როგორ მიენიჭებათ ადამიანებს შშმ სტატუსი – ტიკარაძე ახალ მოდელზე საუბრობს

ჯანდაცვის მინისტის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ახალი მოდელის მიხედვით, შშმ სტატუსის მინიჭება დამოკიდებული იქნება არამხოლოდ სამედიცინო დიაგნოზზე, არამედ პირის ფუნქციურ შესაძლებლობებზე.

მინისტრის განცხადებით, აღნიშნული ცვლილების პილოტირება უკვე დაწყებულია საქართველოს რამდენიმე რეგიონში, რაც ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეალური საჭიროებების უკეთ გამოვლენას, ეფექტურ რეაგირებას და საზოგადოებაში შშმ პირთა სრულყოფილ ინტეგრირებას.

„არსებული მდგომარეობით ქვეყანაში არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაცემთა ბაზა. სამინისტრო ინფორმაციას ფლობს მხოლოდ სოციალური პაკეტის მიმღებ შშმ პირებზე. ამ საკითხის მოწესრიგების მიზნით, რეგულირების სააგენტომ დაიწყო მუშაობა სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შედეგების ელექტრონული ჩანაწერების სისტემის ჩამოყალიბებაზე, რომელიც დაგვანახებს ერთიან სურათს შშმ პირების რაოდენობრივ და საჭიროებების ჭრილში.

ასევე მოგახსენებთ, რომ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მიზნით, იგეგმება სამინისტროში შშმ პირთა საკოორდინაციო მექანიზმის შექმნა, რომელშიც ჩართულები იქნებიან შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურები, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციები. საკოორდინაციო საბჭო იმუშავებს შშმ პირთა სერვისების განვითარების, ხარისხის მონიტორინგისა და სერვისების მუნიციპალურ დონეზე ინტეგრირების ხელშეწყობაზე”,– თქვა ტიკარაძემ პარლამენტში.

მანვე აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა შშმ პირთა დაწესებულებების დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზეც, რომლის ფარგლებშიც მოხდება სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში მყოფი ბენეფიციარების ეტაპობრივი გადანაწილება მათ საჭიროებებზე მორგებულ ალტერნატიულ სერვისებში.

წვევამდელები სავალდებულო სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის სისტემაში გაივლიან

თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, წვევამდელები სავალდებულო სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გაივლიან....

კახიშვილი: ხალხი გაგიჟებული მოვა და ყველას გვიფრენს, გამოვფხიზლდეთ

"ქართული ოცნების" დეპუტატი კახა კახიშვილი ამბობს, რომ საზოგადოებაში უკმაყოფილებაა, ამიტომ ხელისუფლება უნდა გამოფხიზლდეს, სანამ...

შესაძლოა კახა კახიშვილმა “ქართული ოცნება” დატოვოს

უმრავლესობის წევრი კახა კახიშვილი ამბობს, რომ შესაძლოა ქართული ოცნება დატოვოს. მისი თქმით, თუ მმართველი გუნდიდან...

საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს: შესაძლოა, ტერორის მიზნით თქვენთან ზარი შემოვიდეს

ისრაელში საქართველოს საელჩოს განცხადებით, შესაძლოა, ისრაელში მცხოვრებ მოქალაქეებს ტერორის მიზნით დაურეკონ, ან შეტყობინება გაუგზანონ,...

თბილისის 60 ქუჩა, რომელსაც ხვალ 18 საათით წყალი შეუწყდება

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" განცხადებით, 14 მაისს, წყალმომარაგების სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის ბახტრიონის სატუმბო სადგურზე...

ჯაფარიძე: არიან პოლიტიკოსები, ვისთვისაც მომგებიანია, ხელახალი არჩევნები არ ჩატარდეს

"მთავარი კითხვა ახლა ოპოზიციურ ფლანგზე არის ის, თუ რომელი ოპოზიციური პარტიები და პოლიტიკური ლიდერები...

ბარამიძე: რა თქმა უნდა, არ უნდა შევიდეთ არალეგიტიმურ პარლამენტში

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, გია ბარამიძე ამბობს, რომ მისი პარტია არალეგიტიმურ პარლამენტში არ უნდა...

ჯაფარიძე: არ მაქვს სურვილი, ფრაქციულ მუშაობაში ან საპარლამენტო რუტინაში გადავეშვა

"გირჩი – მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ფრაქციულ მუშაობაში ჩართვის სურვილი არ...

იშვიათი მოვლენა: ქალმა 9 ბავშვი გააჩინა, რომელთაგან ყველა გადარჩა

მალიში მცხოვრებმა 25 წლის ქალმა 9 ბავშვი გააჩინა. არადა ფეხმძიმობისას ექოსკოპიაზე ექიმებმა მხოლოდ 7 ბავშვი შეამჩნიეს. ჰალიმა სისეს მშობიარობა მაროკოში, სპეციალურ კლინიკაში შედგა, სადაც ის...

მეცნიერების გათვლებით კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რეალური მაჩვენებელი ოფიციალურს ორჯერ აღემატება

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, რომელიც საკუთარ გათვლებში სხვადასხვა ქვეყნების ოფიციალურ მონაცემებს იყენებს, კორონავირუსის პანდემიის დროს 156 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, 3.2 მილიონი კი გარდაიცვალა. თუმცა, ვაშინგტონის...

გოგო ალბინიზმით ჩინური თავშესაფრიდან Vogue-ს მოდელი გახდა. ნახეთ მისი ისტორია

სიუელი ბავშვობისას მშობლებმა ბავშვთა სახლის კართან დატოვეს. ჩინეთში ზოგიერთი ალბინიზმს წყევლად თვლის. ამ იშვიათ  გენეტიკურ მოვლენას იმ პიგმენტის სრული ან ნაწილობრივი არქონა ახასიათებს, რომელიც კანს...