როგორ მოვიქცეთ თუ გვეჩვენება რომ კორონავირუსი გვაქვს

1015

კარგი ამბებით დავიწყოთ: კორონავირუსით დაავადებული ადამიანების უმეტესობას (81%) მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის სიმპტომები აღენიშნება და ისინი გართულებების გარეშე ახერხებენ გამოჯანმრთელებას.

დღეისთვის არ არსებობს რომელიმე კონკრეტული წამალი, რომელიც კორონავირუსისგან განგკურნავთ. თუმცა, არსებობს საშუალებები, რომლებიც, დაავადების მსუბუქად მიმდინარეობის შემთხვევაში, გაგიმარტივებთ კორონავირუსის გადატანას და სიმპტომებს შეგიმსუბუქებთ:

  • სიცხის დამწევი (პარაცეტამოლი) მიიღეთ მხოლოდ მაღალი ტემპერატურის ან/და ტკივილის შემთხვევაში
  • ხველის საწინააღმდეგო წამლები
  • სითხის დიდი რაოდენობით მიღება
  • დასვენება
  • ბოლოს კი ყველაზე მნიშვნელოვანი – დარჩით სახლში და მოერიდეთ სხვებთან კონტაქტს!

თუ მიეკუთვნებით მაღალი რისკის  ჯგუფს: ხართ > 60 წლის, ორსული, რომელიმე ქრონიკული დაავადების მატარებელი (მაგ. ჰიპერტენზია, დიაბეტი), გაქვთ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, ბოლო 2 კვირის განმავლობაში კონტაქტი გქონდათ დაავადებულ პირთან ან იმოგზაურეთ საზღვარგარეთ , აუცილებლად დაუკავშირდით ექიმს, რათა განიხილოთ კორონავირუსის ტესტის ჩატარების საჭიროება.

გასათვალისწინებელია, რომ კორონავირუსის ინფექციის ზუსტად დადგენა ხდება მხოლოდ ლაბორატორიული ტესტით, რადგან სიმპტომურად ის შეიძლება სხვა ტიპის ვირუსებს ჰგავდეს.
დაავადებათა კონტროლის ცენტრი გვთავაზობს პრევენციულ ღონისძიებებს იმისათვის, რათა დავიცვათ სხვები და შევამციროთ ვირუსის გავრცელება:

  • იყავით თვითიზოლაციაში და იქონიეთ მუდმივი კონტაქტი პირად ექიმთან

 

  • მოერიდეთ სხვა ადამიანებთან კონტაქტს (შეგიძლიათ გამოყოთ ოთახი, სადაც მხოლოდ თქვენ იქნებით და თუ შესაძლებელია ისარგებლოთ ცალკე სააბაზანოთი)

 

  • თუ დაინფიცირებული ვერ ახერხებს ნიღბის გამოყენებას, მაგალითად, იმ მიზეზით, რომ უჭირს სუნთქვა, აუცილებელია, დაავადებულის მომვლელმა გაიკეთოს ნიღაბი, ხოლო ოჯახის სხვა წევრები მასთან კონტაქტს მოერიდონ

 

  • ხველისა და ცემინების დროს, ცხვირსა და პირზე აიფარეთ ხელი, ამისათვის გამოიყენეთ ერთჯერადი ხელსახოცი ან მოხრილი იდაყვი

 

  • გულმოდგინედ დაიბანეთ ხელები სულ ცოტა 20 წამის  განმავლობაში

 

  • არ გაუზიაროთ პირადი მოხმარების ნივთები და ჭურჭელი ოჯახის წევრებს

 

  • ხშირად გაწმინდეთ და სადეზინფექციო ხსნარით დაამუშავეთ ყოველდღიური მოხმარების ნივთები და ხშირად მოხმარებადი საგნების ზედაპირები

 

ყურადღებით დააკვირდით თქვენს სიმპტომებს! თუ გრძნობთ, რომ მდგომაროება უარესდება, აუცილებლად წინასწარ დაუკავშირდით ექიმს და შემდგომ მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას!

