საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის უვიზო მიმოსვლაზე შეთანხმება გაფორმდა – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, გაფორმდა შეთანხმება, რომელიც მოქალაქეებს საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში შესვლისას ვიზის მიღების ვალდებულებისგან ათავისუფლებს.ეს შეთანხმება ხელს შეუწყობს ჩრდილოეთ მაკედონიასთან ტურისტული და ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებას.

„საქართველოს პირველი პრეზიდენტი ვარ, რომელიც ესტუმრა სკოპიეს და ეს ჩემთვის დიდი პატივია. ჩვენი ქვეყნების დიპლომატიური ურთიერთობები მხოლოდ 2 წელიწადს ითვლის, თუმცა ამ მოკლე დროში ვნახეთ, რომ არსებობს ურთიერთობის გაღრმავების და განმტკიცების საჭიროება.

მსოფლიო დადგა უპრეცედენტო გამოწვევის წინაშე პანდემიის გამო. უკვე წელზე მეტია, რაც მსოფლიო უხილავ მტერს ებრძვის. პანდემიამ გააჩერა საერთაშორისო ურთიერთობები. ჩვენ ვიაზრებთ, რომ მხოლოდ სოლიდარობით და თანამშრომლობით არის შესაძლებელი, რომ გადაიჭრას გლობალური კრიზისი. სოლიდარობა ასევე უნდა აისახებოდეს ვაქცინებზე წვდობის კუთხით.

საქართველოს და მაკედონიას უამრავი რამ აქვს საერთო. მათ შორის ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის არჩეული გზაა. იმ მიზნით, რომ ამ მიმართულებით წარმატებას მივაღწიოთ, ჩვენ ვაფასებთ ჩრდილოეთ მაკედონიის მზადყოფნას, გაგვიზიაროს თავისი გამოცდილება. დასავლეთ ბალკანეთის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი ასევე სამაგალითოა საქართველოსთვის.

ბატონ პრეზიდენტთან საუბარი გვქონდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ოკუპაციაზე, ბორდერიზაციის პროცესზე, გატაცებებზე, ზაზა გახელაძის უკანონო დაკავებაზე. ასევე ვისაუბრეთ ესკალაციასა და დაძაბულობაზე. ასევე განვიხილეთ რეგიონსა და უკრაინაში არსებული სიტუაცია, ასევე რუსეთის მიერ შავი ზღვისა და კავკასიის რეგიონში მილიტარიზაციის პროცესი. აღნიშნულ ესკალაციაზე რეაგირების ერთადერთი გზა არსებობს. 14 ივნისს ნატო-ს სამიტის გზავნილები უნდა იყოს მკაფიო, ეს იქნება მნიშვნელოვანი უკრაინისთვისა და საქართველოსთვისაც. ესკალაციაზე ერთადერი პასუხი არაკონფრონტაციული ნაბიჯები უნდა იყოს. ჩემი ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავება.

ხელი მოვაწერეთ შეთანმხებას, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს, საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში შესვლისას ვიზის მიღების ვალდებულებისგან ათავისუფლებს. ეს შეთანხმება ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის მოქალაქეების ურთიერთმიმოსვლას, გავაძლიერებთ ურთიერთობას ტურიზმის და ეკონომიკის მიმართულებით. დღეს ასევე ოფიციალურად გაფორმდა მნიშნელოვანი მემორანდუმი კულტურის სფეროში, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის კულტურის მინისტრებმა. ეს არის ჩვენს ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების ახალი ეტაპის დაწყების სიმბოლო.

შეხვედრისას ბატონ პრეზიდენტს შევთავაზე, გავაერთიანოთ ჩვენი პატარა სახელმწიფოები, რათა მოვახდიოთ ჩვენი ხედვების კონსოლიდაცია გლობალური გამოწვევების წინაშე, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, გარემოს დაცვა. პატარა სახელმწიფოებმა უნდა გააერთიანონ ძალისხმევა, რათა მსოფლიომ მათი ხმის გაგება შეძლოს. ვისაუბრეთ საკითხებზე, რომელიც ორივე სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია და გააღრმავებს ჩვენს ურთიერთობებს, როგორიცაა კიბერუსაფრთხოება, ყალბი ახალი ამბების პრობლემა. ვისურვებ, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები გაძლიერდეს ჩვენი პირველი ვიზიტის შემდეგ და იმედი მაქვს, ბატონო პრეზიდნენტო, უახლოეს მომავალში ჩვენს ქვეყანას ესტუმრებით“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცოტნე გამსახურდია საქართველოში დაბრუნდა

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდია ოსნაბრუკიდან საქართველოში დღეს დაბრუნდა.მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, რის...

ქართველი რეჟისორის გამარჯვება ტრაიბეკას კინოფესტივალზე

ნიუ-იორკში, ტრაიბეკას დამოუკიდებელი ფილმების კინოფესტივალზე, რომელიც გუშინ დაიხურა, სრულმეტრაჟიანი უცხოურენოვანი ფილმების კატეგორიაში მთავარი პრიზი...

კახეთში 4 წლის ბავშვი აუზში დაიხრჩო

გურჯაანში, საცხოვრებელი სახლის აუზში 4 წლის ბავშვი დაიხრჩო. უბედური შემთხვევა 2 საათის წინ მიხდა....

პარლამენტი არის ორთქლმავალი – ლადო კახაძე

წყალი და ცეცხლი ვერ იტანს ერთმანეთს. წყალს უნდა ცეცხლი ჩააქროს და ცეცხლს უნდა წყალი...

არ ვაპირებ წასვლას – თამარ ჟვანია

"არ ვაპირებ წასვლას"- ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია თანამდებობიდან წასვლას არ აპირებს. ამის...

დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი მენაბდე მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი მენაბდე მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, რომ მის...

22 ივნისს თბილისის დიდ ნაწილს ელექტროენერგია დროებით შეეზღუდება

ხვალ, 22 ივნისს თბილისის დიდ ნაწილს ელექტროენერგია დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ, "თელასი" ავრცელებს. გლდანის...

ფრიდონ ინჯია თამარ ჟვანიას ბოდიშს უხდის

"ევროპელი სოციალისტების" თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია, ცესკოს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას ოპოზიციის მიერ მის მიმართ გამოთქმული...

“წყობიდან გამოვედი… ბოდიში ყველასთან, მათ შორის ოპონენტთან და წამყვანთან” – ზურაბ ჯაფარიძე თენგიზ ცერცვაძესთან დებატებზე

ზურაბ ჯაფარიძე "ფეისბუქზე" წერს, რომ "დღის კურიერში" თენგიზ ცერცვაძესთან დებატების დროს "წყობიდან გამოვიდა" და ამის გამო ბოდიშს იხდის. "წყობიდან გამოვედი, მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღე საკუთარ თავს...

ამერიკა კოვიდ-19-ის სამკურნალო პრეპარატებში მილიარდობით დოლარს დებს

შეერთებული შტატების ინვესტიცია კოვიდ-19-ის ანტივირუსული პრეპარატების შექმნის საქმეში და ასევე, პოტენციურად სხვა სახიფათო ვირუსულ პანდემიებთან ბრძოლაში, 3.2 მილიარდ დოლარს შეადგენს. თეთრი სახლის მთავარმა მრჩეველმა...

ქართველი რეჟისორის გამარჯვება ტრაიბეკას კინოფესტივალზე

ნიუ-იორკში, ტრაიბეკას დამოუკიდებელი ფილმების კინოფესტივალზე, რომელიც გუშინ დაიხურა, სრულმეტრაჟიანი უცხოურენოვანი ფილმების კატეგორიაში მთავარი პრიზი ქართველი რეჟისორის, ლევან კოღუაშვილის ფილმმა აიღო. "მეოთხე ბრაიტონი" (Brighton 4th) - ასე...