რა ჯანდაბად მინდა! იქნებ თავის მიერ არის გაკეთებული, რომ მერე ჩემზე ილაპარაკოს -ვოლსკი დოლიძის ბრალდებებზე

“ა ჯანდაბად მინდა! იქნებ თავის მიერ არის გაკეთებული, რომ მერე ჩემზე ილაპარაკოს”- ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატის ანა დოლიძის ბრალდებას, რომელიც ვოლსკის საარჩევნო შტაბს ადევნებასა და მისი კამპანიის თვალთვალში ადანაშაულებს.

“რა სისულელეა და როგორ შეიძლება ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანმა ასეთი რამ დაუშვას ან რაში შეიძლება დამჭირდეს?! იქნებ თავის მიერ არის გაკეთებული, რომ მერე ჩემზე ილაპარაკოს, რომ მე მას ვავიწროვებ“, – აღნიშნა ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.

როგორც დოლიძემ დღეს განაცხადა, “ქართული ოცნების“ აქტივისტები მოქალაქეებთან მის შეხვედრებს უთვალთვალებენ და ვიდეოს იღებენ. დოლიძე ფაქტის გამოძიებას, ორგანიზატორების გამოვლენას და საქმეზე მის დაზარალებულად ცნობას ითხოვს.

“ჩემი კამპანიის თითოეულ შეხვედრას თან სდევს თვალთვალი და ვიდეო გადაღება გია ვოლსკის და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ. მაქვს კონკრეტული ფაქტები, ფოტოები ხალხის, ე.წ. ასინეთების, რომელიც დაქირავებული ჰყავს გია ვოლსკის შტაბს და „ქართულ ოცნებას“ იმისთვის, რომ უთვალთვალონ ჩვენს კამპანიას და გადაიღოს ყველა მოქალაქე, რომელიც ჩვენს შეხვედრაზე დადის. ჩემს ყველა ბოლო შეხვედრაზე ადგილი აქვს მსგავს გადაღებას და თვალთვალს, ეს ფაქტები დაფიქსირებული გვაქვს. მოვითხოვ ადევნების მუხლით გამოვლინდეს ამ სისტემატური თვალთვალის მონაწილეები, ეს ქალბატონი ასინეთები. გამოვლინდეს და დაისაჯოს ორგანიზატორი და მე მცნონ დაზარალებულად იმისთვის, რომ შევძლო და მოვითხოვო, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება წინ წავიდეს. თქვენ იცით, რომ გამოძიებამ წერეთლის 105-ში მომხდარ თავდასხმაზე არანაირი შედეგი არ დადო, შესაბამისად, მე მინდა მოვითხოვო, რომ ადევნების ნაწილში მცნონ დაზარალებულად“,- განაცხადა ანა დოლიძემ.

ნიკა მელია 42,38%, ლევან კობიაშვილი 43,98% – დათვლილია ხმების 33.45%

პირველადი მონაცემებით, გლდანის ოლქში ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატებს თითქმის თანაბარი შედეგები...

ჩვენი პროცენტული მაჩვენებელი 51-ია, ყველა ქალაქსა და რაიონს ვიგებთ – კობახიძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 1 600-ზე მეტი ოქმის მონაცემებით, პარტიას 51%...

ივანიშვილი არჩევნებს აყალბებს – ხოშტარია წინასწარ შედეგებზე

ევროპული საქართველოს ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია ცესკოს წინასწარ შედეგებს აფასებს და ამბობს, რომ...

ოცნება – 54,72%, ენმ – 23,61%, ევროპული საქართველო – 3,99% – ცესკომ ხმების 28.2%...

უბნების დახურვიდან 7 საათზე მეტის გასვლის შემდეგ, ცესკო საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებს აქვეყნებს. დათვლილია...

ფიზიკური დაპირისპირება, ამომრჩევლის ნების კონტროლი – ISFED-ის ანგარიში

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) დღევანდელი საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის ბოლო ანგარიში...

ვისაც მოუწევს პოლიტიკიდან წასვლა, ვნახავთ – კობახიძე მელიას პასუხობს

"ვისაც მოუწევს პოლიტიკიდან წასვლა, ვნახავთ"- ასე უპასუხა “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ კითხვას, ფიქრობს...

ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის შემთხვევებზე გამოძიებას ვითხოვთ – ომბუდსმენი

სახალხო დამცველი, დღეს, მედიის წარმომადგენლებისათვის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის ფაქტებს ეხმიანება. მთელი დღის განმავლობაში ომბუდსმენი...

თბილისის 8 მაჟორიტარული ოლქის შედეგები – IPSOS-ის ეგზიტპოლის 8 საათის მონაცემები

Ipsos Global-ის ეგზიტპოლების შედეგები ცნობილია, სადაც თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში ხმების გადანაწილებაა ასახული. ტელეკომპანია „მთავარის“ დაკვეთით...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

კორონავირუსმა მუტაცია განიცადა. ევროპაში ვირუსის ახალი შტამი ვრცელდება

ბრიტანეთში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევათა 80%, ირლანდიაში 60%, საფრანგეთსა და შვეიცარიაში 40 %  კორონავირუსის ახალი მუტაციით არის გამოწვეული, რომელიც განსხვავდება გაზაფხულზე არსებული ვირუსის შტამისგან. გენური მუტაცია...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო