაძე უცხოეთში მოღვაწე ქართველ ექიმებს

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ "ქვეყნის სახელისუფლებო ვერტიკალი, ჯანდაცვის სისტემა და მითუმეტეს,...

იმას, რომ სისტემამ არ გაითვალისწინა საფრთხე, არ მოემზადა კოლაფსისთვის, ამას ვერ დავეთანხმები -ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, პანდემიის მართვაში სისტემური შეცდომები დაშვებული არ ყოფილა.როგორც ცერცვაძემ...

სხვა სიახლეები

“საიდან ამდენი ღვარძლი, ბოღმა და სიძულვილი?“– თენგიზ ცერცვაძე კიდევ ერთ კოლეგას უპირისპირდება

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მორიგ ვრცელ წერილს აქვეყნებს და ისევ კოლეგებს უპირისპირდება. ამჯერად მისი კრიტიკის ობიექტი ინფექციონისტი გიორგი კანდელაკია,...

ჯანმრთელობა

ბრიტანეთი კორონავიურსის წინააღმდეგ Pfizer–ის ვაქცინით მასობრივ ვაქცინაციას მომავალი კვირიდან იწყებს

დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც Covid19-ის საწინააღმდეგო Pfizer/BioNTech–ის მიერ შექმნილი ვაქცინა ფართო მოხმარებისთვის დაუშვა. ვაქცინაცია უკვე მომავალ კვირას იწყება. პირველ რიგში ხანდაზმული...

შოუ ბიზნესი

მსახიობმა ელენ პეიჯმა განაცხადა, რომ ტრანსგენდერია და ყველას სთხოვა ამიერიდან ელიოტი დაუძახონ

მსახიობმა ელენ პეიჯმა განაცხადა, რომ ტრანსგენდერია და ყველას სთხოვა მას ელიოტი დაუძახონ, გარდა ამისა, მასზე საუბრისას მამრობითი სქესის აღმნიშვნელი ნაცვალსახელი გამოიყენონ. მსახიობი, რომელიც კანადაში დაიბადა...

ვიდეო