“რა უნდა გავაკეთოთ, რომ მუტანტმა შტამმა არ დაგვაზიანოს?” – ნანა გეგეჭკორის რჩევები

აშშ–ში მცხოვრები ექიმი–კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი, რო­მე­ლიც The Mount Sinai-ის სა­მე­დი­ცი­ნო ქსე­ლის ჰოს­პი­ტალ­ში მუ­შა­ობს, კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

მისი თქმით, ვირუსის ახალი ვერსიის წარმოქმნა რამდენიმე მუტაციის ერთობლიობამ განაპირობა.

“ზოგადად მუტაცია ვირუსის ბუნებრივი თვისებაა და გარემოსთან ადაპტაციისათვის სჭირდება. დროის მცირე მონაკვეთში ვირუსებში მრავლობითი მუტაცია ხდება, თუმცა მათი უმრავლესობა „ჩუმია“ , იწვევს გენომის უმნიშვნელო კორექტირებას და არ ითარგმნება ვირუსის ცილოვანი სტრუქტურის კონფიგურაციის ცვლილებაში. ანალოგიური პრინციპები მოქმედებს კორონავირუსის შემთხვევაშიც.

კოვიდ19-ის გამოჩენიდან დღემდე რამდენიმე მუტაცია უკვე დაფიქსირდა, მაგრამ მათმა უმრავლესობამ ვირუსის ბუნება ვერ შეცვალა. რაც შეეხება ბრიტანეთში გამოვლენილ ახალ შტამს, მისი სახეცვლილება რამდენიმე მუტაციის ჯამური შედეგია და გენომის ამგვარმა მოდიფიკაციამ ე.წ. „სპაიკ“ ცილის კონფიგურაციის ნაწილობრივი ცვლილება გამოიწვია. „სპაიკ“ ცილა არის ვირუსის ის ნაწილი, რომლის მეშვეობითაც ის ადამიანის ორგანიზმში არსებულ ACE2 რეცეპტორებს უკავშირდება და ასე იჭრება მისი უჯრედების ფუნქციონირებაში. აქამდე არსებული კვლევების თანახმად, კორონავირუსის ახალი შტამის „სპაიკ“ პროტეინს შეუძლია უფრო მჭიდრო კონტაქტის დამყარება ACE2 რეცეპტორებთან”,– წერს გეგეჭკორი.

მისი განმარტებით, რას ნიშნავს უფრო მჭიდრო კავშირი, ჯერჯერობით უცნობია, შეიცვლება თუ არა კორონავირუსით გამოწვეული დაავადების სიმძიმე ვირუსის ახალი ვერსიის გამოჩენით, ამის პროგნოზირება რთულია.

“ჯერჯერობით არანაირი კლინიკური მონაცემები არ არსებობს დაავადების მიმდინარეობის კონკრეტული ცვლილებების შესახებ. თუმცა, დანამდვილებით ვიცით, რომ ამ შტამს გაცილებით უფრო სწრაფი გავრცელების უნარი აღმოაჩნდა, ჩვენთვის უკვე ნაცნობ და საქართველოში ამჟამად გავრცელებულ ვარიანტთან შედარებით”,– წერს ექიმი.

ის საკუთარ ფეისბუქ პოსტში კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ პასუხგაუცემელ კითხვებსაც პასუხობს. ნანა გეგეჭკორის თქმით, დღეს არსებულ ტესტირების მეთოდებს კორონავირუსის ახალი შტამის ადეკვატურად აღმოჩენა შეუძლიათ, რადგან ტესტირების არსებული მეთოდები საკმარისია იმისთვის, რომ ამ შტამის სრულფასოვანი დიაგნოსტიკა მოხდეს.

მისივე ინფორმაციით, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დღეს არსებული ვაქცინა თავისუფლად გაართმევს თავს კორონავირუსის ამ კონკრეტულ შტამთან ბრძოლას.

ნანა გეგეჭკორი კითხვას, ახასიათებს თუ არა კორონავირუსის ახალ შტამს განსაკუთრებული მიმდინარეობა ბავშვებში, ასე პასუხობს:

“დღეს არსებული მონაცემებით, ბავშვებში კორონავირუსის ახალი შტამით გამოწვეული დაავადება რაიმე განსხვავებული თავისებურებებით არ გამოირჩევა. არაფერი კლინიკურად განსაკუთრებული არ შეუნიშნავთ არც ახალგაზრდების პოპულაციაში”.

ამერიკაში მოღვაწე ექიმი აღნიშნავს, რომ არ შეცვლილა მიდგომა კორონავირუსის პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდებში ახალი შტამის გამოჩენის შემდეგ.

მისივე თქმით, ახალი შტამის თავიდან ასაცილებლად არაფერი ახალის და განსაკუთრებულის გაკეთება არ მოგვიწევს, რეკომენდაციები იგივეა: სოციალური დისტანციის შენარჩუნება, ნიღბის ტარება, პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის დაცვა.

“ყველა ზემოთჩამოთვლილი შეზღუდვა თუ რეგულაცია თანაბრად ეხებათ კოვიდ-გადატანილებსაც და ინფიცირებას დროებით გადარჩენილებსაც. კოვიდ-19-ით რეინფიცირების შემთხვევები დადასტურებულად არსებობს და ეცადეთ არ გახდეთ ერთ-ერთ ამ იშვიათ გამონაკლისთაგანი.

სამწუხაროდ, რაც არ უნდა ზედმიწევნით ზუსტად დაიცვან წესები, უშუალოდ პაციენტთან მომუშავე პერსონალის ინფიცირების რისკები წარმოუდგენლად მაღალია. შესაბამისად, კლინიკების მესვეურებმა კიდევ უფრო დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ პერსონალის სათანადოთ აღჭურვას და დაცვას”,– წერს გეგეჭკორი და აღნიშნავს, რომ კორონავირუსის მუტანტი შტამის აღმოჩენა არ წარმოადგენს საყოველთაო პანიკის შექმნის ობიექტურ საფუძველს.

“რაც უფრო მიიჩიხება ვირუსი ვაქცინისა და ბუნებრივად შექმნილი იმუნიტეტის მეშვეობით, მით უფრო შეეცდება ახალი, უფრო სწრაფად გავრცელებადი ვერსიების შექმნას. ასეთია ვირუსების ბუნება. შესაბამისად, ადამიანთა სამყაროც გააგრძელებს ახალი გამოწვევების მიმართ სწრაფ ადაპტაციას. თუნდაც ის ფაქტი, რომ მოდერნიზებული ტიპის, ე.წ. რნმ-ვაქცინების სწრაფი შექმნა შესაძლებელია, ნელნელა ათანაბრებს მიკროსამყაროსთან ეფექტური ბრძოლის შანსებს”,– აცხადებს ნანა გეგეჭკორი.

ქობულეთში, სოფელ ზინეთში ხანძარია

ხანძარი ქობულეთში – სოფელ ზინეთში, მთის ფერდობზე ცეცხლი ეკალბარდს უკიდია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით,...

შენდობას ვითხოვ ჩემი პატრიარქისა და მთელი საზოგადოებისგან – დეკანოზი თადეოზი

დეკანოზი თადეოზ სარალიძე ბოდიშსს იხდის და შენდობას ითხოვს საზოგადოებისგან და  პატრიარქისგან. ამის შესახებ  ის...

ლურსმანაშვილმა ხარაგაულის ამფითეატრის “რეაბილიტაციისთვის” 450 000 გაფლანგა – ფლანგვის დეტექტორი

არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორის ინფორამაციით, ხარაგაულის ყოფილმა გამგებელმა (2013-2016) კობა ლურსმანაშვილმა 2016 წელს გახსნა...

პარლამენტში რომ შევიდე, ქოცი გავხდები, ჩემს თვალში ბანძი ვიქნები – მეგრელიშვილი

გირჩის ლიდერი ვახო მეგრელიშვილი ამბობს, რომ თუ პარლამენტში შევა, მისი წარმოდგენით, "ბანძი" და "ქოცი"...

ენზელ მკოიანის რძალმა თავი მოიკლა – ყოფილი დეპუტატი ზეწოლაზე საუბრობს

ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატის, ენზელ მკოიანის რძალმა თავი მოიკლა. მკოიანი სახელმწიფო უწყებების მხრიდან ზეწოლაზე...

დეკანოზი თადეოზი მიიჩნევს, რომ მოკლეკაბიანი ქალები 100 ლარით უნდა დაჯარიმდნენ

დეკანოზი თადეოზი მიიჩნევს, რომ ქალი, რომელიც მოკლე კაბით დადის 100 ლარით უნდა დაჯარიმდეს. ამის...

ქართველ ხალხთან პრეტენზია მაქვს, ენმ-ს არ ეკუთვნის 27% – იაგო ხვიჩია

გირჩის ერთერთი ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ მას პარლამენტში შესვლა უნდა და არა ქართული...

მალტასთან ვაქცინისთვის კონსულტაციები დეკემბერში დავიწყეთ, სპეკულაციები ვრცელდება – ელჩი

იტალიაში საქართველოს ელჩის, კოტე სურგულაძის ინფორმაციით, მალტის შესაბამის უწყებებს ვაქცინების საკითხზე კომუნიკაცია აქვთ საქართველოს...

სხვა სიახლეები

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, თუმცა ივანიშვილმა აშკარად აჩვენა, ვის ხელშია რეალური...

ჯანმრთელობა

მეცნიერმა კორონავირუსით დაინფიცირების ზრდასა და მზის სხივების ნაკლებობას შორის კავშირი დაადგინა

შემოდგომაზე ბევრ ევროპულ ქვეყანაში მკვეთრად გაიზარდა კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები. ბევრმა ჩათვალა, რომ ეს ტემპერატურის სეზონურ კლებას უკავშირდება. თუმცა, ძირითადი ფაქტორი შესაძლოა ამ ქვეყნების გეოგრაფიული...

შოუ ბიზნესი

“რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ“–ნინი ქარსელაძის დედა აღიარებს, რომ მისი შვილი გათხოვდა

ნინი ქარსელაძის დედა, ხათუნა ჟორდანია ფეისბუქზე წერს, რომ მისი შვილი გათხოვდა: “რადგან ბევრმა სააგენტომ გაავრცელა, დავწერ მეც!!!! ჩემი შვილი გათხოვდა უკვე დიდი ხანია რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ. ახლა...

ვიდეო