რა მორალური უფლება გვაქვს მოვთხოვოთ ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს ვაქცინაცია?! – ბიძინა კულუმბეგოვი

„რა მორალური უფლება გვაქვს მოვთხოვოთ ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს ვაქცინაცია?!”, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა “იმედის” ეთერში ისაუბრა, და NDI-ის კვლევას გამოეხმაურა, მისი თქმით, საზგოადოებას ვაქცინაციასთან დაკავშირებით ინფორამციის ნაკლებობა აქვს, მოსახლეობა ექიმებს ენდობა, თუმცა მათმა ნაწილი ვაქცინაციაზე უარი თქმა და საზოგადოებაც აცრისგან თავს იკავებს.

“ჩემი აზრით, ამის მიზეზი ინფორმაციის ნაკლებობაა. სადაც არის ინფორმაციის ნაკლებობა, იქ სხვა ალტერნატიული ინფორმაცია ჩნდება. NDI-ის გამოკითხვა ჩემთვის ძალიან საგულისხმოა. კითხვაზე, ვინ არ ენდობა ყველაზე მეტად ვაქცინას და საიდან იღებს ინფორმაციას, ყველაზე დიდი რაოდენობა ადამიანების ამბობს, რომ ინფორმაციას იღებს facebook-დან და ტელევიზიიდან. ამავე დროს არ არსებობს აგრესიული კამპანია, რომ ეს ინფორმაცია სწორით ჩანაცვლდეს. ამავე კვლევაში მოსახლეობის 74% ამბობს, რომ ენდობა ექიმის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რომ მიიღოს გადაწყვეტილება ვაქცინის გაკეთების შესახებ და როდესაც ჩემმა კოლეგებმა არ გაიკეთეს ვაქცინა, რა მორალური უფლება გვაქვს მოვთხოვოთ ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს ვაქცინაცია?!თუ ჩვენ ვაქცინაციის პროცესში არ ვიქნებით წარმატებული ქვეყანა, ჩვენი უკუსვლის პროცესს ვერაფერი შეაჩერებს. ისრაელის მაგალითი რომ მოვიყვანოთ, შემთხვევების რაოდენობა 90%-ით არის შემცირებული, 85%-ით არის შემცვირებული სიკვდილობა და 2020 წლის ივლისის მერე ყველაზე დაბალი ციფრები აქვთ ყოველდღიური ავადობის საშუალო 7 დღის მაჩვენებლით. ნებისმიერი ვაქცინის კვლევა ხანგრძლივად გრძელდება და ამ კომპანიებს კვლევის პროცესში დათქმული აქვთ, რომ 2 წელი უნდა დააკვირდნენ იმ ადამიანებს, რომლებსაც აგვისტოში, სექტემბერსა და ოქტომბერში იკვლევდნენ. წინასწარი მონაცემები აჩვენებს, რომ ამ ვაქცინას სარგებელი გაცილებით მეტი აქვს, ვიდრე – ზიანი”, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა “იმედის” ეთერში.

ბოკერია: კობახიძემ რა თქვა მეორეხარისხოვანია, უნდა ვნახოთ ნაბიჯები

გიგა ბოკერია ეხმიანება ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ქართული ოცნება მზად არის ნაბიჯების...

აქტივისტი: უფროსმა ლეიტენანტმა ხელბორკილი ჩამარტყა თვალში და შუბლის არეში

სამოქალაქო აქტივისტი, დავით კაპანაძე აცხადებს, რომ გიორგი მუმლაძის მხარდამჭერ აქციაზე დაკავების შემდეგ პოლიციის მანქანაში...

სომხეთის პრეზიდენტი საქართველოს ეწვია

სომხეთის პრეზიდენტი, არმენ სარქისიანი თბილისს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. მას თბილისის აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრი,...

სტურუა: თეატრიდან არ მივდივარ, გამაგდეთ და წავალ!

რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი რობერტ სტურუა წერს, რომ თეატრიდან წასვლას არ აპირებს. "დამშვიდდით,...

თურნავა: პანდემიის მიუხედავად საქართველო კვლავაც მიმზიდველია ინვესტიციებისთვის

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ საქართველო ინვესტიციებისთვის კვლავ მიმზიდველია. "პანდემიის მიუხედავად, იმ რეფორმების შედეგად,...

წილოსანი გახარიას 6 თანაგუნდელზე: დატოვონ პარლამენტი

უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი ამბობს, რომ გახარიას თანაგუნდელმა 6-მა დეპუტატმა პარლამენტი უნდა დატოვოს. "მივიჩნევ, რომ...

ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ტელეწამყვან ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე ბრალდებული სამი პირი სულიკო საყევარაშვილი, გიორგი სახელაშვილი და ვაჟა...

კალაძე: კვლევები ჩავიტარე, ყველანაირად კარგად ვარ

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ კვლევები ჩაიტარა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია. "დამატებით კვლევები...

სხვა სიახლეები

“დიდი გაჭირვებით გამოვართვით ის გოგო მაშინ ხელიდან!“– მსახიობ ბესო ზანგურს კიდევ ერთ ქალზე ძალადობაში ამხელენ

რუსთაველის თეატრის  მსახიობს, ბესო ზანგურს, ძალადობაში კიდევ ერთი ქალი ამხელს. რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი ფეისბუქზე წერს რომ წ ზანგურის ძალადობას თეატრალურ უნივერსიტეტში შეესწრო: “დიახ, ეს კაცი...

ჯანმრთელობა

“ეს უკიდურესად იშვიათი გართულებაა და რაოდენობრივად ახლოსაც ვერ მოვა კოვიდით გამოწვეულ თრომბოტულ რისკებთან” – ნანა გეგეჭკორი ასტრაზენეკას გვერდით მოვლენებზე

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი ფეისბუქით ეხმაურება ევროპის წამლის სააგენტოს უსაფრთხოების კომიტეტის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ  დადასტურდა უიშვიათესი კავშირები AstraZeneca-ს ვაქცინასა და თრომბის...

შოუ ბიზნესი

“ქალებმა 1937 წელი დაიწყეს! რეპრესიები!” – რობერტ სტურუა ბესო ზანგურის ძალადობის შესახებ ნინუცა მაყაშვილის განცხადებას ეხმაურება

"ვგრძნობდი, რომ ესენი ბოლშევიკები იყვნენ, ნეოკომუნისტები! და ქ ა ლ ე ბ მ ა 1937 წელი დაიწყეს! რ ე პ რ ე ს ი ე ბ ი!"- წერს...

ვიდეო