რისკია, რომ საქართველო გადაუხვევს ასოცირების შეთანხმებიდან – 6 ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარები პეტრას აუსტერვიჩუსი, ანდრიუს კუბილიუსი, მარკეტა გრეგოროვა, ვიტოლდ იან ვაშჩიკოვსკი, ხავიერ ნარტი და ვიოლა ფონ კარმონი ევროპის საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს საქართველოში ვიზიტამდე წერილით მიმართავენ. ისინი მიშელს აფრთხილებენ, რომ დაძაბულობამ ქართულ ოცნებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის უკიდურესად საშიშ ნიშნულს მიაღწია.

ევროპარლამენტარები ევროპის საბჭოს პრეზიდენტს მოუწოდებენ, წაახალისოს პრავალპარტიული დიალოგი.

6 ევროპარლამენტარის წერილს უცვლელად გთავაზობთ:

“თქვენი უკიდურესად დროული ვიზიტის მოახლოებასთან ერთად, ჩვენ, ამ წერილის ხელმომწერი ევროპარლამენტარები, გწერთ, რათა გამოვხატოთ ჩვენი შეშფოთება პოლიტიკური სიტუაციის სწრაფი გაუარესების გამო ევროკავშირის მნიშვნელოვან ასოცირებულ პარტნიორ ქვეყანაში.

როგორც 2020 წლის 16 სექტემბრის საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების იმპლემენტირების ევროპარლამენტის რეზოლუციაში წერია, 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოს დემოკრატიული ვალდებულებები უნდა დაედასტურებინა. ამის ნაცვლად, არჩეული დეპუტატების ერთი მესამედი უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე და არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს. ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) უბნების 8 პროცენტის ოქმებში დისბალანსი დაადგინა, სხვა საარჩევნო დარღვევებთან ერთად. 23 თებერვალს ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ, რა დროსაც დახურულ სივრცეში ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, დაძაბულობამ ქართულ ოცნებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის უკიდურესად საშიშ ნიშნულს მიაღწია.

ევროკავშირი ვერ უგულვებელყოფს არსებულ მდგომარეობას, როდესაც ძალის გამოყენება, რევანშიზმი და ომის ზღვარზე დაბალანსების პოლიტიკა დომინანტურ ტრენდად იქცა. პოლიტიკური პოლარიზაცია და დაძაბულობა საფრთხეს უქმნის საზოგადოების და სახელმწიფოს სტაბილურობას. მეტიც, პოლიტიკური კრიზისი აჩენს რისკს, რომ საქართველო გადაუხვევს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში რეფორმების გზიდან.

დაჟინებით მოგიწოდებთ, გამოიყენოთ საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი პოლიტიკური ძალების წასახალისებლად, რომ განაახლონ მყისიერი მრავალპარტიული დიალოგი, რომელიც თანამშრომლობისა და ინკლუზიური პოლიტიკური გარემოს ხელშემწყობი კონკრეტული მემორანდუმით უნდა დაბოლოვდეს. ნება და სისწრაფე, რომლითაც ქართული პოლიტიკური ელიტა მრავალპარტიულ დიალოგში ჩაერთვება, ასახავს მათ მიზანდასახულობას, განამტკიცონ საქართველოს მიერ გაცხადებული ევროპული მისწრაფებები. ჩვენ გვჯერა, რომ ამ პროცესში ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას შეუძლია, ჰქონდეს მნიშვნელოვანი პოზიტიური გავლენა. ამრიგად, ჩვენ მოგიწოდებთ, რომ ისინიც აქტიურად ჩართოთ თქვენი ვიზიტის ფარგლებში.

ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს, რომ გადასცემთ ამ გზავნილს ჩვენს პარტნიორებს და დაარწმუნებთ მათ ევროკავშირის უდრეკ მხარდაჭერაში ქართველი ხალხის უსაფრთხო და კეთილდღეობით სავსე მომავლისთვის. ჩვენი მხრივ, მზად ვართ, გავამყაროთ ევროკავშირის დელეგაციისა და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების მიერ არაერთხელ გამოჩენილი შუამავლობის სურვილი”,– წერია მათ წერილში.

საქართველოში ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტი პირველ მარტს არის დაგეგმილი.

იტალიელმა ქალმა მომვლელ ქალს ანდერძით 3.7 მილიონი ევრო დაუტოვა. ის სავარაუდოდ ქართველია

ჩრდილოეთ იტალიაში, გენუაში (Genova) ხანდაზმულმა ქალმა ანდერძით სახლის მომსახურე პერსონალს მემკვიდრეობის ნაწილი დაუტოვა, მათ...

მე-4 მექანიზებული ბრიგადის ჯარისკაცმა მორიგეობისას თავი მოიკლა – თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მე-4 მექანიზებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურემ მორიგეობის დროს თავი მოიკლა უწყების ცნობით, სამხედრო...

გურამ კაშია თბილისის ლოკომოტივში ითამაშებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია თბილისის ლოკომოტივის ფეხბურთელი გახდა. მან ლოკომოტივთან 1-წლიანი კონტრაქტი...

აშშ-მ და ევროკავშირმა ერთად უნდა დაუჭირონ მხარი დიალოგს – კარპენტერი

აშშ–ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ცენტრის დირექტორი და მისი ყოფილი მრჩეველი მაიკლ კარპენტერი ხელისუფლებისა და...

მოვიდა დრო ვაშინგტონი დაბრუნდეს საქართველოში – პავილიონისი

"მოვიდა დრო ვაშინგტონი დაბრუნდეს საქართველოში" -ამის შესახებ, ლიეტუვას საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტის პავილიონისმა...

ვის უნდა ვუჩივლოთ? ოღონდ რამე მოგვცენ..- პაატა იმნაძე Covax-ზე

"ვის უნდა ვუჩივლოთ? ოღონდ რამე მოგვცენ.."-  ასე ეხმაურება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა...

თუ ღარიბაშვილი ბრიუსელში არაფერს იტყვის 6 პუნქტზე, საქართველოს ვკარგავთ – პავილიონისი

ლიეტუვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი აცხადებს, რომ დროა, ვაშინგტონმა გამოიღვიძოს და საქართველოში მიმდინარე პროცესებში...

ციხიდან ივანიშვილის მმართველობის პატიმრის, ნიკა მელიას სიტყვები მივიღე – პავილიონისი

ლიეტუვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი აცხადებს, რომ ციხიდან "ივანიშვილის მმართველობის პატიმრის", ნიკა მელიას სიტყვები...

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

„კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ ამ დრომდე „ფაიზერის“ ვაქცინა

„კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინა თებერვალში. შესაბამისი შეკითხვით „კოვაქს პლატფორმას“ „ინტერპრესნიუსმა“ მიმართა. როგორც სააგენტოს განუცხადეს, თებერვალში ვაქცინა იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებმაც...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო