რა ვიცით ამ დროისთვის Covid19-ის ვაქცინაციის შესახებ – ყველა კითხვა და ყველა პასუხი

მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში უკვე დაიწყო Covid19-ის ვაქცინაციის პროცესი. მათ შორის არიან რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, კანადა, აშშ. პირველ რიგში აცრას მედიცინის მუშაკებს და ხანდაზმულ ადამიანებს უკეთებენ, რომლებსაც სერიოზული ქრონიკული დაავადებები არ აქვთ. თუმცა ვაქცინა, რომელსაც მთელი 2020 წელი ელოდნენ ყველგან არ აღმოჩნდა მოთხოვნადი.

რუსეთში რამდენიმე გამოკითხვა ჩაატარეს და გაარკვიეს, რომ ქვეყნის ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის დიდი ნაწილი ვაქცინაციის წინააღმდეგია.  გამოკითხულთა 44%  აცრას არასოდეს გაიკეთებს. მხოლოდ 22 პროცენტია თანახმა ნებისმიერი დარეგისტრირებული ვაქცინით აიცრას.

აშშ–ში, სადაც კორონავირუსისგან უკვე 300 ათს ადამიანზე მეტი გარდაიცვალა, ციფრები ცოტა უკეთესია. სააგენტო ასოშეითედ პრესის გამოკითხვა აჩვენებს, რომ ამერიკელთა თითქმის ნახევარი მზად არის აცრა გაიკეთოს. კატეგორიული წინააღმდეგია 26%. გამოკითხულთა მეოთხედს კი ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია. ექსპერტები შეგვახსენებენ, რომ კოლექტიური იმუნიტეტის მისაღწევად აუცილებელია მოსახლეობის 70% აიცრას. აშშ–ში ადამიანებს ძირითადად ვაქცინაციის თანმდევი უკუეფექტები აშინებთ.

არის თუ არა ვაქცინა საშიში

მოკლედ რომ ვთქვათ, ამჟამად არ არსებობს არანაირი საფუძველი ვიფიქროთ, რომ კორონავირუსის ვაქცინა საშიშია. თეორიულად მან შეიძლება არასასურველი რეაქცია გამოიწვიოს, თუმცა ამის ალბათობა უკიდურესად დაბალია.

სწორედ იმისათვის ატარებენ მეცნიერები კვლევებს და ცდებს, რომ ყველა შესაძლო გვერდითი ეფექტი განსაზღვრონ, თუნდაც სრულიად მცირე: თავიდან ნიმუშებს ლაბორატორიებში ტესტავენ, ცდებს ატარებენ ცხოველებზე და მხოლოდ შემდეგ ადამიანებზე. მაგალითად,  Pfizer–ის და  BioNTech–ის ვაქცინის ცდებში 40 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.

გარდა ამისა, მიღებული შედეგების დამატებით შემოწმებას ატარებენ რეგულატორები – მაგალითად ბრიტანეთის წამლებისა და სამდიცინო პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტო, ამერიკის სანიტარული, საკვები პროდუქტების და მედიკამენტების ზედამხედველობის სამმართველო, ან ქვეყნების ჯანდაცვის სამინისტროები.

რა გვერდითი ეფექტებია დღემდე აღმოჩენილი

გვერდითი ეფექტები არსებობს, ისევე როგორც სხვა ვაქცინების შემთხვევაში. არცერთი წამალი არ არსებობს გვერდითი მოვლენების გარეშე. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ყველა პაციენტს გამოუვლინდება. ეს ნიშნავს, რომ გვერდითი ეფექტები შესაძლებელია და ნორმალურ რეაქციად ითვლება. ყველაზე ხშირად, ეს არის ხანმოკლე მსუბუქი ან ზომიერი რეაქციები, რომლებსაც სერიოზული გართულებები არ მოჰყვება. მაგალითად, ტკივილი ნემსის ჩხვლეტის ადგილზე, ქავილი, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, ტემპერატურის მატება, დაღლილობის შეგრძნება. როგორც წესი, ეს მოვლენები რამდენიმე დღეში ქრება.

ავტორიტეტული სამეცნიერო ჟურნალი  Science წერს, რომ ამერიკული ვაქცინის შემთხვევაში უმრავლესობას სერიოზული გვერდითი ეფექტი არ ქონია, რომელიც ხელს შეუშლიდა ყოველდღიურ საქმიანობაში.   Pfizer–ის და Moderna–ს ვაქცინის შემდეგ 2%–ზე ნაკლებს მოემატა სხეულის ტემპერატურა 39–40 გრადუსამდე.

რუსული ვაქცინის, “სპუტნიკის“ შემქმნელებიც ამბობენ, რომ მათი ვაქცინის გვერდითი ეფექტია ტემპერატურის მატება, თავის ტკივილი და სისუსტის შეგრძნება, რაც რამდენიმე დღეში გადის.

სტენფორდის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგი, ივონა მალდონადო ამბობს, რომ ვაქცინების უმრავლესობა უმნიშვნელო გვერდით ეფექტებს იწვევს.

“არსებითად, ეს არის ორგანიზმის იმუნური და ანთებითი რეაქცია ვაქცინაზე. სწორედ ასეთი იმუნური პასუხია აუცილებელი“– ამბობს ის.

რა ხდება ალერგიულ რეაქციებთან დაკავშირებით?

ვაქცინაციის დაწყებისთანავე გაჩნდა ინფორმაცია ზოგიერთ ვაქცინაზე მწვავე ალერგიული რეაქციების შესახებ.

ამერიკელი ექიმები ვაქცინის გაკეთების შემდეგ ერთმანეთს ულოცავენ

ყველაზე ხშირად განიხილავენ ბრიტანეთის ჯანდაცვის ნაციონალური სისტემის ორი თანამშრომლის ისტორიას, რომლებსაც Pfizer & BioNTech–ის ვაქცინაზე ალერგიული რეაქცია ქონდათ. მნიშვნელოვანია დავაზუსტოთ, რომ ორივე მათგანი ქრონიკული ალერგიკები არიან, რომლებსაც მუდმივად თან დააქვთ სპეციალური შპრიცი ადრენალინით. ამჟამად ისინი თავს კარგად გრძნობენ. გარდა ამისა, მათთნ ერთად ერთ დღეს ვაქცინა დაახლოებით 1000 ადამანს გაუკეთეს, რომელთაგან არცერთს მსგავსი რეაქცია არ ქონია.

საინფორმაციო ბუკლეტში პაციენტებისთვის ამ ვაქცინის მწარმოებლები მიუთითებენ, რომ ის ჯობს არ გაიკეთონ ადამიანებმა, რომლებსაც პრეპარატის შემცველობაში არსებულ რომელიმე ნივთიერებაზე ალერგია აქვთ. Pfizer & BioNTech–ის ანოტაციაში წერია, რომ ალერგიული რეაქცია გამოიხატება ქავილით, გამონაყარით, სუნთქვის უკმარისობით, სახის და ენის შეშუპებით.

ასეთმა აღწერილობამ შესაძლოა პაციენტი შეაშინოს, თუმცა ასეთი სიმპტომები ხშირად აქვთ ხოლმე ალერგიის ძლიერი ფორმების მქონე ადამიანებს. და რაც მთავარია, არსებობს კარგად შემოწმებული საშუალებები ამ ადამიანებისთვის სასწრაფო დახმარების აღმოსჩენად.

გარდა ამისა, ინდივიდუალური ალერგიული რეაქცია შესაძლებელია არ მხოლოდ კორონავირუსის ვაქცინაზე, არამედ ნებისმიერ სხვა ვაქცინაზეც. და ექსპერტებისთვის ასეთი რეაქცია მოულოდნელობა არ არის. ყოველ შემთხვევაში ბრიტანეთის წამლის მარეგულირებელმა სააგენტომ ალერგიულ ადამიანებს ურჩია ჯერჯერობით აცრისგან თავი შეიკავონ.

თუ ვაქცინები უსაფრთხოა, რატომ არ იკეთებეი აცრას ქვეყნების ლიდერები?

ჯერჯერობით არცერთ მსოფლიო ლიდერს აცრა არ გაუკეთებია, ყოველ შემთხვევაში საჯაროდ ამის შესახებ არ განუცხადებია.

პუტინმა განმარტა, რომ ვაქცინები, რომლებიც დღეისათვის მიმოქცევაშია, “გარკვეული ასაკობრივი ზონის მოქალაქეებისთვის არის განკუთვნილი.“

“ჩემნაირებამდე ჯერ ვაქცინებს არ მოუღწევია. ამიტომ ჯერ არ გამიკეთებია, თუმცა აუცილებლად გავიკეთებ, როგორც კი ეს შესაძლებელი გახდება“– თქვა 68 წლის პუტინმა.

ზოგიერთი ქვეყნის ლიდერმა, სადაც ჯერ ვაქცინაცია არ დაწყებულა პირობა დადო, რომ ერთ–ერთი პირველი იქნება, ვინც აცრას გაიკეთებს, რათა მოქალაქეების შიშები გააქარწყლოს. არგენტინის ლიედრმა, ალბერტო ფერნანდესმა პირობა დადო, რომ ერთ–ერთი პირველი აიცრება.

ფილიპინის პრეზიდენტმა როდრიგო ტუტერტემ ასევე საჯაროდ პირობა დადო, რომ რუსული “სპუტნიკით“ აიცრება, როგორც კი ვაქცინა მის ქვეყანაში შევა:“ჩემზე ჩაატარეთ ექსპერიმენტი, მშვენიერია“– თქვა მან.

ევროპაში ბევრი ლიდერი ამტკიცებს, რომ არ შედიან პრიორიტეტულ ჯგუფში და პირველ რიგში ვაქცინა მედიკოსებმა უნდა მიიღონ.

რატომ მუშაობენ სხვა ვაქცინებზე წლობით, როცა კორონავირუსის ვაქცინა რამდენიმე თვეში შეიქმნა?

ვაქცინის უბრალოდ შექმნა საკმარისი არ არის. მეცნიერები ცდილობენ მან სწრაფად და უმტკივნეულოდ იმოქმედოს. ამიტომაც ცდები და ვაქცინაზე მუშაობა რამდენიმე წელი გრძელდება.

თავიდან დიდხანს მიმდინარეობს ლაბორატორიული ცდები, პრეპარატის ყველაზე ეფექტური ფორმის მოსაძებნედ და შესაძლო გვერდითი ეფექტების შესასწავლად. როცა საჭირო ტექნოლოგია მოიძებნება, იწყება კლინიკური ცდები ცხოველებზე, ყველაზე ხშირად თაგვებზე. ამასთან, თუ კონკრეტული ვირუსი თაგვებში არ ვრცელდება, მეცნიერებს უწევთ თავიდან გენური ინჟინერიის დახმარებით ვირუსის “თაგვების ვარიანტი“ შექმნან.

თუ ცხოველებზე ცდები წარმატებით სრულდება, შეიძლება ცდების ადამიანებზე დაწყება. თავიდან ვაქცინას ჯანმრთელ მოხალისეთა პატარა ჯგუფი იღებს, რათა მეცნიერები პრეპარატის უსაფრთხოებაში დარწმუნდნენ. ეს არის ფაზა 1. მხოლოდ ამის შემდეგ აქვს აზრი იმუნური პასუხის ეფექტურობის შემოწმებას. ეს უკვე არის ფაზა 2. შემდეგ კი ცდიან, რამდენად შეეფერება ვაქცინა მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებს (ფაზა 3) – მაგალითად, შეიძლება თუ არა ბავშვების, ხანდაზმულების ან ქრონიკული დაავადებების მქონეთა აცრა.

ვინაიდან აცრის გვერდითი ეფექტები შეიძლება იშვიათად, ან მოგვიანებით გამოვლინდეს, როგორც წესი ვაქცინაციის შემდეგ მოხალისეებზე დაკვირვება რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობს. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება კლინიკური კვლევის შედეგების შეჯამება. წარმატების შემთხვევაში კი პრეპარატის მასობრივი წარმოების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

Covid19–ის ვაქცინის შემუშავება უპრეცედენტოდ სწრაფად მიმდინარეობდა. იმისათვის, რომ პროცესის ჩვეული ალგორითმი შეემცირებინათ, ბევრი აუცილებელი ფორალობები შემქმნელებმა არ გაითვალისწინეს.

მაგალითად, ცხოველებზე ექსპერიმენტები პრაქტიკულად არ ჩატარებულა– თითქმის პირდაპირ ადამიანებზე გადავიდნენ. მსხვილმა მწარმოებლებმა, მაგალითად AstraZeneca–მ პრეპარატი მასობრივ წარმოებაში კლინიკური კვლევების დაწყების პარალელურად ჩაუშვა ისე, რომ ჯერ არ იცოდა, იმუშავებდა თუ არა ვაქცინა, რათა შედეგების მიღების მომენტისთვის უკვე მზად ჰქონოდა რამდენიმე მილიონი დოზა.

ზოგი მსხვილი მწარმოებელი დიდ რისკზე წავიდა მილიონობით დოზა ვაქცინის წარმოებით კლინიკური კვლევების პირველივე შედეგების მიღებისას. გარდა ამისა, ფარმაცევტულმა კომპანიებმა მნიშვნელოვანი რესურსები ჩადეს ვაქცინის სწრაფ შემუშავებაზე იმის გამო, რომ პრობლემა გლობალური იყო. თუმცა, სისწრაფე, რომლითაც ვაქცინები შეიქმნა სრულიად არ ნიშნავს, რომ კომპანიებმა უსაფრთხოების პროტოკოლებს გვერდი აუარეს.

შეიძლება თუ არა სხვა ქვეყანაში წასვლა ასაცრელად?

ჯერჯერობით ეს შეუძლებელია. ქვეყნებში, სადაც ვაქცინა უკვე ხელმისაწვდომია, ვაქცინაციის თანმიმდევრობა ადგილობრივი ხელისუფლებების მიერ განისაზღვრება. ქვეყნების უმეტესობაში ჯერ მედიკოსებს, რისკჯგუფებს და იმ პროფესიების წარმომადგენლებს ცრიან, რომელთა სამუშაო ბევრ ადამიანთან კონტაქტს გულისხმობს – მაგალითად ვაჭრობის და საქალაქო სამსახურების წარმომადგენლებს. ვაქცინის რაოდენობის ზრდის პარალელურად ასაცრელთა სია გაფართოვდება.

უკვე იყო მცდელობები ე.წ. “სავაქცინე ტურიზმის“ ორგანიზებისთვის, თუმცა ეს მცდელობები აღიკვეთა. ვაქცინაცია კომერციულ საფუძველზე ჯერჯერობით აკრძალულია.

რით განსხვავდება ვაქცინები ერთმანეთისგან?

რუსული და ბრიტანული, ე.წ. ოქსფორდის ვაქცინის შემქმნელებმა ე.წ. ვექტორული ტექნოლოგია გამოიყენეს, როცა ერთი ვირუსის გენეტიკური მასალის შესაყვანად მეორე– ადენოვირუსების ოჯახის ვირუსის ქერქი გამოიყენება, რომლებიც ჩვეულებრივ სურდოს იწვევენ. ეს წლების მანძილზე გამოცდილი ტექნოლოგიაა ვაქცინების შესაქმნელად. მაგალითად, ამ მეთოდით შექმნეს ებოლას ვაქცინა.

Moderna–ს და  Pfizer/BioNTech–ის ვაქცინა სხვა ტიპს განეკუთვნება. ორივე მატრიცული რნმ–ს ინოვაციურ ტექნოლოგიას იყენებს. კორონავირუსამდე ამ მეთოდით შექმნილი არცერთი ვაქცინა ადამიანებზე გამოსაყენებლად დაშვებული არ ყოფილა.

კანონებს ვერ მიიღებთ, შეგიძლიათ, პარლამენტის ბუფეტში ტვიქსი იყიდოთ და გაიყოთ – ჩარკვიანი ელისაშვილსა და...

"კანონებს ვერ მიიღებთ, შეგიძლიათ, პარლამენტის ბუფეტში ტვიქსი იყიდოთ და გაიყოთ"- ასე მიმართა  თაკო ჩარკვიანმა ლევან...

მმართველ პარტიას ​გავრილოვის ღამის ერთ-ერთი “შემოქმედი” ჩაუდგა სათავეში – სერგო ჩიხლაძე

" მმართველ პარტიას ​გავრილოვის ღამის ერთ-ერთი "შემოქმედი" ჩაუდგა სათავეში "-ამის შესახებ სტრატეგია აღმაშენებლის წევრმა სერგო ჩიხლაძემ ფორმულანიუსის ეთერში...

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს...

“უნდა შევქმნათ პარალელური პარლამენტი” – გუბაზ სანიკიძე

"უნდა შევქმნათ პარალელური პარლამენტი" - ამის შესახებ, ოპოზიციის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა....

ჩემო მეგობარო, ჩემს უკანონო პატიმრობაში პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილს – რურუა ელისაშვილს მიმართავს

"ჩემს უკანონო პატიმრობაში პასუხისმგებლობა ეკისრება ერთადერთ ადამიანს, ივანიშვილს "- ასე პასუხობს მთავარი არხის დამფუძნებელი,...

„ადამიანის სიცოცხლე უმთავრესია“- ნინო გიორგობიანი მედიას მადლობას უხდის

„ადამიანის სიცოცხლე უმთავრესია“-  შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფრო ნინო გიორგობიანი მედია საშუალებებს თანამშრომლობისთვის მადლობას...

“ამდენი უსაქმური მამაკაცი რომ დგას ხიდის ქვეშ.. თუ იმუშავებ არ იშიმშილებ” – ხათუნა ბოკუჩავა

"ამდენი უსაქმური მამაკაცი რომ დგას ხიდის ქვეშ.. თუ იმუშავებ არ იშიმშილებ"  – ეს განცხადება...

აპირებდა საქართველოს დატოვებას რუსეთის მიმართულებით – შსს კასპში დაკავებულ თავდამსხმელზე

შინაგან საქმეთა სამინისტრო კასპში, ერთ-ერთ საწარმოში ორი პირის მძევლად აყვანის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს.უწყების ინფორმაციით,...

სხვა სიახლეები

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, თუმცა ივანიშვილმა აშკარად აჩვენა, ვის ხელშია რეალური...

ჯანმრთელობა

კორონავირუსი შესაძლოა ერექციული დისფუნქციის მიზეზი გახდეს–სპეციალისტების დასკვნა

კორონა-ვირუსით გამოწვეული გრძელვადიანი შედეგების შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ ცნობილი არ არის, თუმცა უკვე ცნობილია, რომ იმ ჩივილების ჩამონათვალი, რაც კოვიდ-ინფექცია გადატანილ პაციენტებს ხანგრძლივი...

შოუ ბიზნესი

ფილტრისა და ფოტოშოფის გარეშე:ჯენიფერ ლოპესის ფოტოები რეალურ ცხოვრებაში პლაჟზე

ამბობენ, რომ ჯენიფერ ლოპესი ბევრი ქალისთვის მისაბაძი მაგალითი და მოტივატორია. ის ყოველთვის ფორმაშია, ვარჯიშობს და სხვადასხვა დიეტას იცავს. ბეჯითი შრომის შედეგს ვარსკვლავი თავად  ხშირად...

ვიდეო