რემდესევირი არის პოლიტიკური წამალი, ისევე როგორც პლაქვენილი – ზურაბ გურული

“რემდესევირი არის პოლიტიკური წამალი, ისევე როგორც პლაქვენილი”- ამის შესახებ, ამერიკაში მოღვაწე ცნობილი ქართველი ექიმი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში წერს.

„პანდემიის დასაწყისიდან არაერთხელ მომიწია იმის აღნიშვნამ, რომ კლინიცისტები ყველაზე წინ იყვნენ კოვიდის მართვის პრინციპებში გარკვევისას და ეპიდემიოლოგებიც კი დაახლოებით 2 თვის დაგვიანებით მისდევდნენ მათ რეკომენდაციებს. კლინიცისტების შეხედულებების უგულებელყოფამ გამოიწვია კოვიდის მსხვერპლთა მაღალი პროცენტის მნიშვნელოვანი წილიც. ეს ბუნებრივიცაა, ნამდვილი კლინიცისტები ყველაზე ნაკლებად ემორჩილებიან პოლიტიკურ კონიუნქტურებს.კლინიცისტი არ ეკეკლუცება და არ ეთამაშება სიკვდილს; ის მას პატივს სცემს.რემდესევირმაც მიაღწია თავის ლოგიკურ მიჯნას.არ ამცირებს სიკვდილიანობას ეს ძვირადღირებული მედიკამენტი კრიტიკულ პაციენტებში, სამწუხაროდ. თუმცა, ადრეულ ეტაპზე მისმა ჩართვამ მკურნალობაში შესაძლოა გარკვეული დადებითი ეფექტი გამოიღოს.“- წერს გურული.

„რემდესევირი პოლიტიკური წამალიცაა, ისევე როგორც პლაქვენილი! – ეს არის ფაქტი. და ამ ფაქტის გააზრებისათვის საჭიროა ორი რამ:

1. სამედიცინო სტატიებთან ერთად მსოფლიო პოლიტიკისათვის თვალყურის მიდევნება;

2. უშუალო კლინიკური გამოცდილება.

გუშინ, მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთხელ აღვნიშნე, რომ ეს არის ძვირადღირებული ექსპერიმენტი, სამწუხაროდ.

ამერიკაში ამ წამლის ფასს პაციენტი არ იხდის!ამ მედიკამენტის ფასს, ისევე როგორც კოვიდის მკურნალობის სრულ ხარჯებს, ამერიკაში იხდის მთავრობა. ამიტომ მათ აქვთ ამის ფუფუნება.ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალურმა პანელმა დღეს ოფიციალურად განაცხადა, რომ კოვიდის სამკურნალოდ რემდესევირი არ წარმოადგენს არსებითად ღირებულ საშუალებას, რადგან ის არ ცვლის სიკვდილიანობის კოეფიციენტს და არ ამცირებს უმძიმესი პაციენტების მართვით სუნთქვაზე გადაყვანის შანსებს.არადა, ეს ეწერა სიტყვა-სიტყვით რემდესევირის შესახებ არსებულ კვლევაში. უბრალოდ, პოლიტიკურ კონიუნქტურაზე ნებით თუ უნებლიედ დამოკიდებულმა სპეციალისტებმა წაიკითხეს სასურველი კონტექსტით.ქართულ ჯანდაცვას ამჟამად კლინიკებში სჭირდება სტანდარტული მედიკამენტების ადექვატური მარაგები, გამართული და კარგად აღჭურვილი ჰოსპიტალური სექტორი; გამოცდილი ექთნები მძიმე პაციენტების კარგად მოსავლელად და იღბალი.”

P.S. “რემდესევირმა შესაძლოა მაინც იპოვოს თავისი მართებული ადგილი კოვიდის მკურნალობაში. ეს მოხდება მაშინ, როდესაც საბოლოოდ დაზუსტდება მკურნალობის სტადიების სქემები და ზუსტად გვეცოდინება რომელი მედიკამენტი რომელ ეტაპზე ჩავრთოთ. მანამდე კი, აჯობებს მივდიოთ კლასიკურ კლინიკურ ლოგიკას.“- განაცხადა ზურაბ გურულმა.

დღეს ხელისუფლებამ უნდა გაგვამხნევოს – სოსო ფხაკაძე

"ვისოლ ჯგუფისა" და საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის განცხადებით, ახლა ხელისუფლებამ უნდა გაამხნევოს ბიზნესი. "...

დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ კარტოგრაფები – აქტივისტები საგარეო უწყებასთან აქციას მართავენ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე აქციას...

კოქტეილი –ახალი პროდუქტი მაგთისგან

მაგთი  ლოგოს და ციფრული არხების განახლების შემდეგ მომხმარებელს ახალ, მეგობრულ პროდუქტს სთავაზობს. ის სხვადასხვა...

“იმედის კლინიკის“ ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა

„იმედის კლინიკის“ ექიმი ზაზა იმერლიშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა. კლინიკის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ექიმს თანმხლები დაავადებები: ონკოლოგიური...

საია საკონსტიტუციოს მოუწოდებს, დროულად განიხილოს შეზღუდვების კონსტიტუციურობა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწოდებს, დაჩქარებულ ვადაში შეისწავლოს მთავრობის მიერ დაწესებული საკარანტინო...

ქუთაისის მერს კორონავირუსი დაუდგინდა

ქუთაისის ახლად არჩეულ მერს იოსებ ხახალეიშვილს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ის სოციალურ ქსელში ავრცელებს. "მეგობრებო, მეც...

სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების დასახმარებლად 500 00 ლარი გამოიყოფა – კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების დასახმარებლად ნახევარი მილიონი გამოიყოფა. მისივე განცხადებით,...

ყოველდღე 10 მლნ-ით ვიზარალებთ, 15 დეკემბრიდან მოგვეცით მუშაობის უფლება – 6 მოლი მთავრობას

სავაჭრო მოლების წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს და განაცხადეს, რომ ლოკდაუნის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონიათ....

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვს

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის სისტემაში შექმნილი კრიზისისა და მძიმე მდგომარეობის გამო ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს. ამის შესახებ კლინიკების ასოციაციის მიერ გავრცელებულ...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო