საზოგადოება ორად გახლიჩეს, სიძულვილის ენით, ადამიანებზე მისევით – ივერი მელაშვილი

“საზოგადოება ორად გახლიჩეს, სიძულვილის ენით, ადამიანებზე მისევით”- განაცხადა ივერი მელაშვილმა გადაცემა “ფორმულას” გადაცემა კომენტარში.

”ქვეყანა პრაქტიკულად ორად გახლიჩეს ამ გაუაზრებელი მოქმედებებით, ასეთი სიძულვილის ენით, ადამიანებზე მისევით, რომელიც მათ არ აწყობთ, ან ჟურნალისტების მიმართ…

პრაქტიკულად ორად გახლიჩეს საზოგადოების ნაწილი. ეს ხომ ის ადამიანები არიან, ჩვეულებრივი ქართველები, ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომლებსაც პრაქტიკულად შთააგონეს და გონებაში ჩაუგდეს სხვადასხვა პროპაგანდისტული მეთოდები, რომ თურმე საშინელება ხდება და ჩვენ ვართ ყველაფრის გადამრჩენელიო, მთავრობის მხრიდან ასე არის.

მინდა ამ ადამიანებს მივმართო და ვუთხრა:  ხალხო, უნდა დავფიქრდეთ, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გავიაზროთ, რატომ ხდება, რისთვის, ვის აწყობს ეს, აქედან გამოვიდეთ. თუ ჩემ მიმართ აქვს ვიღაცას რაღაც პრეტენზია, კი ბატონო, შეიძლება მკითხოს, სულ არ არის ამისთვის აუცილებელი სიძულვილის ენით საუბარი ან ჟურნალისტთან, ან ჩემთან და ან ვინც არ უნდა იყოს. ეს უნდა დამთავრდეს საზოგადოებაში, ეს საშინელებაა.

ნუთუ ვერ ხვდებით იმას, რომ ეს მთავრობა და სამწუხაროდ, მთავრობის და მათ შორის პარლამენტის წევრებიც ახალისებენ სიძულვილის ენას, სიძულვილის გამოხატულებებს და ყველაფერ ამას, თითქოს ამით სარგებლობენ თვითონ.

მხარდაჭერისთვის დიდი მადლობა გულშემატკივრებს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც საღად აზროვნებს და იაზრებს, რა შეიძლება მოხდეს. ელემენტარულად თუ საქმე არ იცის, ყველას ვერ მოსთხოვ, რომ ყველაფერში ერკვეოდეს. ან თავის თავს უსვამს კითხვას, ან მას უსვამს, ვინც მეტი იცის ამის თაობაზე. ეს არის აზროვნება და ამისკენ მოგიწოდებთ ყველას.”- აცხადებს ივერი მელაშვილი.

ცნობისთვის, გუშინ, 4 მაისს, დავით გარეჯში, ივერი მელაშვილს და მთავარი არხის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ.

საქართველოში ე.წ. ინდური შტამის 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა, სულ – 20

საქართველოში კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამის კიდევ 2 შემთხვევა დადასტურდა. ქვეყანაში სულ გამოვლენილია 20 შემთხვევა....

დარწმუნებულები ვართ, დავუბრუნდებით განვითარების აღმავალ ტრაექტორიას – თურნავა

"რა თქმა უნდა, პანდემიამ თავისი დაღი დაასვა ეკონომიკურ განვითარებას. როდესაც ვსაუბრობთ უახლოეს ათწლიან გეგმებზე, პანდემიის დაძლევაზეც...

მერია აპირებს, ვაკის პარკის შადრევნებისა და კასკადის რეაბილიტაციაში 11.5 მლნ გადაიხადოს

თბილისის მერია აპირებს, ვაკის პარკის შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოებში 11 563 373 ლარი...

ყველას მართებს საქართველოში კონსტიტუციის პატივისცემა – ოხანაშვილი დეგნანზე

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის კრიტიკულ განცხადებას ეხმიანება და...

ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი გახდა

ირანის პრეზიდენტი მოსამართლე და სასულიერო პირი, ებრაჰიმ რაისი გახდა. რაისი არის ირანის მთავარი მოსამართლე და...

ამერიკა კოვიდ-19-ის სამკურნალო პრეპარატებში მილიარდობით დოლარს დებს

შეერთებული შტატების ინვესტიცია კოვიდ-19-ის ანტივირუსული პრეპარატების შექმნის საქმეში და ასევე, პოტენციურად სხვა სახიფათო ვირუსულ...

მთავრობამ მოითხოვოს გაეროს უშიშოროების საბჭოს მოწვევა – ნათელაშვილი აიბღას ანექსიაზე

"როგორც მოსალოდნელი გახლდათ, სდუმს მომაკვდავი საქართველოს ხელისუფლება. არცერთი პროტესტი, არცერთი განცხადება. მე მოვითხოვ, საქართველოს...

არ უნდა მოესმინათ, ეს ჩანაწერები არ უნდა არსებულიყო – ხვიჩია ბერა-ღარიბაშვილის ჩანაწერებზე

პარტია "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია ეხმიანება პროკურატურის განცხადებას ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის...

კომუნიკაციების კომისიამ “მთავარი არხი“ და “იმედი“ დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ და „ტელეიმედი“ გადაცემებში პროდუქტის განთავსების (ProductPlacement) წესების დარღვევის გამო დააჯარიმა. კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, კოვიდ 19-ის პანდემიის გათვალისწინებით, მაუწყებლებს კანონდარღვევისთვის ჯარიმის...

ამერიკა კოვიდ-19-ის სამკურნალო პრეპარატებში მილიარდობით დოლარს დებს

შეერთებული შტატების ინვესტიცია კოვიდ-19-ის ანტივირუსული პრეპარატების შექმნის საქმეში და ასევე, პოტენციურად სხვა სახიფათო ვირუსულ პანდემიებთან ბრძოლაში, 3.2 მილიარდ დოლარს შეადგენს. თეთრი სახლის მთავარმა მრჩეველმა...

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმარს საიდუმლოდ ესტუმრა

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმართან მოულოდნელი ვიზიტისას შენიშნეს. 46 წლის მსახიობი მის პირველ ქმარს, 48 წლის ჯონი ლი მილერს ნიუ იორკში ესტუმრა. ჯოლი ნიუ იორკში ბავშვებთან...