რა მოხდება, თუ ოპოზიცია ბოიკოტს გამოაცხადებს და მანდატებზე უარს იტყვის? – კონსტიტუციონალისტის განმარტება

კონსტიტუციონალისტი  და არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს ახალგაზრდა იურსისტთა აოსიცაციას” წარმოადგენელი, ვახუშტი მენაბდე განმარტავს, როგორ შეიძლება სამართლებრივად პროცესების განვითარება, თუ ოპოზიცია მანდატებზე უარს იტყვის.

მისი განმარტებით, თუ ოპოზიცია პარლამენტში შესვლაზე უარს იტყვის, ამას მხოლოდ პოლიტიკური მნიშვნელობა ექნება და არა სამართლებრივი და  მე-10 მოწვევის პარლამენტი მაინც შეიკრიბება, თუნდაც 60 დეპუტატი გადადგეს.

თუ პარლამენტის პირველ სხდომას ესწრება სრული შემადგენლობის უმრავლესობა ანუ 76 დეპუტატი ის უფლებამოსილებას იძენს წევრთა 2/3-ის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან და უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას.

„ბევრმა იკითხა: რა მოხდება, თუ ოპოზიცია ბოიკოტს გამოაცხადებს და მანდატებზე უარს იტყვის? წინასწარ ვიტყვი, პოლიტიკურ ლეგიტიმაციას არ ეძღვნება ეს პოსტი, სამართლებრივ ნაწილზე ვამახვილებ ყურადღებას. კონსტიტუციის მიხედვით: პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ სხდომას ესწრება სრული შემადგენლობის უმრავლესობა. ის უფლებამოსილებას იძენს წევრთა 2/3-ის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან.

პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პირველ სხდომაზე ცესკო-ს თავმჯდომარე პარლამენტს აცნობებს არჩევნების შედეგებს და სამანდატო კომისიას გადასცემს დეპუტატთა უფლებამოსილების ცნობისთვის საჭირო დოკუმენტაციას.

უფლებამოსილების ცნობის თაობაზე პარლამენტის დადგენილებაში (რომელი უბრალო უმრავლესობით მიიღება) არ შეიტანება იმ პირის გვარი, რომლის პარლამენტის წევრად არჩევის კანონიერება: გასაჩივრებულია სასამართლოში; საეჭვოდ მიიჩნია პარლამენტის დროებითმა სამანდატო კომისიამ.

საკითხს შეისწავლის პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია, რომელიც ამზადებს შესაბამის დასკვნას, რომელიც განიხილება უახლოეს პლენარულ სხდომაზე. პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან.

ეს ნორმები აჩვენებს, რომ უფლებამოსილების ცნობა არჩეული პირის სტატუსთან შეუთავსებლობას ეხება და არა მის სურვილს, საბოლოოდ დაიჭროს ან არა დეპუტატის ადგილი. ამდენად, თუ არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, ოპოზიციამ უარი განაცხადა პარლამენტში შესვლაზე, ამას მხოლოდ პოლიტიკური მნიშვნელობა ექნება და არა სამართლებრივი. პარლამენტი მაინც შეიკრიბება“ – წერს ვახუშტი მენაბდე.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 45 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან კიდევ 45 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 1387-მდე გაიზარდა, -...

დავაკავეთ რუსეთის მოქალაქე, რომელსაც 7 კილოგრამი ჰეროინი გადაჰქონდა -შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა...

საქართველოში კორონავირუსის 4260 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 260 ახალი დადასტურებული შემთხვევა,-ამის შესახებ უწყებათაშორის...

ძალიან უსამართლოდ მხვდება ტალახი – იაგო ხვიჩია

"ძალიან უსამართლოდ მხვდება ტალახი "- გირჩის ერთერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია მის მიმართ საზოგადოების ნაწილის...

ცესკო 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს დღეს შეაჯამებს

3 დეკემბერს ცესკო 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს შეაჯამებს და შემაჯამებელ ოქმს გამოსცემს. სხდომა...

“2008 წელს საქართველოსთვის დახმარების პაკეტის მობილიზებაში საკვანძო როლი ჰქონდა“–ჯონ ტეფტი აშშ–ს ახალ სახელმწიფო...

შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მისი ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ენტონი (ტონი) ბლინკენი...

გამოექანენ, შეასკდნენ კედელს და არიან დარეტიანებულები – ალეკო ელისაშვილი “ოცნებაზე”

"გამოექანენ, შეასკდნენ კედელს და არიან დარეტიანებულები"- ასე აფასებს, პარტია "მოქალაქეების" თავმჯდომარე, ალეკო ელისაშვილი პოლიტიკური საქმეების...

იენს სტოლტენბერგი მიესალმება ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტი დამტკიცებას

ნატო-ს გენერალური მდივნი, იენს სტოლტენბერგი, მიესალმება ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტი დამტკიცებას. ამის შესახებ სტოლტენბერგმა...

სხვა სიახლეები

“საიდან ამდენი ღვარძლი, ბოღმა და სიძულვილი?“– თენგიზ ცერცვაძე კიდევ ერთ კოლეგას უპირისპირდება

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მორიგ ვრცელ წერილს აქვეყნებს და ისევ კოლეგებს უპირისპირდება. ამჯერად მისი კრიტიკის ობიექტი ინფექციონისტი გიორგი კანდელაკია,...

ჯანმრთელობა

ბრიტანეთი კორონავიურსის წინააღმდეგ Pfizer–ის ვაქცინით მასობრივ ვაქცინაციას მომავალი კვირიდან იწყებს

დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც Covid19-ის საწინააღმდეგო Pfizer/BioNTech–ის მიერ შექმნილი ვაქცინა ფართო მოხმარებისთვის დაუშვა. ვაქცინაცია უკვე მომავალ კვირას იწყება. პირველ რიგში ხანდაზმული...

შოუ ბიზნესი

მსახიობმა ელენ პეიჯმა განაცხადა, რომ ტრანსგენდერია და ყველას სთხოვა ამიერიდან ელიოტი დაუძახონ

მსახიობმა ელენ პეიჯმა განაცხადა, რომ ტრანსგენდერია და ყველას სთხოვა მას ელიოტი დაუძახონ, გარდა ამისა, მასზე საუბრისას მამრობითი სქესის აღმნიშვნელი ნაცვალსახელი გამოიყენონ. მსახიობი, რომელიც კანადაში დაიბადა...

ვიდეო