სააკაშვილმა გუბაზ სანიკიძე დააპირისპირა მელიას, რომ თავში არ ავარდნოდა – კობახიძე

ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ნიკას მელიას გუბაზ სანიკიძე სააკაშვილის დავალებით დაუპირისპირდა, რათა “ზედმეტად თავში არ ავარდნოდა”.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ პირველი პირი სააკაშვილია, მეორე პირი ნიკა გვარამია, პარტიის თავმჯდომარე კი ფორმალური ფიგურა იქნება.

“როცა მელიას რაღაც ამბიციები გაუჩნდა ლიდერობასთან დაკავშირებით არჩევნების შემდეგ, ის იყო აგრესიული პროცესების ლიდერი პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში. სააკაშვილმა გუბაზ სანიკიძეს დაავალა და პირდაპირ ეთერში დააპირისპირა სანიკიძე მელიას, რომ რაღაც ზედმეტად თავში არ ავარდნოდა მას. სააკაშვილი არის პირველი პირი, გვარამია არის მეორე პირი და ბუნებრივია, მათთვის, ვინ იქნება პარტიის თავმჯდომარე, ეს აბსოლუტურად ფორმალური მხარეა, ანუ ეს იქნება აბსოლუტურად ფორმალური ფიგურა პარტიის თავმჯდომარე, თუ რაც ერქმევა. პირველი პირი იქნება სააკაშვილი, მეორე პირი გვარამია და ნუ, ერთმანეთთანაც პატარა კონკურენცია ამ ორ პირს აქვს, მესამე პირი ვინ იქნება და ფორმალურად თავმჯდომარე ვინ იქნება, მეორეხარისხოვანია“, – განაცხადა კობახიძემ.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ვინ გახდება ენმ–ს თავმჯდომარე, ამას პარტია გადაწყვეტს.

ქობულეთში, სოფელ ზინეთში ხანძარია

ხანძარი ქობულეთში – სოფელ ზინეთში, მთის ფერდობზე ცეცხლი ეკალბარდს უკიდია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით,...

შენდობას ვითხოვ ჩემი პატრიარქისა და მთელი საზოგადოებისგან – დეკანოზი თადეოზი

დეკანოზი თადეოზ სარალიძე ბოდიშსს იხდის და შენდობას ითხოვს საზოგადოებისგან და  პატრიარქისგან. ამის შესახებ  ის...

ლურსმანაშვილმა ხარაგაულის ამფითეატრის “რეაბილიტაციისთვის” 450 000 გაფლანგა – ფლანგვის დეტექტორი

არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორის ინფორამაციით, ხარაგაულის ყოფილმა გამგებელმა (2013-2016) კობა ლურსმანაშვილმა 2016 წელს გახსნა...

პარლამენტში რომ შევიდე, ქოცი გავხდები, ჩემს თვალში ბანძი ვიქნები – მეგრელიშვილი

გირჩის ლიდერი ვახო მეგრელიშვილი ამბობს, რომ თუ პარლამენტში შევა, მისი წარმოდგენით, "ბანძი" და "ქოცი"...

ენზელ მკოიანის რძალმა თავი მოიკლა – ყოფილი დეპუტატი ზეწოლაზე საუბრობს

ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატის, ენზელ მკოიანის რძალმა თავი მოიკლა. მკოიანი სახელმწიფო უწყებების მხრიდან ზეწოლაზე...

დეკანოზი თადეოზი მიიჩნევს, რომ მოკლეკაბიანი ქალები 100 ლარით უნდა დაჯარიმდნენ

დეკანოზი თადეოზი მიიჩნევს, რომ ქალი, რომელიც მოკლე კაბით დადის 100 ლარით უნდა დაჯარიმდეს. ამის...

ქართველ ხალხთან პრეტენზია მაქვს, ენმ-ს არ ეკუთვნის 27% – იაგო ხვიჩია

გირჩის ერთერთი ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ მას პარლამენტში შესვლა უნდა და არა ქართული...

მალტასთან ვაქცინისთვის კონსულტაციები დეკემბერში დავიწყეთ, სპეკულაციები ვრცელდება – ელჩი

იტალიაში საქართველოს ელჩის, კოტე სურგულაძის ინფორმაციით, მალტის შესაბამის უწყებებს ვაქცინების საკითხზე კომუნიკაცია აქვთ საქართველოს...

სხვა სიახლეები

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, თუმცა ივანიშვილმა აშკარად აჩვენა, ვის ხელშია რეალური...

ჯანმრთელობა

მეცნიერმა კორონავირუსით დაინფიცირების ზრდასა და მზის სხივების ნაკლებობას შორის კავშირი დაადგინა

შემოდგომაზე ბევრ ევროპულ ქვეყანაში მკვეთრად გაიზარდა კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები. ბევრმა ჩათვალა, რომ ეს ტემპერატურის სეზონურ კლებას უკავშირდება. თუმცა, ძირითადი ფაქტორი შესაძლოა ამ ქვეყნების გეოგრაფიული...

შოუ ბიზნესი

“რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ“–ნინი ქარსელაძის დედა აღიარებს, რომ მისი შვილი გათხოვდა

ნინი ქარსელაძის დედა, ხათუნა ჟორდანია ფეისბუქზე წერს, რომ მისი შვილი გათხოვდა: “რადგან ბევრმა სააგენტომ გაავრცელა, დავწერ მეც!!!! ჩემი შვილი გათხოვდა უკვე დიდი ხანია რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ. ახლა...

ვიდეო