პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება, რეალურად, ივანიშვილის გადაწყვეტილებაა – სერგი კაპანაძე რურუას არშეწყალებაზე

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის სერგი კაპანაძის განცხადებით, გიორგი რურუას შეწყალებაზე უარის თქმა, პრეზიდენტის კი არა, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო.

„ყველას კარგად გვესმის, რომ პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება, რეალურად, ივანიშვილის გადაწყვეტილებაა, რაც ბუნებრივია, მოულოდნელი არ იყო. ბრძოლა მაინც გაგრძელდება და როგორც კი ეს ხელისუფლება დამარცხდება არჩევნებში, როგორც რურუა, ისე სხვა პოლიტპატიმრები, აუცილებლად გათავისუფლდებიან. სამწუხარო ის არის, რომ ამ გადაწყვეტილების მერე პოლარიზაცია ისევ დარჩება, ნორმალური ვითარება საარჩევნოდ არ იქნება და ბუნებრივია, ეს ცუდ გავლენას მოახდენს როგორც არჩევნების შედეგების აღქმაზე, ისე ჩვენი საერთაშორისო დამკვირვებლების და პარტნიორების მხრიდან საქართველოსთან დაკავშირებით პოზიციებზე. ეს უკვე ვნახეთ ჩვენ იმ განცხადებებში, რაც გაკეთდა სენატორი რიშის თუ სხვა ჩვენი მეგობრების მხრიდან. ჯამში, ეს გადაწყვეტილება მეტყველებს იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ არ აპირებს თავისი ვალდებულებების შესრულებას და როგორც ჩანს, აპირებს, რომ იყოს ისეთივე ან შეიძლება უფრო მძიმე კამპანიაც კი, რაც იყო 2018 წელს“, – განაცხადა კაპანაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის არ აპირებს „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას შეწყალებას.„მე ამ პიროვნებას არ შევიწყალებ. ჩემზე კიდევ უფრო კარგად ქართულმა საზოგადოებამ იცის ყველაფერი მის შესახებ და იცის რატომ არ მივიღებ ამ შეწყალების გადაწყვეტილებას. ასევე ისიც იცის, რომ ჩემს გადაწყვეტილებაზე ვერავინ და ვერაფერი მოახდენს გავლენას“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ფონიჭალაში 1 წლამდე ბავშვი საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა

ფონიჭალაში 1 წლამდე ასაკის ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის სიმაღლიდან გამოვარდა და ადგილზე დაიღუპა. შსს-მ მომხდარს...

სენაკში სასულიერო პირი დააყაჩაღეს

სენაკში სასულიერო პირი დააყაჩაღეს. მთავარი არხის ინფორმაციით, სახლი მეუფე საბა გიგიბერიას ეკუთვნის და ნიღბიანი პირები იქ გვიან...

ლუკაშენკო აღიარებს,რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარება ნატომ სანქციების მუქარით გადააფიქრებინა

ბელორუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო დიმიტრი გორდონის გადაცემაში საუბრობს იმაზე, რატომ უთხრა რუსეთის პრეზიდენტს, დიმიტრი...

რუსეთმა ნაძირლების ქმედებებს უპასუხა – დიმიტრი მედვედევი 2008 წლის აგვისტოს ომზე

რუსეთის გადამდგარი პრემიერ-მინისტრის, დიმიტრი მედვედევი 2008 წლის აგვისტოს ომს ეხმაურება და აცხადებს, რომ მათ...

საქართველო არის ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი, ოღონდ საქართველო და არა „ქართული ოცნება“ – ბაქრაძე

„ევროპული საქართველოს” ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, დღევანდელი ხელისუფლების „დამსახურებაა“, რომ საქართველოს მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების...

მთავრობამ უსაფრთხო ქვეყნებიდან 16 ტურისტული ჩარტერული რეისი დაბლოკა- კანდელაკი

„ევროპული საქართველოს“ წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებით, მთავრობამ უსაფრთხო ქვეყნებიდან 16 ტურისტული ჩარტერული ავიარეისი დაბლოკა. როგორც კანდელაკი...

როდესაც ე.წ. საზღვარი კიდევ უფრო გადმოდის, ხელისუფლება არაფერს აკეთებს- ბურჯანაძე

"როდესაც ე.წ. საზღვარი კიდევ უფრო გადმოდის, ხელისუფლება არაფერს აკეთებს"- 12 წლის შემდეგ უარეს მდგომარეობაში...

ბაჩალიაშვილის საქმე – დღეს, მობილურ ტელეფონთან დაკავშირებული ყველანაირი ინფორმაცია შემოწმდება

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, დღეს მობილურ ტელეფონთან დაკავშირებული ყველანაირი ინფორმაცია იქნება...

სხვა სიახლეები

მივიღე ვიდეოკადრი, სადაც ნათლად ჩანს, რომ ადამიანი ვენებს იჭრის – თვითმკვლელობის ინსცენირება ფეისბუქით და პოლიციის ცრუ განგაში

თვითმკვლელობის ინსცენირება ფეისბუქით: გორელი გოგოს ხუმრობას პოლიცია მთელი ღამე იძიებდა - ფეისბუქმომხმარებელი, შალვა ლონდარიძე სოციალურ ქსელში წერს იმ ისტორიაზე, რომელიც მას გუშინ გვიან ღამით გადახდა. ...

ჯანმრთელობა

კორონავირუსის ჩინური ვაქცინა მზად წლის ბოლომდე იქნება

ჩინური კომპანია Sinopharm პირობას დებს, რომ ვაქცინას წლის ბოლომდე დაამზადებს. კომპანიის მეთაურმა, ლიუ ცზინჩჟენმა განაცხადა, რომ ტესტირების ბოლო ეტაპი შესაძლოა უახლოეს სამ თვეში დასრულდეს. მანამდე...

შოუ ბიზნესი

“ჩემი შვილი თვლის, რომ ბოიფრენდი მჭირდება“–შარლიზ ტერონი პირად ცხოვრებაზე

44 წლის ჰოლივუდელი მსახიობი, შარლიზ ტერონი ორ ნაშვილებ ბავშვს ზრდის. 2012 წელს მან ბიჭი იშვილა სახელად ჯექსონი, რომელმაც სამი წლის ასაკში თქვა, რომ გოგოა....

ვიდეო