 

წყარო : covid19info.ge

“რა ვერ გაარკვიეთ და გამოიძიეთ?“–ექსკურსიის დროს გარდაცვლილი 16 წლის სოფო ნიკოლეიშვილის და პროკურატურას ერთთვიან...

შარშან, ლა­გო­დეხ­ში სასკოლო  ექ­სკურ­სი­ის დროს გარ­დაც­ვლი­ლი 16 წლის სოფო ნიკოლეიშვილის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბას დღემდე არ...

ე.წ. “უჩიპო“, ანუ არაელქტრონული პირადობის მოწმობის დაკანონებაზე საკონსტიტუციო სასამართლომ უარი თქვა

საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ორი მოქალაქის სარჩელი, რომლებიც  კანონის იმ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდნენ,...

საქართველო მზადაა სომხეთს კორონავირუსთან ბრძოლაში დაეხმაროს – საგარეოს განცხადება

საქართველო მზად არის კორონავირუსთან ბრძოლაში დაეხმაროს სომხეთს, სადაც ვირუსის გავრცელების და გარდაცვალების მაჩვენებელი პიკს...

“ეს ძალიან კარგი განცხადებაა“-ბოკერია ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილებაზე

"ძალიან კარგია ეს განცხადება",-ასე აფასებს "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია ნიკა მელიას განცხადებას. საქმე...

ნაციონალური მოძრაობა თბილისის 8 მაჟორიტარული ოლქიდან 6–ს ოპოზიციას დაუთმობს – ნიკა მელიას განცხადება

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"თბილისის რვა მაჟორიტარული ოლქიდან, ექვსს ოპოზიციის კანდიდატებს დაუთმობს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა...

ევროპარლამენტარის პასუხის პასუხის პასუხი – ვიოლა ფონ კრამონის კიდევ ერთი წერილი კავკასიურ სახლს

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონის კავკასიურ სახლს კიდევ ერთხელ პასუხობს. ის ორგანიზაციას საკუთარი პოლიტიკური მოტივების...

საქართველოში ბავშვს კავასაკის სინდრომი დაუდასტურდა

საქართველოში კავასაკის სინდრომი ბავშვს 2 თვის წინ დაუდგინეს. მას თბილისის ბავშვთა ინფექციურ კლინიკურ საავადმყოფოში...

პროკურატურა ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმისა და მისი მეგობრისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს

პროკურატურა საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრის, ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმისთვის, გრიგოლ აბრალავასა და მისი მეგობრისთვის, უშანგი თალაკვაძისთვის აღკვეთის...

სხვა სიახლეები

გახსენით მაღაზიები! ყველაფერი დამიპატარავდა – ინგა გრიგოლია

"გახსენით მაღაზიები! ყველაფერი დამიპატარავდა"- წერს ტვ "პირველის" გენერალური დირექტორი, ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში. "გახსენით მაღაზიები! შარშანდელი თუ რამე მქონდა,ამ სეზონის,ყველაფერი დამიპატარავდა და ტანსაცმელს ვეღარ ვყიდულობ,ფეხი...

ჯანმრთელობა

მეცნიერებმა გაჭაღარავების მექანიზმი ამოხსნეს

ყველასთვის ცნობილია, რომ ჭაღარის გაჩენა არა მხოლოდ ორგანიზმის დაბერებასთან, არამედ სტრესთანაც არის დაკავშირებული. ალბათ გსმენიათ ფრაზა, რომელსაც შიშის ან ნერვიულობის შემდეგ ამბობენ– “კინაღამ გავჭაღარავდი“....

შოუ ბიზნესი

ჯენიფერ ენისტონის შიშველ ფოტოს აუქციონზე გაყიდიან. თანხა კორონავირუსთან ბრძოლას მოხმარდება

ჯენიფერ ენისტონის ცნობილი ფოტო, რომელზეც ის შიშველი პოზირებს აუქციონზე გამოიფინება, გაყიდვიდან შემოსული თანხა კი კორონავირუსთან ბრძოლას მოხმარდება. შავ–თეთრი ფოტო, რომელიც წლების მანძილზე საკულტოდ იქცა 1995...

ვიდეო