საგადასახადო შეღავათები, რომლითაც ბიზნესი ისარგებლებს

ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი იმ საგადასახადო შეღავათებს ასახელებს, რომლითაც ბიზნესი მიმდინარე წელს ისარგებლებს.მინისტრის თქმით, საგადასახადო კოდექსში შეტანილმა ცვლილებებმა მთავრობას სხვადასხვა ტიპის დახმარების განხორციელების საშუალება მისცა.

„რაც შეეხება ცვლილებებს საგადასახადო კოდექსში, რომელიც პარლამენტმა მიიღო და რომელმაც საშუალება მოგვცა, რომ სხვადასხვა ტიპის დახმარება განვახორციელოთ, ესენია: პირველი დახმარება – 2020 წლის 1-ელი დეკემბრიდან 6 თვის განმავლობაში, კვლავ გაგრძელდება საშემოსავლო გადასახადში დაწესებული შეღავათი. ამ შეღავათის არსი მდგომარეობს, რომ დამქირავებელი უფლებამოსილი ხდება ბიუჯეტში არ გადაიხადოს დაქირავებულისთვის გაცემული 750 ლარამდე ხელფასიდან დაკავებული და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, თუ ამ დაქირავებულის მიერ, ამავე დამქირავებლისგან ერთი კალენდარული თვის მიღებული ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება. ეს არის ზუსტად ის ზომა, რა საკომპენსაციო პაკეტიც გაზაფხულზე გავაკეთეთ. აქ ნავარაუდებია 42 000-ზე მეტ კომპანიაში დასაქმებული 550 000 პირი. წინა შემთხვევაში ეს იყო დაახლოებით 425 000-მდე ადამიანი. სავარაუდო თანხა გამოყოფილია 270 მილიონი.

მეორე შეღავათი, რომელიც ამ ცვლილებების შედეგად შეგვიძლია, რომ გავუკეთოთ ბიზნესს არის ის, რომ 2020 წლის 1-ლი დეკემბრიდან 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება ქონების იჯარის ლიზინგის მომსახურების დღგ-ით დაბეგვრის შესაძლებლობა შესაბამისი თანხის ფაქტობრივად გადახდის პერიოდში. ეს არის ე.წ საკასო მეთოდი, როდესაც ფიზიკურად გადახდილი თანხის მიხედვით მოხდება დღგ-ს დაბეგვრა.

შემდეგი დახმარება არის 2021 წლის ქონების გადასახადი ტურისტულ სექტორში. აქ შედის სასტუმროებიც და რესტორნებიც. ჩვენი ვარაუდით, აქ ისარგებლებს 1000-ზე მეტი კომპანია, სადაც 30 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, ჯამურად ეს შეღავათი იქნება 45 მილიონი ლარის ოდენობის.

შემდეგი დახმარება – 2020 წლის თებერვალ-მაისის თვეებში საშემოსავლო გადასახადი გადავუვადეთ ტურისტულ სექტორს და ამ გადავადების საფუძველზე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩამოვაწეროთ ეს. აქაც ოდენობა დაახლოებით არის 20 მილიონი ლარი. თავის დროზე, 1000 კომპანიამდე ისარგებლა თავის დროზე ამ გადავადებით.

კიდევ ერთი დახმარება – საგადასახადო კოდექსში ცვლილებები, რომლის თანახმადაც, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურში, ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარე კურორტ გოდერძიზე და მესტიის მუნიციპალიტეტის დაბა მესტიაში განლაგებული სასტუმროებს საურავის დარიცხვის გარეშე გადაუვადდათ 2020 წლის ნოემბრის და დეკემბრის საშემოსავლო გადასახადი 2021 წლის 1-ელ ივლისამდე. თქვენ იცით, რომ ჩვენ ამ საკურორტო ზონებში შევზღუდეთ სასტუმროების მუშაობა, ხოლო დანარჩენ საქართველოში შეზღუდული არ არის. ზუსტად ამიტომ, რომ პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით მოხდა ამ ტურისტული ზამთრის კურორტების გამოყოფა და აქ შეიზღუდა ეს საქმიანობა, შესაბამისად, ჩვენ ამ გადასახადს მათაც ვუვადებთ. ამის ბენეფიციარი იქნება დაახლოებით 100-ზე მეტი კომპანია“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

ჩემი ინტერვიუს დროს შემოიყვანეს სტუდიაში, მოაწყვეს – ხაზარაძე ელისაშვილთან დაპირისპირებაზე

"ჩემი ინტერვიუს დროს შემოიყვანეს დაუძახეს სტუდიაში მათ და მოაწყვეს."- ასე პასუხობს  “ლელოს” თავჯდომარე მამუკა...

თვალებში შემომხედე! ცოტა ახლოს ხო არ დაგენახო?! – ალეკო ელისაშვილის და მამუკა ხაზარაძის დაპირისპირება...

თვალებში შემომხედე! ცოტა ახლოს ხო არ დაგენახო?!  არ მითხარი, ომია ძმაო და მერე რამე...

საქართველოში არაერთი მილიონერია და შეეძლოთ ქვეყნისთვის მილიონი დოზა ეჩუქებინათ – კულუმბეგოვი ვაქცინაზე

"საქართველოში არაერთი მილიონერია და შეეძლოთ ქვეყნისთვის მილიონი დოზა ვაქცინა ეჩუქებინათ "- ამის შესახებ ალერგოლოგმა...

ყირიმის ანექსიის მხარდაჭერის გამო, კირკოროვს ლიეტუვაში შესვლა 5 წლით აეკრძალა

ყირიმის ანექსიის მხარდაჭერის გამო, ლიეტვუამ მომღერალი, ფილიპ კირკოროვი არასასურველი პირების სიაში შეიყვანა და ქვეყანაში...

ვნანობ რომ ასე ღრმად შევტოპეთ ამ ტალახის სროლაში – ალეკო ელისაშვილი

"მეტისმეტი მოგვდის და ძალიან ღრმად შევტოპეთ ამ ტალახის სროლაში "- ეს განცხადება პარტია "მოქალაქეების"...

სად შეეთრევა და სად გამოეთრევა ვის რაში ანაღვლებს? – გიგი უგულავა იაგო ხვიჩიაზე

"სად შეეთრევა და სად გამოეთრევა, ვის რაში ანაღვლებს?" - ეს განცხადება "ევროპული საქართველოს" გენერალურმა...

სავარაუდოდ წელს ვერ მოვახერხებთ სრულ ვაქცინაციას – ვახტანგ კალოიანი

"სავარაუდოდ წელს ვერ მოვახერხებთ სრულ ვაქცინაციას " - ამის შესახებ მან, ანესთეზიოლოგმა ვახტანგ კალოიანმა ...

დავით ზილფიმიანი აცხადებს, რომ ქვეყანაში ცისილწამების კანონი უნდა არსებობდეს

პარლამენტში პატრიოტთა ალიანსის სიით შესული დავით ზილფიმიანის აზრით, ქვეყანაში ცილისწამების კანონი უნდა არსებობდეს.  ამის...

სხვა სიახლეები

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, თუმცა ივანიშვილმა აშკარად აჩვენა, ვის ხელშია რეალური...

ჯანმრთელობა

კოვიდგადატანილთა მესამედი კვლავ საავადმყოფოებში ხვდება– ახალი კვლევა

პანდემიის პირველი ტალღისას კორონავირუსით დაინფიცირებულ  და გამოჯანმრთელებულ ბრიტანელ პაციენტთა  30% შემდგომი 5 თვის განმავლობაში კვლავ საავადმყოფოში მოხვდა. ამის შესახებ ლესტერის უნივერსიტეტის და სტატისტიკის ეროვნული...

შოუ ბიზნესი

ახალი სკანდალი თუ შერიგების მცდელობა–მეგან მარკლის მამა შვილზე დოკუმენტურ ფილმს იღებს

მეგან მარკლის შემთხვევაში ფრაზა – “ნათესავებს არ ირჩევენ“ განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს. ბრიტანეთის პრინცის, ჰარის მეუღლის ნახევარდამ მათ დაძაბულ ურთიერთობებს მთელი წიგნი მიუძღვნა, რომელიც იანვრის...

ვიდეო