რეგლამენტით პარლამენტმა დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტას კენჭი უნდა უყაროს – DI

არასამთავრობო ორგანიზაცია “დემოკრატიის ინდექსი საქართველო” (DI)  კობახიძის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ რეგლამენტის გათვალისწინებით აუცილებლია, პარლამენტმა ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს კენჭი უყაროს.

“ხელისუფლების განცხადება, რომ საქართველოს პარლამენტი არ უყრის კენჭს ოპოზიციის წარმომადგენელი პარლამენტის წევრების უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს არ შეესაბამება პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნას; ვერ აიძულებს მანდატზე უარნათქვამ დეპუტატებს განახორციელონ საპარლამენტო საქმიანობა; ამასთან, იწვევს ბიუჯეტიდან მილიონობით ლარის არაეფექტურ ხარჯვას და არ ემსახურება პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას. აღნიშნულის გათვალისწინებით, ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ პარლამენტი კენჭს არ უყრის ოპოზიციის წარმომადგენელი პარლამენტის წევრების უფლებამოსილების შეწყვეტას, ჰგავს კონსტიტუციური ნორმებით მანიპულირების მცდელობას პარლამენტში მრავალპარტიულობის ილუზიის შესაქმნელად.

საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია პარლამენტის წევრის პირადი განცხადება. პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-3 და მე-12 პუნქტების თანახმად, პარლამენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ განიხილოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი (პარლამენტის წევრის განცხადება დაუყოვნებლივ გადაეცემა საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, რომელიც ორი კვირის ვადაში ამზადებს დასკვნას და გადასცემს ბიუროს. ბიუროს საკითხი განსახილველად შეაქვს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში). ამასთან, ამავე მუხლის თანახმად, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეყილების მიღებამდე დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე კენჭისყრა დაუშვებელია. შესაბამისად, თუ საპარლამენტო უმრავლესობა კენჭისყრაზე არ გაიტანს ოპოზიციონერ დეპუტატთა განცხადებას უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნის შესახებ, ეს შეაფერხებს მთლიანად პარლამენტის მუშაობას.

უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პარლამენტი. მიუხედავად იმისა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი, მანდატზე უარის თქმა არის პარლამენტის წევრის უფლება და მის ხელთ არსებული პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომლის გამოყენებას მას პარლამენტი ვერ შეუზღუდავს. შედეგად, პარლამენტის წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე უარის თქმით შეიქმნება პარლამენტში ოპოზიციური პარტიების არსებობის მხოლოდ ილუზია, როცა ოპოზიცია რეალურად არ იქნება ჩართული საპარლამენტო საქმიანობაში.

ამასთან, იმის მიუხედავად, მე-10 მოწვევის პარლემენტი შეუწყვეტს თუ არა ოპოზიციის წარმომადგენლებს უფლებამოსილებას, მათ მაინც შეეძლებათ ბოიკოტის გზით გამოეთიშონ საპარლამენტო პროცესებს. ასეთ შემთხვევაში, ფორმალურად პარლამენტში წარმოდგენილი იქნება ოპოზიცია, თუმცა ფაქტობრივად საკანონმდებლო ორგანო დარჩება ერთპარტიული. რეალური შედეგის თვალსაზრისით, ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია ისევე არ იქნება ჩართული საპარლამენტო საქმიანობაში, როგორც ეს მოხდებოდა უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში.

გარდა ამისა, მმართველმა ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ოპოზიციის მიერ ბოიკოტის ინსტრუმენტის გამოყენება ავალდებულებს მმართველ პარტიას სულ მცირე, აწარმოოს მოლაპარაკებები ოპოზიციის წარმომადგენლებთან და მაქსიმალურად ეცადოს კონსესუსის მიღწევას. ბოიკოტზე პასუხი არ შეიძლება იყოს ბოიკოტის უგულებელყოფა.

ამავდროულად, არსებულ რეალობაში პარლამენტის იმ წევრებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე უარის თქმა, რომლებიც საკუთარი განცხადებით მოითხოვენ  უფლებამოსილების შეწყვეტას, გამოიწვევს საბიუჯეტო თანხების არაეფექტურ ხარჯვას. თითოეული დეპუტატის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 5 000 ლარამდეა. 2020 წლის არჩევნების პირველი ტურის შედეგებით საპარლამენტო მანდატის გამოყენებაზე უარს 59 ახალარჩეული წევრი აცხადებს. სახელისუფლებო პარტიის მიერ დეპუტათა უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადების დაუკმაყოფილებლობა ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარლამენტის წევრებისთვის ყოველწლიურად ხელფასის სახით გადახდილი 3.5 მილიონ ლარზე მეტი ოდენობით საბიუჯეტო დანახარჯს გამოიწვევს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივნის განცხადება საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის მიერ ოპოზიციის წევრთა უფლებამოისილების შეწყვეტის შესახებ განცხადების დაუკმაყოფილებლობის თაობაზე შეიძლება ემსახურებოდეს მხოლოდ მმართველი პარტიის ვიწრო პარტიულ ინტერესებს, არ არის მიმართული პროტესტის განმუხტვისა და პოლიტიკური კრიზისის დასტაბილურებისაკენ, ვერ აზღვევს ერთპარტიული პარლამენტის ჩამოყალიბების რისკს.

„დემოკრატიის ინდექსი – საქართველო“ მოუწოდებს ხელისუფლებას გამოიყენოს ყველა სამართლებრივი თუ პოლიტიკური ბერკეტი, რაც არსებული კრიზისის განმუხტვას შეუწყობს ხელს. ერთპარტიულობა პარლამენტის დეინსტიტუციონალიზაციასა და დელეგიტიმაციას გამოიწვევს, რაც მმართველ ხელისუფლებას აკისრებს პასუხისმგებლობას სათანადოდ უპასუხოს ოპოზიციის ბოიკოტს – აწარმოოს რეალური დიალოგი და მიაღწიოს კონსესუსს ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან – რაც არის ბოიკოტის, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტის მიზანი დემოკრატიულ პროცესში.  “- ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 45 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან კიდევ 45 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 1387-მდე გაიზარდა, -...

დავაკავეთ რუსეთის მოქალაქე, რომელსაც 7 კილოგრამი ჰეროინი გადაჰქონდა -შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა...

საქართველოში კორონავირუსის 4260 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 260 ახალი დადასტურებული შემთხვევა,-ამის შესახებ უწყებათაშორის...

ძალიან უსამართლოდ მხვდება ტალახი – იაგო ხვიჩია

"ძალიან უსამართლოდ მხვდება ტალახი "- გირჩის ერთერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია მის მიმართ საზოგადოების ნაწილის...

ცესკო 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს დღეს შეაჯამებს

3 დეკემბერს ცესკო 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს შეაჯამებს და შემაჯამებელ ოქმს გამოსცემს. სხდომა...

“2008 წელს საქართველოსთვის დახმარების პაკეტის მობილიზებაში საკვანძო როლი ჰქონდა“–ჯონ ტეფტი აშშ–ს ახალ სახელმწიფო...

შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მისი ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ენტონი (ტონი) ბლინკენი...

გამოექანენ, შეასკდნენ კედელს და არიან დარეტიანებულები – ალეკო ელისაშვილი “ოცნებაზე”

"გამოექანენ, შეასკდნენ კედელს და არიან დარეტიანებულები"- ასე აფასებს, პარტია "მოქალაქეების" თავმჯდომარე, ალეკო ელისაშვილი პოლიტიკური საქმეების...

იენს სტოლტენბერგი მიესალმება ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტი დამტკიცებას

ნატო-ს გენერალური მდივნი, იენს სტოლტენბერგი, მიესალმება ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტი დამტკიცებას. ამის შესახებ სტოლტენბერგმა...

სხვა სიახლეები

“საიდან ამდენი ღვარძლი, ბოღმა და სიძულვილი?“– თენგიზ ცერცვაძე კიდევ ერთ კოლეგას უპირისპირდება

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მორიგ ვრცელ წერილს აქვეყნებს და ისევ კოლეგებს უპირისპირდება. ამჯერად მისი კრიტიკის ობიექტი ინფექციონისტი გიორგი კანდელაკია,...

ჯანმრთელობა

ბრიტანეთი კორონავიურსის წინააღმდეგ Pfizer–ის ვაქცინით მასობრივ ვაქცინაციას მომავალი კვირიდან იწყებს

დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც Covid19-ის საწინააღმდეგო Pfizer/BioNTech–ის მიერ შექმნილი ვაქცინა ფართო მოხმარებისთვის დაუშვა. ვაქცინაცია უკვე მომავალ კვირას იწყება. პირველ რიგში ხანდაზმული...

შოუ ბიზნესი

მსახიობმა ელენ პეიჯმა განაცხადა, რომ ტრანსგენდერია და ყველას სთხოვა ამიერიდან ელიოტი დაუძახონ

მსახიობმა ელენ პეიჯმა განაცხადა, რომ ტრანსგენდერია და ყველას სთხოვა მას ელიოტი დაუძახონ, გარდა ამისა, მასზე საუბრისას მამრობითი სქესის აღმნიშვნელი ნაცვალსახელი გამოიყენონ. მსახიობი, რომელიც კანადაში დაიბადა...

ვიდეო