საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დროულად დასრულება ორმხრივ სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს – სალომე ზურაბიშვილი

“საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დროულად დასრულება ორმხრივ სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან დღეს გამართულ შეხვედრაზე.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული საკითხის მნიშვნელობა საქართველოს პრეზიდენტმა ჯერ კიდევ გასულ წელს განიხილა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ბაქოში გამართულ შეხვედრაზე, რა დროსაც პრეზიდენტები პროცესის დროულად დასრულების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ.

“საქართველოს პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ამ პროცესს ვერავინ და ვერაფერი შეაფერხებს.

შეხვედრისას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა აზერბაიჯანის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა. თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა მხარდაჭერა გამოთქვა აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტოტიული მთლიანობის მიმართ.

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო მზადაა, მხარეების სურვილის შემთხვევაში, გახდეს პლატფორმა, რათა ხელი შეუწყოს რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას.

მხარეებმა ასევე, განიხილეს საქართველო – აზერბაიჯანს შორის არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური, სავაჭრო, კულტურული და ხალხთაშორისი ურთიერთობების უფრო მეტად გაღრმავების საკითხები და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველო და აზერბაიჯანი მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები არიან.

საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანის პრეზიდენტი და ვიცეპრეზიდენტი საქართველოში ვიზიტით მოიწვია”, ვკითხულობთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

COVID-19-ით ქვეყანაში 1678 სამედიცინო პერსონალია ინფიცირებული – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში 1 678 ექიმია კორონავირუსით ინფიცირებული. "1...

მოწევა კორონავირუსით ინფიცირების რისკს ზრდის – NCDC

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით, მოწევა კორონავირუსით ინფიცირების რისკს ზრდის. NCDC-ის განმარტებით, მოწევისას ხელის...

შეწყვიტოს პორნოსაიტებზე ძრომიალი – შაშკინი Deepfake-ზე კობახიძის ბრალდებაზე

"შეწყვიტოს პორნოსაიტებზე ძრომიალი, იქიდან აქვს ეს ტერმინოლოგია" - ასე ეხმაურება, განათლების ყოფილი მინისტრი და ნაციონალური...

ლარი გაექცათ, ვირუსი გაექცათ, ტერორისტი გაექცათ, ქვეყანა ჩამოექცათ – გოცირიძე ხელისუფლებაზე

ლარი გაექცათ, ფასები გაექცათ, ვირუსი გაექცათ, ტერორისტი გაექცათ, ქვეყანა კი ჩამოექცათ - ეს ხელისუფლება...

ხოშტარიამ ცესკოს თვითიზოლაციაში მყოფთა რეგისტრაციის ვადა 6 სთ-მდე გადააწევინა

ვაკეში ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია ცესკოში მივიდა და მისი თქმით, თვითიზოლაციაში მყოფ პირთა...

ბადრი ესებუას 1 კვირა კი არა, შეიძლება 1 თვე ვსდიოთ, პრობლემა არ არის –...

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებული ბადრი...

დავაი სამტრედიიდან! კახპა, ძუკნა ქალო – სამტრედიის ერთ-ერთი სოფლის გამგებელი ნანუკა ჟორჟოლიანს

"ნაციონალურმა მოძრაობიდან" წყალტუბოს, სამტრედიის, ხონისა და ვანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში...

“ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატს, გოჩა ენუქიძეს COVID-19 დაუდასტურდა

ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარობის კანდიდატს ქართული ოცნებიდან, გოჩა ენუქიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

“საქართველოს შეუძლია ისწავლოს არა საკუთარ, არამედ სხვის შეცდომებზე“–ზურაბ გურულის და ნანა გეგეჭკორის ერთობლივი სტატია კორონავირუსთან ბრძოლის გამოცდილებაზე

მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზია-რეანიმაციის დეპარტამენტის დირექტორი, მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური პროფესორი, ზურაბ გურული და მისი კოლეგა, ასევე ამერიკაში მცხოვრები ექიმი–კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი, რო­მე­ლიც უკვე...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო