პომპეომ თბილისში მკაცრი მესიჯი უნდა ჩაიტანოს–washington examiner

ამერიკული გამოცემა washington examiner–ის კომენტატორი, ტომ როგანი ბიძინა ივანიშვილს და საქართველოს კიდევ ერთ სტატიას უძღვნის, ამჯერად აშშ–ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს თბილისში დაგეგმილი ვიზიტის კონტექსტში.

გთავაზობთ სტატიის თარგმანს:

სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო მომავალ კვირას, თბილისში ვიზიტისას მკაცრი განცხადებით უნდა გამოვიდეს. მოქმედების აუცილებლობას საქართველოს მთავრობის მზარდი ავტორიტარიზმი განაპირობებს.

ამჟამად სადაო არჩევნების შედეგად დაწყებული პროტესტისას საქართველოს უსაფრთხოების ძალები დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლს და სხვა იარაღს იყენებენ. მართალია ეს ქმედებები სერიოზულია და ადამიანის უფლებების მაშტაბურ უგულებელყოფას გამოხატავს, პრემიერ გიორგი გახარიას მთავრობა  პომპეოს ვიზიტისას პრობლემების მნიშვნელობის შემცირებას შეეცდება. გახარია პომპეოს ვიზიტს წარმოაჩენს როგორც სიგნალს, რომ აშშ სინამდვილეში ძალიან კმაყოფილია ურთიერთობების ამჟამინდელი მდგომარეობით. პომპეომ გახარიას სიმართლის უკეთესი ვერსია უნდა ასწავლოს. კონკრეტულად კი ის, რომ მართალია აშშ ესწრაფვის საქართველოსთან მეგობრობას და ურთიერთხელსაყრელ დიპლომატიურ და ეკონომიკურ ურთიერთობას, მაგრამ ეს არ ნიშნავს თვალის დახუჭვას ავტორიტარიზმის ზრდაზე. სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ პომპეო “გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, რათა მოუწოდოს დემოკრატიული რეფორმების შემდგომი პროგრესისკენ.“ იმედი ვიქონიოთ, რომ დახურულ კარს მიღმა ის უფრო ძლიერ ლექსიკას გამოიყენებს.

მთავარი საწუხარი აქ ბიძინა ივანიშვილია. მილიარდერი ოლიგარქი, რომელიც მმართველ პარტიას – “ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს, რეალური ძალაა, რომელიც სინამდვილეში გახარიას ტახტის უკან დგას. სამწუხაროდ, ივანიშვილს განსაკუთრებული ინტერესი არ გამოუჩენია ,  რომ საკუთარი სიმდიდრე და გავლენა ამ პატარა ქვეყნის გლობალური პერსპექტივების განვითარებისთვის გამოიყენებინა. ამის ნაცვლად მან მოახდინა საქართველოში განვითარებადი კანონის უზენაესობის დეგრადირება და ქვეყნის ჩრდილოელი აგრესორის – რესეთის  თამაში ითამაშა. ივანიშვილმა ეს აშშ–სთან და ევროკავშირთან მისი ქვეყნის ეკონომიკური კავშირებისთვის ძირის გამოთხრით გააკეთა. მაგალითად, მისი წინააღმდეგობა ახალი პორტის მშენებლობის, ინტერნეტის ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელის გაყვანის პროექტების საქმეში  როგორც ჩანს ემსახურებოდა როგორც მის პირად ინტერესებს, ასევე პუტინის სტრატეგიულ დღისწესრიგს.

სწორედ ეს არის პრობლემა: რაც მეტი კონტროლი აქვს პუტინს საქართველოს კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე, მით უფრო უარესდება ამ ქვეყნის ნაციონალური პერსპექტივები.

ასე არ უნდა მოხდეს: აშშ–ს ექსპორტმა საქართველოში 2019 წელს 768 მილიონი დოლარი შეადგინა, ამასთან, აშშ–ს საერთო სავაჭრო ბალანსმა 616 მილიონი დოლარი. არსებობს ბევრად მეტი შესაძლებლობები ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის გაფართოებისთვის. ამავე დროს, ამერიკა–საქართველოს კავშირები უსაფრთხოებისა და სამხედრო სფეროში კარგად არის განვითარებული და ორივე ქვეყანა მონაწილეობს განსაკუთრებით მჭიდრო ანტიტერორისტულ თანამშრომლობაში. ეს არის ფუნდამენტი, რომელზეც შემდგომი განვითარება უნდა დაშენდეს. მაგრამ თუ აშშ არ აიძულებს ივანიშვილს უფრო სერიოზულად მოეკიდოს მის მოვალეობებს საკუთარი ხალხის წინაშე, ურთიერთობების გაუმჯობესების საფუძლები დაინგრევა.

ამიტომაც პომპეომ ნათლად უნდა გააგებინოს საქართველოს ხელისუფლებას, რომ აშშ–ს იყო და კვლავ სურს დარჩეს საქართველოს აქტიურ მეგობრად . მან ასევე ნათლად უნდა გამოხატოს ვაშინგტონის შეშფოთება და ის, რომ  თუ ამერიკა დაინახავს, რომ ოფიციალური თბილისის პატივისცემა საკუთარი ხალხის მიმართ კვლავ მცირდება, პასუხისმგებელი პირები სადამსჯელო ფინანსურ და დიპლომატიურ ზომებს მიიღებენ შედეგად მათი ქმედებების გამო.

სიტუაცია ძალიან მძიმეა, მივექანებით მწვავე პიკისაკენ, რასაც ჯანდაცვის სექტორი ვერ გაუძლებს-ზურაბ გურული

სიტუაცია ძალიან მძიმეა, მივექანებით მწვავე პიკისაკენ და ამ პიკს ჯანდაცვის სექტორი ვერ გაუძლებს -...

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, COVID-19-ის ვაქცინაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასო იქნება

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, COVID-19-ის ვაქცინაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასო იქნება. ამის შესახებ მან...

შავებს ჩაიცვამს ქართველი ხალხი, ნუ ჩავეჭიდებით თანამდებობებს, საქმე აკეთონ პროფესიონალებმა – კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტი

"შავებს ჩაიცვამს ქართველი ხალხი ნუ ჩავეჭიდებით თანამდებობებს საქმე აკეთონ პროფესიონალებმა "-  - ამის შესახებ...

აუცილებლად დადგება მომენტი, როცა საექიმო საზოგადოება შეწყვეტს ჰუმანურ ექიმობას – რატიანი

"კოლაფსი, იმიტომ, რომ ამ წუთში, რეანიმაციას არ აქვს საშუალება არც ერთი პაციენტის მიღების საწოლფონდის...

მეტი სიმკაცრე უნდა ყოფილიყო გვეგონა მოსახლეობა დაგვიჯერებდა – პაატა იმნაძე

"მეტი სიმკაცრე უნდა ყოფილიყო გვეგონა მოსახლეობა დაგვიჯერებდა"-ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ,...

ჩვენი გათვლებით ახლა დღეში 10 000-მდე ახალი შემთხვევა მაინც არის – პაატა იმნაძე

"ჩვენი გათვლებით ახლა დღეში 10 000-მდე ახალი შემთხვევა მაინც არის"- ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის...

სოფიო კილაძე გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის წევრად აირჩიეს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის წევრად აირჩიეს. ინფორმაციას...

გახარიამ სად აიკიდა ვირუსი? მიტინგზე მეჯდა გვერდით თუ სად? – გიგი უგულავა

გახარიამ სად აიკიდა ვირუსი? მიტინგზე მეჯდა გვერძე თუ სად? -ეს განცხადება,  „ევროპული საქართველოს“ წევრმა,...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვს

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის სისტემაში შექმნილი კრიზისისა და მძიმე მდგომარეობის გამო ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს. ამის შესახებ კლინიკების ასოციაციის მიერ გავრცელებულ...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო