რა ვიცით Covid19-ის კიდევ ერთი ამერიკული ვაქცინის შესახებ–Novavax–ის პრეპარატი მალე ხელმისაწვდომი გახდება

ამერიკულმა ფარმაცევტულმა კონცერნმა, Novavax–მა განაცხადა, რომ მის მიერ შემუშავებულმა ვაქცინამ,  NVX-CoV2373–მა კლინიკური კვლევების მეორე და მესამე ფაზები გაიარა. მისი ეფექტურობა 89.3 პროცენტია. დიდ ბრიტანეთსა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ჩატარებულმა კვლევებმა კი აჩვენა, რომ ვაქცინა ეფექტურია და ვირუსის მუტაციის შემთხვევაშიც მოქმედებს, კერძოდ კი ბრიტანული და სამხრეთ აფრიკული ვარიანტის წინააღმდეგ. პრეპარატმა კლინიკური კვლევები ათასობით ადამიანის მონაწილეობით ჩაატარა. შედეგად კი მისი ეფექტურობა აჩვენა.  თუმცა ბრიტანული ვარიანტის მიმართ პრეპარატმა უფრო მეტი ეფექტურობა აჩვენა, ვიდრე სამხრეთ აფრიკულის მიმართ.

კომპანია Novavax–ის პრეპარატი ინაქტივირებული კორონავირუსის საფუძველზეა შექმნილი. მისი საფუძველია SARS-CoV-2 პათოგენის  S ცილა, რომელიც რეკომბინანტური ნანონაწილაკების სახით არის წარმოდგენილი. ვაქცინა შეიძლება 2–8 გრადუს ტემპერატურაზე ინახებოდეს, რაც მას უპირატესობას ანიჭებს Pfizer/BioNTech–ის ვაქცინასთან შედარებით.

კვლევების ანალიზმა აჩვენა, რომ ვაქცინაციისას იშვიათი იყო გვერდითი მოვლენების შემთხვევები.

მიკრობიოლოგიისა და იმუნოლოგიის პროფესორი, ჯონ მური როიტერთან საუბრისას ამბობს, რომ Novavax–ის ვაქცინის კვლევების მონაცემები უკვე ნებადართული ორი ვაქცინის – Moderna და Pfizer/BioNTech–ის მონაცემებთან შედარებისას აგებს, რადგან ამ ორმა პრეპარატმა კლინიკური კვლევების მესამე ფაზაზე 94–95 პროცენტიანი ეფექტურობა აჩვენა, მაგრამ სტატისტიკის თვალსაზრისით ეს არც ისე რელევანტურია. “ვაქცინა პრინციპში კარგად მოქმედებს ბრიტანული ვარიანტის წინააღმდეგ, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ეფექტური იქნება აშშ–შიც“– ამბობს მური.

ამჟამად NVX-CoV2373 –ის ტესტირება აშშ–სა და მექსიკაში მიმდინარეობს კლინიკური ცდების ფარგლებში, სახელწოდებით  PREVENT-19. თებერვლის შუა რიცხვებამდე კვლევებში მონაწილეობა უნდა მიიღოს 30 000–მა ადამიანმა.

ბრიტანეთში ჩატარებული კვლევა საბაზო უნდა გახდეს გაერთიანებულ სამეფოში, ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებში პრეპარატის დაშვებისთვის. თუმცა, თავდაპირველად მისი შედეგები უნდა გამოქვეყნდეს. Novavax აპირებს შესაბამის უწყებებს ნებართვისთვის განაცხადით მარტში ან აპრილში მიმართოს.

კომპანია იმედოვნებს, რომ აშშ–ში სასწრაფო წესით დაშვებას მიიღებს. ევროკომისიას Novavax–ის ვაქცინის 200 მილიონი დოზის შეძენა უნდა. დიდმა ბრიტანეთმა 60 მილიონი დოზა შეუკვეთა. ცდების მეორე და მესამე ეტაპების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ Novavax–ის აქციები ამერიკულ საფონდო ბირჟაზე 34%–ით გაიზარდა.

მელია უნდა გათავისუფლდეს, ოპოზიციამ პარლამენტში თავისი ადგილი უნდა დაიკავოს – კორტნი

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, უილიამ კორტნი ამბობს, რომ ნიკა მელიას დაკავება იყო "ძალიან ანტიდემოკრატიული...

დაახლოებით 200 ტონა ტექნიკური მარილი დავყარეთ – თბილისის მერია

თბილისის მერიის განცხადებით, თბილისის ქუჩებსა და დედაქალაქს შემოერთებულ ტერიტორიებზე გზის გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად ხორციელდება. "სამუშაოების...

სანქციების სიის სათავეში ივანიშვილი, ღარიბაშვილი და გომელაური უნდა იყვნენ – კრამერი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი აცხადებს, რომ სანქციები პირველ რიგში ივანიშვილს, ღარიბაშვილს...

თბილისში ტექნიკურ მარილს ხელით ყრიან (ვიდეო)

სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, რომელზეც ჩანს, რომ თბილისის ქუჩებზე ტექნიკურ მარილს მერიის თანამშრომლები ხელით...

ჩვეულებრივ ხალხს უზარმაზარი ხარჯები გვიჩნდება, დაყარეთ მარილი! – ელისაშვილი მერიას

მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი თბილისის მერიას ქუჩებზე ტექნიკური მარილის დროულად დაყრისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, "ჩვეულებრივ...

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კახა ქემოკლიძემ თანამდებობა დატოვა. ის ამ პოსტზე ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ...

თურნავა ამტკიცებს, რომ კომენდანტის საათი ნორმალური ვითარების შენარჩუნების საშუალებაა

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა კომენდანტის საათს "ქმედით ბერკეტს" უწოდებს და შეზღუდვის შენარჩუნებას ამით ამართლებს. "ვინაიდან...

გამოვლინებაა სახელმწიფოს მიტაცებისკენ შემაშფოთებელი სვლისა – TI მელიას დაკავებაზე

"საერთაშორისო გამჭვირვალობას“ ბერლინის სათაო ოფისი საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. მათი თქმით, ენმ–ს...

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

რევოლუცია ზედმეტ წონასთან ბრძოლაში –პრეპარატის ეფექტურობა მეცნიერული კვლევით დადასტურდა

პრეპარატ სემაგლუტიდის კლინიკურმა კვლევებმა ზედმეტ წონასთან ბრძოლაში ამ პრეპარატის ეფექტურობა დაადასტურა. ეს პრეპარატი შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ შეიქმნა. მეცნიერების თქმით, ამ კვირაში ჟურნალ New England Journal...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო